კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლის ასაკში გაიკეთა ბოტოქსის პირველი ინიექცია ნიკოლ კიდმანმა და რის გამო ეძახდნენ მას „სტაფილოს“

ჰოლივუდის ავსტრალიელი ვარსკვლავი და 2002 წლის „ოსკარის” ლაურეატი, ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი“, ნიკოლ კიდმანი, ერთადერთი ავსტრალიელი მსახიობი ქალია, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა; ამასთან, იგი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად ითვლება ჰოლივუდის ისტორიაში.

* ნიკოლის მშობლები: ენტონი  დევიდ კიდმანი და ჯანელ ენ მაკნეილი შოტლანდიური და ირლანდიური ფესვების მქონე ავსტრალიელები არიან. ნიკოლის მამა კიბოს უჯრედების შემსწავლელ სპეციალისტად მუშაობდა ვაშინგტონში და როდესაც ნიკოლი 4 წლის გახდა, ოჯახი ავსტრალიაში დაბრუნდა, რადგან ენტონიმ სიდნეის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.

* ცეკვით გატაცებული ნიკოლი ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში, შემდგომ კი ფილიპ სტრიტის თეატრში ეუფლებოდა ვოკალურ ხელოვნებას და თეატრის ისტორიას შეისწავლიდა.

* პირველი მეუღლე, ტომ კრუზი ნიკოლ კიდმანმა ფილმ „ჭექა-ქუხილის დღეების“ გადასაღებ მოედანზე, 1990 წელს გაიცნო, მათ შორის მალევე დაიწყო რომანი. ნიკოლის გამო ტომი მეუღლეს, მიმი როჯერსს დაშორდა და იმავე წლის შობას დაქორწინდა ნიკოლზე.

* აღსანიშნავია, რომ ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი ასევე საერთო ფილმის გადაღებების შემდეგ დაშორდნენ. 1999 წელს სტენლი კუბრიკის „ფართოდ დახუჭული თვალების” პრემიერის შემდეგ ისინი ოფიციალურად გაიყარნენ.

* ბავშვობაში ნიკოლ კიდმანს თანაკლასელები სიმაღლის გამო „პოლის ჯოხს” ეძახდნენ. 13 წლის ასაკში ნიკოლის სიმაღლე 175 სანტიმეტრი იყო. „პოლის ჯოხის” გარდა, თმის წითური ფერის გამო, კიდმანს „სტაფილოც” შეარქვეს. 

* ნიკოლ კიდმანი 4 წლის ასაკიდან იყო ბალეტით დაკავებული. 

* ნიკოლ კიდმანს აღიარებული აქვს, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა, მათზე დამოკიდებულებას უარყოფს.

* ნიკოლი ცაციაა, თუმცა, ფილმისთვის „საათები” მას მარჯვენა ხელით წერის სწავლა მოუწია.

* ნიკოლი პარფიუმერიული ბრენდის – „შანელ ¹5-ის“ სარეკლამო სახე იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 2004-2005-2006 წლებში იგი მონაწილეობას იღებდა სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება მსოფლიო რეკლამის ისტორიაში. კიდმანს აღებული აქვს უპრეცედენტო ჰონორარი „შანელის” რეკლამირებისთვის: ოთხწუთიანი სარეკლამო რგოლის ერთი წუთის გადაღება 11 მილიონი დოლარი დაჯდა და გადაღებებში მონაწილეობისთვის კიდმანმა 3,71 მილიონი დოლარი მიიღო, ანუ, წუთში 928 ათასი დოლარი. ეს რეკლამა „მულენ რუჟის” რეჟისორის, ბაზ ლურმანის მიერ იყო გადაღებული და კიდმანთან ერთად მასში ბრაზილიელი ვარსკვლავი როდრიგო სანტორო მონაწილეობდა.

* 2005 წელს ნიკოლ კიდმანმა ორი სხვადასხვა სასამართლო დავა მოუგო ავსტრალიელ პაპარაცებს.

* ნიკოლი ავსტრალიური საფეხბურთო ლიგის კლუბ „სიდნეი სვონსის” ქომაგია და ხშირად ესწრება თავისი რჩეული კლუბის მატჩებს სტადიონზე. მისი საყვარელი ფეხბურთელია ბარი ჰოლი. 

* პირველად ეკრანზე ნიკოლ კიდმანი 1983 წელს გამოჩნდა მომღერალ პეტ უილსონის მუსიკალურ კლიპში „ბოპ გერლ”.

* ნიკოლის სრული სახელი და გვარია  – ნიკოლ მერი კიდმანი. მას ჰყავს უმცროსი და – ანტონია კიდმან ჰოული.

* ნიკოლ კიდმანს ოთხი შვილი ჰყავს: ორი ნაშვილები ტომ კრუზთან ერთად: იზაბელ ჯეინ კიდმან-კრუზი და კონორ ენტონი კიდმან-კრუზი და, ორიც საკუთარი (მუსიკოს კიტ ურბანისგან): სანდეი როუზ კიდმან-ურბანი და ფეიტ მარგარეტ კიდმან-ურბანი.

* ნიკოლ კიდმანი 1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში, ჰავაის კუნძულებზე დაიბადა. 

* სხვადასხვა დროს ნიკოლ კიდმანს რომანები ჰქონდა: მუსიკოს ლენი კრავიცთან, მსახიობ ტობი მაგუაიერთან, მომღერალ რობი უილიამსთან, ჯუდ ლოუსთან.

* ტომ კრუზთან დაშორების შემდეგ ნიკოლ კიდმანი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მათი საერთო შვილები არ აღზრდილიყვნენ საიენთოლოგების სექტაში, რომელსაც მიეკუთვნება ტომ კრუზი. საიენთოლოგების სექტაზე საუბარს ნიკოლ კიდმანი დღემდე გაურბის, თავად კათოლიციზმის მიმდევარია.

* ნიკოლ კიდმანის სიმაღლე 180 სანტიმეტრია, ხოლო ნატურალური თმის ფერი – წითური, თუმცა, მსახიობი ძირითადად ქერად იღებავს თმას.

* ნიკოლ კიდმანის ინტელექტის კოეფიციენტი 132 ქულაა.

* 2004 წელს ნიკოლ კიდმანი დასახელდა ავსტრალიის უმდიდრეს ადამიანად 40 წლამდე ასაკის ქალებს შორის. მისი ქონება იმ მომენტისთვის 158 მილიონ ავსტრალიურ დოლარად იყო შეფასებული.

* ფილმ „მულენ რუჟის” გადაღებების დროს ნიკოლ კიდმანმა ნეკნი გაიტეხა და კინოწარმოება რამდენიმე კვირით გაჩერდა.

* 2003 წელს ამერიკის მოდელიერთა ასოციაციამ ნიკოლ კიდმანი ყველაზე გემოვნებიან მსახიობად დაასახელა.

* ნიკოლ კიდმანი ანჯელინა ჯოლისთან, რენე ზელვეგერთან და ჯულია რობერტსთან ერთად, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად ითვლება, რომლის ჰონორარი ცალკეული ფილმისთვის 16 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

* თავდაპირველად ნიკოლ კიდმანს უნდა შეესრულებინა მთავარი როლი ფილმში „მისტერ და მისის სმიტები” ბრედ პიტთან ერთად, თუმცა, პირადი მიზეზების გამო მან უარი განაცხადა და როლი ანჯელინა ჯოლის შეხვდა.

* პირველად ბოტოქსის ინიექციები მსახიობმა 44 წლის ასაკში გაიკეთა.

* ნიკოლს ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი, ეთამაშა ჯეინ კემპიონის ფილმში და, როდესაც ახალზელანდიელმა რეჟისორმა დაიწყო მუშაობა ფილმზე „ლედის პორტრეტი,” მან პირადად დაურეკა და მთავარი როლის შესრულება სთხოვა.

* 2001 წელს ნიკოლ კიდმანი ამერიკის წლის არტისტად დაასახელეს.

* 2003 წელს ნიკოლ კიდმანს ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

* ნიკოლ კიდმანს უჩვეულო ფობია აქვს – მას პეპლების ეშინია.

* ნიკოლ კიდმანის მტკიცებით, ხშირად იგი საერთოდ არ იცვამს ქვედა თეთრეულს და ტრუსების გარეშე დადის ქუჩაში.

* პირველი აღიარება კიდმანს მინი-სერიალმა „ბანგკოკ ჰილტონმა” მოუტანა. მთავარი როლის შესრულებისთვის ნიკოლი ავსტრალიის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად დაასახელეს.

* ბავშვობაში ნიკოლ კიდმანმა მაღაზიაში მოიპარა თოჯინა „ბარბი”, რადგან, მშობლებმა უარი განუცხადეს სათამაშოს ყიდვაზე.

* ფილმში „მულენ რუჟი” ნიკოლ კიდმანი თავად ასრულებდა თავისი გმირის ყველა ვოკალურ პარტიას.

* ნიკოლ კიდმანი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში, მონაწილეობს კიბოსთან მებრძოლი ასოციაციების მუშაობაში და 2004 წელს შეტანილი წვლილისთვის გაეროს მიერ „წლის მოქალაქედ” დასახელდა.

скачать dle 11.3