კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: პერიოდულად მიჩნდება მეჭეჭები. გთხოვთ, მასწავლოთ ხალხური რეცეპტების რამდენიმე ვარიანტი მეჭეჭების მოსაშორებლად.

პასუხი: 1) ქრისტესისხლას ღეროს წითელი წვენი დღეში 4-5-ჯერ წაისვით მეჭეჭებზე და ის რამდენიმე დღეში ისე გაქრება, რომ კანს არ დააზიანებს.

2) წვრილად დააქუცმაცეთ 2 ლიმონის ქერქი, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა 30-პროცენტიანი ძმარი, მოათავსეთ მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში და გააჩერეთ 8 დღის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ. მეცხრე დღეს გაწურეთ დოლბანდში. ნაყენში დასველებული დოლბანდის პატარა ტამპონები დაიდეთ მეჭეჭებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, დღეში რამდენჯერმე.

3) კალანჰოეს ფოთოლი გაჭერით სიბრტყეზე და სველი მხრიდან დაიდეთ მეჭეჭზე. რამდენიმე პროცედურა საკმარისი იქნება.

4) უშუალოდ მეჭეჭებზე წაისვით ნიშადურის სპირტი (დღეში 3-4-ჯერ) და ის სწრაფად გაქრება.

კითხვა: კანის რა დაავადებას ჰქვია „წითელი ცხვირი“ და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა?

პასუხი: „წითელი ცხვირი“ იგივეა, რაც ვარდისფერი ფერისმჭამელა. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, ალკოჰოლი, გარეგანი ფაქტორები (სიცხე, სიცივე) და სხვა. ამ დროს არ არის სასურველი სახის საპნით დაბანა. სასარგებლოა ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობა. საუკეთესო შედეგი აქვს კანის გაწმენდას ლევომიცეტინის 5-პროცენტიანი ხსნარით. გარდა ამისა, თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (არა ქუჩაში გასვლის წინ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის თბილი ნახარშით.

* 1-2 სადილის კოვზ მშრალ გვირილას (ყვავილებს) დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. მონაცვლეობით ცივ და ცხელ ნახარშში დასველებული სამმაგი დოლბანდი დაიფინეთ გაწითლებულ ადგილებზე, დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს).

* ახალგამოწურულ კომბოსტოს წვენში დაასველეთ დოლბანდი და დაიფინეთ გაწითლებულ ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში, დღეში ერთხელ. კურსის ხანგრძლივობა – 20-25 წუთი.

კითხვა: მაინტერესებს, რომელი პროდუქტების მიღება არ შეიძლება ფერისმჭამელების დროს და როგორ უნდა მოვუარო ფერისმჭამელებიან სახეს?

პასუხი: კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ: მსუქანი ხორცი, მწარე წიწაკა, მურაბა, თაფლი და, საერთოდ, ტკბილი საკვები. ფერისმჭამელებიანი ადგილები  დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ საპნის ქაფით, გვირილის ან სამყურას ნახარშით. დაუშვებელია ფერისმჭამელების ხელით ამოღება. მათ მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შროშანის ფურცლების ნაყენი: შუშის ქილაში ჩააწყვეთ შროშანის ახალმოკრეფილი ფურცლები, დაასხით არაყი (ისე, რომ დაიფაროს), დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ ამ ნაყენში დასველებული დოლბანდის ტამპონით დილა-საღამოს გაიწმინდეთ პრობლემური ადგილები.

скачать dle 11.3