კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა”, 1995 წლის. რომელიც აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, მაშინაც კი, როცა ნეიტრალურ სიჩქარეშია, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით წინსვლას იწყებს. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ კი, პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილი და აწყობილია. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული. დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელების” საერთო პრობლემა ისაა, რომ სიჩქარეებში გადართვა და მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება, უჭირთ და ეს უფრო ცივი ავტომობილის შემთხვევაში იჩენს თავს. ანდა, სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს არ შეცვლილა, რამაც მისი გასქელება გამოიწვია. ეს კი დეტალების შემჭიდროვებასა და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამ არის, სანამ ის არ გათბება და შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. მესამე სავარაუდო მიზეზი. სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონემ იმდენად დაიწია, რომ შეზეთვისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც დეტალები მჭიდროდ ბრუნავს. ბოლო ორ შემთხვევაში, ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის. ამიტომ, უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეთიკური, სპეციალურად გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოიყენოთ. ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის უნარს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, არის ალბათობა, რომ ასეთი ზეთის გამოყენება ამ პრობლემასაც უშველის. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”, 2001 წლის. ერთხელაც, სიჩქარის შეცვლისას, მოდების (ცეპლენიის) პედალი ჩავარდა და სიჩქარეებში ჩაგდება შეუძლებელი გახდა. მითხრეს, „ტროსი” გაწყდებოდაო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის „ცეპლენიას” „ტროსი” საერთოდ არ ჰქონია. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჩავარდნის მიზეზი?

პასუხი: ამ წლის „ოპელებს” ეგრეთ წოდებული, „ვიჟიმნოი პადჩებნიკის” მოქმედებაში მომყვანი ჰიდრავლიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არის, პედალზე დაწოლისას მოდება გათიშოს და სიჩქარის გადართვის საშუალება მოგვცეს, განთავსებული აქვს სიჩქარეთა კოლოფსა და ძრავას შუა. ის საკმაოდ სუსტია და მწყობრიდან იოლად გამოდის. მთელი უბედურება ისაა, რომ სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ დეტალის შესაცვლელად, ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი ერთმანეთს უნდა დააშოროთ. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა ცეერვე”. დაქოქვისას, როგორც კი გასაღებს ხელს გავუშვებ, ის იმწამსვე ქრება და ხელსაწყოების დაფაზეც შუქი ითიშება. ისე გამოდის თითქოს გასაღებს პირიქით, უკან ვატრიალებ და ავტომობილს ვაქრობ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის მივმართო შესაკეთებლად?

პასუხი: სავარაუდოდ, გასაღების ბუდის ქვედა, მექანიკური ნაწილი დაზიანდა, სადაც სხვადასხვა სადენი ერთმანეთს კვეთს. თქვენ გჭირდებათ ნებისმიერი ელექტრიკოსი. მისი აღდგენა საკმაოდ იოლია, რადგან, თავიდან ბოლომდე იშლება და იწყობა. შიგნით განთავსებული, ეგრეთ წოდებული, ცენტრალური ფირფიტის ოდნავი ფორმის შეცვლით, თქვენი პრობლემა მოგვარდება. იმ შემთხვევაში, თუ ის გადახურებულია ან სხვა, რაიმე სერიოზული პრობლემა აქვს, როგორიც მაგალითად, გატეხვაა, მაშინ ამ პატარა მექანიზმის შეცვლა მოგიწევთ. მისი შეძენა შესაძლებელია დაშლილი მანქანების ბაზრობაზე. მით უმეტეს, რომ ეს კონკრეტული მექანიზმი ყველა „ჰონდას” ერთნაირი აქვს. 

კითხვა: როგორ შეიძლება საქართველოში განბაჟდეს ერთი წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, რომელიც სამხრეთ ოსეთშია აღრიცხვაზე?

პასუხი: სამხრეთ ოსეთში აღრიცხული ავტომობილი ისევე უნდა განბაჟდეს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნაყიდი ავტომობილი, იქნება ეს გერმანია, ამერიკა თუ სხვა. თავდაპირველად, საჭიროა, ის პიროვნება იპოვოთ, ვისზეც გაფორმებულია ეს ავტომობილი. ანუ, ის სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. მან ავტომობილი აღრიცხვიდან უნდა მოხსნას, ანუ საბუთები მოაწესრიგოს იქ, ადგილზე და შემდეგ გადმოგცეთ თქვენ. ავტომობილის საბუთებით თქვენ უნდა მიხვიდეთ საბაჟოზე და ავტომობილი უნდა განაბაჟოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მიდიხართ საპატრულო პოლიციაში და აფორმებთ ავტომობილს. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, მით უმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთში ავტომობილის მეპატრონის პოვნა, სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, თქვენ შეგიძლიათ, დახმარება საპატრულო პოლიციას სთხოვოთ.  

კითხვა: ქალაქის პირობებში რომელ „ჯიპს“ ანიჭებთ უპირატესობას. „სუზუკი გრანდ ვიტარას”, „პაჯერო იოს” თუ „ჰონდა სიარვის”. პირადად მე, უფრო „სუზუკისკენ” ვიხრები. მომწონს ეს მანქანა როგორც ვიზუალურად ისე ფასითაც. 

პასუხი: ამ სამი ავტომობილიდან თუ აქცენტს პრაქტიკულობაზე გავაკეთებთ, ანუ ჩვენს პირობებში რომელი უფრო მისაღებია, მაშინ ყოყმანის გარეშე გეტყვით, რომ საუკეთესოა „ჰონდა სიარვი”, იგივე „ცეერვე”. „სუზუკს” გაცილებით რთულად აქვს მოწყობილი ზოგიერთი სისტემა და თან, საკმაოდ იოლად ზიანდება – ნებისმიერი წვრილმანი თუ მსხვილმანი სისტემა, იქნება ეს გადაბმის, სავალი ნაწილი თუ სხვა. „პაჯერო” კარგია გამავლობის თვალსაზრისით, უგზოობის პირობებში, საკმაოდ რბილი ავტომობილია. მაგრამ, გაცილებით ბევრს საწვავს მოიხმარს, ვიდრე „გრანდ ვიტარა” ან „სიარვი”. თან, მოვლის თვალსაზრისითაც, ოდნავ ძვირი ჯდება. რაც შეეხება „სიარვის,” ის ძალიან იაფი შესანახი ავტომობილია და არც ძალიან უხეშად დადის. როცა სალონში ზიხარ, მსუბუქი ავტომობილის სალონის შეგრძნებას ტოვებს. კარგია უგზოობაში და იმის უნარიც აქვს, რომ ცოტა სხარტადაც იაროს. უგზოობაში გადასვლისას, მისი მეორე ხიდი ჩართვის გარეშეც ავტომატურად გვეხმარება. ანუ, ბევრი ჩასართავ-გამოსართავი არ აქვს, ეს ყველაფერი კოლოფში მექანიკურად ხდება. უმარტივესად მოწყობილი ავტომობილია და დამატებით პრობლემებს არ ქმნის.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო იო”, 1999 წლის. ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ აღმართზე უკუსვლით ასვლა უჭირს. საბურავები თითქოს ბუქსაობს და ოდნავ წინ მიგორავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ჯერ ერთი, გასარკვევია ის, თუ რა დონის აღმართზეა საუბარი. ანუ, თუ ძალიან მკვეთრი დაღმართია, მასზე „დე-ში“ ჩაგდებული ავტომობილიც კი დაგორდება. შესაბამისად, ძალიან მკვეთრ აღმართზე ასვლა უკუსვლით საკმაოდ გაჭირდება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, დამატებითი ჩართოთ წინა ხიდი, რომელიც უპრობლემოდ მოერევა მსგავს რთულ ამოცანას. თუ აღმართი არც ისე დაქანებულია, მაშინ პრობლემა შეიძლება, იყოს ორგვარი. სავარაუდოდ, გამოსაცვლელია ავტომატური კოლოფის ზეთი. ის, როგორც იცით, მოდების ფუნქციას ასრულებს, ანუ ზეთის წნევის ხარჯზე ხდება იმ ფუნქციების ჩანაცვლება, რასაც მოდება საკუთარ თავზე იღებს. ასევე, შეიძლება, კბილანის პრობლემაც იყოს. შესაძლოა, დაზიანებულია უკუსვლის კბილანა. თუკი ეს ყველაფერი არ ხდება ძალიან მკვეთრ აღმართზე და ხიდების ჩართვამაც არ უშველა, მაშინ გირჩევთ, მიაკითხოთ ხელოსანს, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დასვამს. 

скачать dle 11.3