რა მოხდა ამ დღეს
19 ნოემბერი
1703 – ბასტილიაში გარდაიცვალა იდუმალი ტყვე, რომელსაც მომავალში უწოდეს „ადამიანი რკინის ნიღაბში“.
1891 – გერმანიაში მაღაზიებში გასაყიდად გამოუშვეს პირველი სათამაშო რკინიგზა.
1949 – მონაკოს მთავარი გახდა რენიე მესამე.
1985 – ჟენევაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ რეიგანი და გორბაჩოვი.
20 ნოემბერი
1917 – პირველი ფართომასშტაბიანი სატანკო ბრძოლა. კამბერასთან 474-მა ინგლისელმა ტანკმა გაარღვია გერმანელთა დაცვა.
1929 – პარიზში გაიხსნა სალვადორ დალის პირველი პერსონალური გამოფენა.
1945 – გაიხსნა ნიურნბერგის პროცესი ფაშისტ დამნაშავეთა წინააღმდეგ.
1969 – პელემ გაიტანა თავისი მეათასე გოლი.
21 ნოემბერი
1783 – ძმები მონგოლფიერების მიერ შექმნილი საჰაერო ბურთის პირველი ფრენა.
1920 – ლენინმა თქვა თავისი ცნობილი ლოზუნგი: „კომუნიზმი არის საბჭოთა წყობილება + მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაცია“.
1987 – ბრიუს უილისის და დემი მურის ქორწილი ლას-ვეგასში.
22 ნოემბერი
1247 – ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ამ დღეს გარდაიცვალა „კეთილშობილი“ ყაჩაღი რობინ ჰუდი.
1917 – კანადაში დაარსდა ნაციონალური ჰოკეის ლიგა NHL.
1928 – პარიზში შედგა მორის რაველის „ბოლეროს“ პრემიერა.
1975 – ესპანეთის მეფე გახდა ხუან-კარლოსი.
23 ნოემბერი
1899 – სან-ფრანცისკოში სასტუმრო „პალე-როიალში“ დააყენეს პირველი მუსიკალური ავტომატი.
1936 – გამოვიდა პირველი ნომერი ამერიკული ჟურნალისა Life.
1955 – საბჭოთა კავშირში კვლავ დაუშვეს აბორტები (აკრძალული 1936 წელს).
1979 – გამოვიდა ჯგუფ Pink Floyd-ის ლეგენდარული ორმაგი ალბომი The Wall.
24 ნოემბერი
1859 – ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი „სახეობების წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“.
1874 – ამერიკელმა ჯოზეფ გლიდენმა დააპატენტა ეკლიანი მავთული.
1901 – სტალინი გახდა თბილისის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
1991 – შიდსით გარდაიცვალა ფრედი მერკური.
25 ნოემბერი
1832 – ნიუ-იორკში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა „კონკამ“.
1885 – პრაღის ცაზე პირველად გადაუღეს ფოტოსურათი ვარდნილ მეტეორს.
1924 – მონღოლეთში დამყარდა კომუნისტური წყობილება.
1940 – ფაშისტებმა შექმნეს ვარშავის გეტო – ებრაელთა შემოღობილი დასახლება.