კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გონების ვარჯიში

რატომღაც, არსებობს მოსაზრება, რომ, ლამაზი ქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნაკლებად ჭკვიანია. გვერწმუნეთ, ეს მოსაზრება თავად მამაკაცებმა გაავრცელეს, რათა სამაგიერო გადაეხადათ არსებული რეალობისთვის, ანუ, იმ ფაქტისთვის, რომ ლამაზი ქალი გაცილებით უფრო ჭკვიანი და გონიერია ლამაზ მამაკაცზე. იმისთვის, რომ მათ ასეთ უმწეო შურისძიებას სათანადოდ გაეცეს პასუხი, ძალიან მარტივი რამ არის საჭირო: ცოტა მეტად მოვიცალოთ საკუთარი თავისთვის (ქალებმა, რა თქმა უნდა), მეტად შევუწყოთ ხელი ბუნებით მომადლებულ უპირატესობას (გონებრივი თვალსაზრისით) და ეს უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.

ადამიანის ტვინი უნიკალური ორგანოა. უსაზღვროა მისი შესაძლებლობები, მაგრამ, იმისთვის, რომ სრულყოფილად იმუშაოს, საჭიროა მისი შესაბამისი კვება და ვარჯიში. სხვათა შორის, ჭკვიანურად შერჩეული რეჟიმის შედეგად ადამიანი არა მარტო გონების სიფხიზლით გამოირჩევა, არამედ, გარეგნობითაც მხნედ, მშვიდად გამოიყურება, რადგან, ის მტკიცედაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.

იმისთვის, რომ აიმაღლოთ ტვინის აქტივობა, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ შემდეგი პროდუქტები:

* ტვინის მთავარი საკვებია გლუკოზა, რომელსაც შეიცავს პრაქტიკულად ყველა ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი სახით).

* თუ ორგანიზმი მცირე რაოდენობით იღებს უჯერ ცხიმმჟავებს, ტვინის უჯრედი ცუდად მუშაობს. ამიტომ, ხშირად მიირთვით თევზეული, ზეითუნის ზეთი, თხილი და ნიგოზი.

* ტვინის უჯრედების ენერგოდაზღვევისა და დაცვისთვის აუცილებელია E ვიტამინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს: ნუში, ნიგოზი, თხილი, მზესუმზირა, ფოთლოვანი ბოსტნეული და კვერცხი.

* B ჯგუფის ვიტამინები ლიდერადაა აღიარებული ტვინისა და ნერვული სისტემის კვების თვალსაზრისით. ამიტომ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენი კვების რაციონში კვერცხი, რძე და ბრინჯი; ასევე, ბურღულეული, ცეხვილი პური და დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი.

სასურველია, დალიოთ დღეში მხოლოდ 2 ფინჯანი ნალექიანი ყავა და საგრძნობლად გაგიაქტიურდებათ მეხსიერება, თქვენი ყურადღება კი უფრო კონცენტრირებული გახდება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

* ტვინისთვის აუცილებელია არა მარტო გონებრივი, არამედ, ფიზიკური აქტიურობაც, რადგან, სისტემატური ვარჯიში ზრდის ტვინის უჯრედების რაოდენობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

* არასაკმარისი ძილი აქვეითებს როგორც ზოგადად ენერგიას, ისე, კონკრეტულად, მეხსიერებას. ამიტომ, აუცილებლად მოიწესრიგეთ ეს პრობლემა.

* გონების გავარჯიშების განსაკუთრებით შედეგიანი საშუალებებია: კროსვორდებისა და თავსატეხების ამოხსნა, ჭადრაკი და სხვა „გონიერი“ თამაშები, საბავშვო მოზაიკებისა და კონსტრუქტორების აწყობა, გამოცანები, შარადები და... მხიარული ანეკდოტები და ხმამაღალი, გულიანი სიცილი, ანუ, მაქსიმალური რაოდენობით დადებითი ემოცია.

скачать dle 11.3