კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონათ რატი დურგლიშვილი არაბი და გახდებიან თუ არა ის და მაკა ზამბახიძე „ბოლივუდის“ ვარსკვლავები

დუეტი „ჯორჯია“ ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპზე მუშაობს. პოპულარულ ტანდემს საახალწლოდ ტრადიციულად დატვირთული გრაფიკი ექნება, სულ ახლახან კი მათ საბავშვო მუსიკალური სტუდია გახსნეს.

მაკა ზამბახიძე: ამჟამად ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელიც ვაჟა დურგლიშვილს ეკუთვნის. გვინდა, განსხვავებული გამოვიდეს. სიახლე ის არის, რომ რატის მოუწევს სიმღერაში რეპის მონაკვეთის შესრულება, რომელიც მისთვის რეპერმა „ძვალმა“ დაწერა. იდეა მოგვივიდა ერთ სატელევიზიო გადაცემაში, სადაც ჯეიზისა და ბიონსეს „დეჟავუ“ შევასრულეთ. მალე ვაპირებთ ვიდეოკლიპის გადაღებასაც, ვიქნებით განსხვავებულ ამპლუაში, ვცეკვავთ, მარტო ანტურაჟი კი არ გვყავს – გვავარჯიშებენ ქორეოგრაფები. სხვათა შორის, მარტივი ილეთები არ იქნება – სიმღერა დამუშავების პროცესშია. ერთი სიტყვით, ვიქნებით ბევრად უფრო თამამები, ვიდრე აქამდე.

რატი დურგლიშვილი: ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მარაზმში არ გადავა – მაიკო კაჭკაჭიშვილმა ჩემი შესრულებული რეპი რომ  მოისმინა, ძალიან მოეწონა, მაგრამ, რეპერობაზე არ მიფიქრია. სხვათა შორის, საკმაოდ რთულია რეჩიტატივის შესრულება – იგივე სიმღერაა, ჩვეულებრივი. კლუბებში სულ ვრეპავდი ხოლმე და მაგრად ვხალისობდით, უფრო „ამგდები“ იყო – ზოგი იცინოდა, ზოგიც კარგად ერთობოდა. ვწერთ მეორე სიმღერასაც, რაშიც მაიკო ძალიან გვეხმარება. ყველაზე ხშირად მაინც „ესა მესას“ შესრულებას გვთხოვენ, „გულო-გულოსაც“... იმედია, ახალ სიმღერებსაც შეიყვარებს მსმენელი.

მაკა: ძალიან ვნერვიულობთ პრემიერის წინ, საშინელ განცდებში ვართ (იცინიან). რთულია, ყველა თაობას და გემოვნებას მოარგო შენი შემოქმედება, არადა, ხომ გინდა, რომ ყველამ მოიწონოს და შეიყვაროს? რადგან მუსიკალური არხი არ გვაქვს, ამიტომ „იუთუბიზე“ დაიდება.

– ბებიები და ბაბუები როგორ გამოხატავენ ხოლმე სიყვარულს?

– გვკოცნიან, გვეფერებიან, სახლებში გვეპატიჟებიან – ჩვენი შვილები ხართ, ჩვენი ოჯახის წევრებიო... სულ ცდილობენ, პატივი გვცენ, რეგიონებში – განსაკუთრებით. ბევრგან გვაქვს კონცერტები და სულ რაღაცეებს გვჩუქნიან, სურათებს იღებენ ჩვენთან. საახალწლოდაც ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, გიჟებივით ვმუშაობთ.

– ახალ წელს სახლში ბოლოს როდის შეხვდით?

– 7 წლის წინ (იცინიან). ღია კონცერტებზე ყოველთვის ვართ და ღია ცის ქვეშ ვხვდებით ხოლმე ახალ წელს... ბოლოს გვქონდა კონცერტები ჭიათურასა და წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში – საოცარი პუბლიკაა, თბილი, ემოციური...

რატი: სხვათა შორის, სახლში უამრავი წერილი მოგვდის თაყვანისმცემლებისგან. ხშირად გვჩუქნიან ხატებს. საჩუქრებისთვის ცალკე კუთხე გვაქვს და მერე გვექნება საჩუქრების მუზეუმი – ეს უკვე ისტორიაა (იცინის).

მაკა: კახეთში კონცერტის მერე მოვიდა ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, საყურეები და ბეჭედი მაჩუქა და მითხრა: არ ვიცი, მოგწონს თუ არა, მაგრამ, გეხვეწები, ეს სამკაულები ერთხელ მაინც გაიკეთეო. შევუსრულე თხოვნა და ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს მეკეთა ეს საყურეები და ბეჭედი.

– რა მაგის პასუხია და, „ტაში-ტუშების“ გადაცემას ისე კარგად მოერგეთ, ერთი ეგეთი საქეიფო ალბომის ჩაწერაც ხომ არ გიფიქრიათ? კარგი ინდოელებიც იყავით.

რატი: არა, ნამდვილად. ეგ ჩვენგან განსხვავებული სტილია. არავის ვამცირებ, მაგრამ, მე არ მომწონს. სამივე სიმღერა ისე გადავაკეთეთ, რომ ნამდვილად ჩვენი ვერსია ყოფილიყო, საკუთარი მანერით შესრულებული, ანუ რიმეიქი და არა – სიყვარული (მაგარი ლ-თი – ავტორი). ამ სტილს ასე თამამად ვერ შეეხები, არა?! არანჟირება უნიჭიერესმა ბიჭებმა – ჯაზიმ და დათომ გაგვიკეთეს.

მაკა: ერთხელ რადიო „ფორტუნაში“ გვანცა კილასონიამ მიგვიწვია და სიურპრიზი მოგვიწყო – გაუშვა ეს სიმღერა. მას მერე ტრიალებს რადიოში.

რატი: ინდურ „ჯოგის“ რაც შეეხება, ეგ არის ჩემი უსაყვარლესი ნომერი (იცინიან). კოსტიუმები თვითონ „პროფილმა“ უზრუნველყო.

მაკა: რატიმ ისე მოირგო ინდური ტანსაცმელი და ცეკვა... ისედაც ხომ ძალიან ჰგავს ინდოელს, არაბსაც ჰგავს. ეგვიპტეში ყველას იქაური ეგონა. დუბაიში საყვედურობდნენ, ტრადიციული ტანსაცმელი რატომ არ გაცვიაო. მე არ ვგავარ, დამაკლდა სიშავე. ძალიან კარგად შევასრულეთ, თითქმის ისე, როგორც ორიგინალს ასრულებენ.

რატი: იყო ერთი ასეთი მომენტი: რეპეტიცია რომ გვქონდა, „ბოლივუდის“ რეჟისორები „შემოგვეჭრნენ“ და გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ – ტელეფონები ამოიღეს და გვიღებდნენ.

მაკა: ხან ვწყვეტდით ცეკვას, ვმაიმუნობდით, მერე ვმღეროდით და შემოგვითვალეს – გეხვეწებით, ერთი, თავიდან ბოლომდე იმღერეთ და იცეკვეთ, რომ გადავიღოთო.

რატი: მერე „ბოლივუდის“ პროდიუსერი მოვიდა: ბავშვებო, მე მგონი, თქვენ ძალიან გაგიმართლათო (იცინიან). ცეკვაში თეა გობეჯიშვილი გვამეცადინებდა – აბა, ინდური სიმღერა ცეკვის გარეშე ვის გაუგია?! კოსტიუმები დღესაც „რუსთავი 2-ის“ გარდერობში ინახება.

– ქართველი მომღერლები ხშირად ჩადიან ისრაელში. თქვენ თუ გაქვთ ხოლმე იქ კონცერტები?

– ახლა მივდივართ, გვაქვს კონცერტები. მანამდე ნათლობაში ვიყავით და ბავშვის მამამ  „სული“ და „გულო, გულო“ ოთხჯერ გვამღერა, გავოგნდით და გადავირიეთ. სერიოზული ამბავი იყო, ლაიმა ვაიკულეც ჰყავდათ მიწვეული. ახლა იგეგმება ვაჟა დურგლიშვილის სოლო კონცერტი აშდოთსა და თელ-ავივში. სხვა ქვეყნებშიც გვაქვს დაგეგმილი ტურნე. აშდოთში სტადიონზე გვქონდა კონცერტი, სავსე იყო სტადიონი, 50 000 კაცი მოვიდა.

– იერუსალიმშიც იყავით, ალბათ.

– საოცარი შეგრძნებაა... უფლის საფლავი პირველად რომ ვნახე და ხელი დავადე, ცრემლები წამომივიდა. ვიცი, რომ ყველას ასე მოსდის.

მაკა: მე და ვახომ ჯვარი იერუსალიმში დავიწერეთ, სააღდგომოდ ვიყავით. ქართველებს ცუდად ექცევიან. პრობლემა იყო. რომ გაიგეს, ქართველები ვიყავით, უარი გვითხრეს, არ ვიცი, რატომ. ძლივს დაგვწერეს ჯვარი, უკრაინელმა მოძღვარმა დაგვწერა. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, აღფრთოვანდა და პატრიარქთან მოკითხვა დაგვაბარა – თქვენ არ იცით, რომ ნამდვილი წმიდანი გყავთო.

რატი: ერთხელ ლელასთან და მამულიჩასთან ერთად ვიყავით ისრაელში. საოცარი პატივისცემა  იციან ქართველმა ებრაელებმა.

მაკა: გაგვასინჯეს ბატის ღვიძლი, რომელიც უძვირეს დელიკატესად ითვლება და კოლოსალური თანხა ღირს, მაგრამ, ტკბილ სოუსში იყო შემწვარი, მე კი ტკბილი ხორცი არ მიყვარს და არ მომეწონა. ლელამ და მამულიჩამ სულ უგემოვნოები გვიძახეს (იცინის). სამაგიეროდ, მიყვარს აზერბაიჯანული კუტაბი – ბაქოში მაგის ხათრით წავედი და სულ ვკითხულობდი, კუტაბი ხომ იქნება-მეთქი.

რატი: მე სომხურ სამზარეულოზე ვგიჟდები.

– კიდევ რომელ ქალაქებში ყოფილხართ?

მაკა: ლონდონში და ძალიან მოგვეწონა. მაგარი ტურნე გვქონდა: ჯერ ვიყავით ლონდონში, მერე იქიდან ჭიათურაში წავედით, მერე – ბაქოში (იცინიან). ლონდონიდან ჭიათურაში – საოცარი იყო, ჭიათურა ყველაზე მაგარია. ლონდონი საერთოდ სხვა სამყაროა. რომ დავინახეთ ბიჭები ერთად, პირდაღებულები ვუყურებდით და იქაურები ჩვენ გვიყურებდნენ პირდაღებულები.

რატი: პარიზში არ ვყოფილვართ და ძალიან გვინდა წასვლა, ასევე, ამერიკაში.

– ჩხუბობთ ხოლმე?

მაკა: ვჩხუბობთ კი არა, ვხოცავთ ერთმანეთს. მე გურული ვარ, ფიცხი, რატი მთიულ-რაჭველი, მაგრამ, ძაღლის წელშია დაბადებული და ფეთქებადია ძალიან. ძირითადად, შემოქმედებით თემებზე ვჩხუბობთ, ბოლო ხმაზე ვყვირით ხოლმე, თუმცა, მე ქალი ვარ და მაინც მე უფრო ვუთმობ – მიმაჩნია, რომ ქალს დათმობით ბევრი რამის მოგვარება შეუძლია.

რატი: მაკა კაპასია, „ძვალი“ „ჩიხუახუას“ ეძახის – ბრჭყალები რომ დააჭრა, დაეცემაო (იცინის).

– რატი, მაკას კარგი იუმორი აქვს?

– კი, ძალიან. სულ ვხალისობთ ხოლმე. პირველი, რასაც ფრენის დროს ვაკეთებთ, დუეტ „ჯორჯიას“ სასაცილო მომენტებს ვუყურებთ და სიცილით ვიხოცებით. ამას წინათ მეგობარს, უბრალოდ, ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და მაკამ იმდენი იცინა, კინაღამ დაიხრჩო.

– მაკა, შენი მეუღლე და რატი როგორ ეწყობიან ერთმანეთს?

მაკა: გადასარევად. ძალიან მოსწონს სიძე (იცინის). ვახო უფრო სხვანაირია – იმერელია, სერიოზული, „დასტოინი“ ტიპი, ისეთ რაღაცეებს ხვდება მშვიდად, სულ მიკვირს, როგორ ითმენს-მეთქი. ხასიათით მე და რატი უფრო ვგავართ ერთმანეთს.

скачать dle 11.3