კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ციფრები და ციტატები

... ანუ, საინტერესო ეკონომიკა.

* 240 მილიარდი ევროს სახით აღმოუჩინეს დახმარება დონორმა ქვეყნებმა საბერძნეთს, რომ მას კრიზისისთვის დაეღწია თავი.

* 1873-1896 წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ხანგრძლივი დეპრესია უწოდეს.

* მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში თათარ-მონღოლთა თარეშის დროს ვერცხლის მკვეთრი დეფიციტის გამო, ძველ რუსეთში ეკონომიკა სრულიად განადგურდა. ფულის ერთეულიც გაქრა და მოსახლეობა ნატურალურ გაცვლაზე გადავიდა.

* 166 კაცობრიობის ისტორიაში პირველი ჰიპერინფლაცია მოხდა ჩინეთში, რაც დაკავშირებული იყო ქაღალდის ფულის მიმოქცევაში შემოღების პირველ მცდელობასთან.

* 2008 წლის 11 ივლისს იყო დღე, როცა მთელ ისტორიაში წარმოუდგენლად დიდი ფასი დაფიქსირდა ნავთობზე – 147,27 დოლარი ბარელზე.

* ყველაზე დიდი ნომინალის ბანკნოტი კაცობრიობის ისტორიაში უნგრეთში გამოუშვეს – 1946 წელს ომის შემდგომი ჰიპერინფლაციის პერიოდში.

* ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 2007-2009 წლების კრიზისს უფრო მორალური უწოდა, ვიდრე ფინანსური.

ჭკვიანი მდედრები!

ზუსტი მეცნიერება ქალების საქმე არ არის – ასე ფიქრობენ მამაკაცები, მაგრამ, ისინი სუბიექტურნი არიან. არსებობენ ქალები, რომლებმაც ამ მოსაზრებისგან აღარაფერი დატოვეს.

პირველი სწავლული მეცნიერი ქალი იყო ილატია ალექსანდრიელი (370-415), რომელიც ნეოპლატონიზმის ალექსანდრიულ სკოლას ხელმძღვანელობდა, ანუ, არათუ ფილოსოფიით იყო გატაცებული, არამედ, სერიოზულად გახლდათ დაკავებული ასტრონომიული ცხრილის გამოთვლით. სწორედ მან სრულყო დისტილატორი, არეომეტრი, პლანისფერო.

ავგუსტა ადა კინგი – ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი, იგივე გრაფინია ლავლეისი (1815-1852). მან შეადგინა მსოფლიოში პირველი პროგრამა გამომთვლელი მანქანისთვის, ანუ, ის პირველი პროგრამისტი იყო. მის პატივსაცემად პროგრამირების უნივერსალურ ენას „ადა“ უწოდეს.

ამალია ემი ნიოტერი (1882-1935) მათემატიკოსი. 1915 წელს მან სერიოზული წვლილი შეიტანა ფარდობითობის თეორიის შემუშავებაში. აინშტაინი აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი პიროვნებისა და ნიჭის მიმართ.

გრეის ჰოფერი (1906-1922) ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, თანაც, სამხედრო მოღვაწე – კონტრადმირალი. მუშაობდა ამერიკაში პირველი კომპიუტერის – „მარკ 1-ის“ შექმნაზე.

 

„ვივა, ფრანსა!“

 

ფრანგები ყველაზე ორიგინალური და პრაქტიკული ხალხია მთელ მსოფლიოში, თანაც, გამომგონებლური ნიჭით გამორჩეული. არ გჯერათ? თავად ნახეთ:

* მსოფლიოში პირველი კულინარიული წიგნი ფრანგმა გიიომ ტირელმა დაწერა მეთოთხმეტე საუკუნეში. ის მეფე შარლ მეხუთის კარის შეფ-მზარეული იყო.

* ფრანგული წარმომავლობით შეუძლია იტრაბახოს უამრავმა კერძმა, რომელთა შორისაა ყველასათვის ცნობილი: მაიონეზი, ანტრეკოტი, კოტლეტი, ბულიონი, რულეტი, რაგუ და ასე შემდეგ.

* ხორცსაკეპი მანქანაც, სხვათა შორის, ფრანგმა მოიგონა; ასევე – ნასვრეტებიანი საწური ჯამი, ტოსტერი და კიდევ ბევრი სხვა სამზარეულო ტექნიკა.

* მენიუ, მეტრდოტელი, სომელიე... – რესტორნის ლექსიკონი მთლიანად ფრანგებმა შეადგინეს.

* სხვათა შორის, რესტორნებზე ვარსკვლავების მინიჭებაც ფრანგების მოგონილია: ერთი ვარსკვლავი კარგია; ორი ვარსკვლავი – ძალიან, ძალიან კარგი; სამი ვარსკვლავი კი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, არაჩვეულებრივ და განსაკუთრებულ რესტორნებს ენიჭება.

скачать dle 11.3