კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ არის რეკომენდებული ცხოველის ვეტერინართან ვიზიტი და მისი ჯანმრთელობის გაკონტროლება?

პასუხი: თუ ვეტერინარი ძაღლის პატრონს სრულ ინფორმაციას მიაწვდის, რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება ძაღლის ჭიაზე დამუშავება, აცრების გაკეთება, საკვების წესიერად დაბალანსება, რომელსაც ნორმალურად მიიღებს და აიტანს, ან, თუ ცხოველის პატრონს რამე ეჭვი არ გაუჩნდება, მაშინ ორ-სამ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაუტაროს კონსულტაცია. თუ ძაღლი რამე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, სანამ ეს პრობლემა არ გაურთულდება, აუცილებლად უნდა მიიყვანოს ის ექიმთან და გაასინჯოთ. 

კითხვა: მყავს ხვადი პუდელი, მეზობელს კი ამავე ჯიშის ძუ, რომელსაც გამრავლების პერიოდი აქვს. პრობლემა ისაა, რომ ძუ ჯერ პატარაა და მასთან ჩვენს ძაღლს ვერ ვუშვებთ. დამამშვიდებელი აბები დავალევინეთ, მაგრამ მაინც ვერ მოვაგვარეთ ეს პრობლემა. ფიზიკურად დამშვიდდა, მაგრამ გონებით მაინც იქ არის და მთელი დღე ყეფს. რას გვირჩევთ, რა გავაკეთოთ?

პასუხი: მხოლოდ თქვენი ძაღლი არ არის ამ მდგომარეობაში. ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ძუს ციკლის პერიოდი აქვს. დამამშვიდებელი აბები კი მოქმედებს, მაგრამ, ბოლომდე ამით პრობლემას ვერ გადაჭრით თქვენს ძაღლთან მიმართებაში. მეზობელს ვერ ეტყვით, თქვენი ძაღლი წაყვანეთ, ჩემი ნერვიულობს და გაღიზიანებულიაო. ამიტომ, უნდა გაუძლოთ, სანამ თქვენი მეზობლის ძაღლს ციკლი დაუმთავრდება. ამის შემდეგ ხვადი აუცილებლად დაწყნარდება. აბები ჰორმონული პრეპარატებია და მისი სისტემატური მიღება გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. ასე რომ, უმჯობესია, თუ ხშირად არ დაალევინებთ მას თქვენს ძაღლს.

კითხვა: რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ცხოველს გარდამავალ პერიოდში, ანუ, წელიწადის ამ დროს?

პასუხი: როცა ზამთრისთვის ვემზადებით, ძაღლი ხშირად არ უნდა ვაბანაოთ, რადგან ცხიმოვანი სტრუქტურა, რომელიც ბალანის ქვეშ აქვს, სცილდება და, ძაღლი, ფაქტობრივად, შიშველი რჩება.  სხვა დანარჩენს ამ პერიოდში ცხოველი თვითონვე ეგუება. თუ ძაღლი ცოტა გამხდარია და ის ეზოს პირობებში გვყავს, მაშინ, შედარებით კალორიული საკვებით უნდა გამოკვებოთ, მაგრამ, არ გადაასუქოთ. თუ ცხოველი ჯანმრთელად არის, მას სიცივე ვერ შეაწუხებს, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რა ჯიშის ძაღლი გყავთ. მაგალითად, თხელბეწვიანი ძაღლები სიცივეს ვერ იტანენ. თუ ეზოს პირობებში გვყავს ის, მაშინ, აუცილებლად უნდა შევამზადოთ ზამთრისთვის და მაქსიმალურად დავუთბილოთ ადგილსამყოფელი, სადაც ის ცხოვრობს, რათა არ გაცივდეს ან არ გაიყინოს. 

კითხვა: როგორ უნდა მიხვდეს ძაღლის პატრონი, რომ მის ძაღლს ჭია ჰყავს?

პასუხი: ცხოველის შეძენისას, პირველ ყოვლისა, ვატარებთ დეჰერმეტიზაციას, ანუ, ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკას. შინაგან პარაზიტებზე დამუშავება 3 თვეში ერთხელ ხდება. თუ ამ ყველაფერს დაიცავთ და ცხოველს ჭიაზე 3 თვეში ერთხელ დაამუშავებთ, ცხოველი დაზღვეული იქნება, რადგან, ეს ის პერიოდია, როცა ჭია განვითარებას ვერ ასწრებს. ახლა, რაც შეეხება ამას, თუ როგორ უნდა მიხვდეს პატრონი, ჰყავს თუ არა მის ცხოველს ჭია. არის შემთხვევები, როცა ცხოველი ჭიას განავალს გამოაყოლებს ან ამოაღებინებს, რაც თვალით შესამჩნევია. პატრონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ ჭიის საკითხი, რადგან, ეს საკმაოდ საშიშია კერძოდ, არ არის გამორიცხული, ჭიამ კუჭი გახვრიტოს და ღვიძლში გავიდეს, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა გულიც გაუხვრეტია და ასე შემდეგ. 

скачать dle 11.3