კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჩაიხედოთ სარკეში ხშირად და რისგან გვიცავს საცხოვრებელში დანთებული მარილის კვამლი

 

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ცუდი ენერგიის კონკრეტული ადამიანისკენ მიმართვა და მისთვის ზიანის მიყენება ძალიან ადვილია, მისი განეიტრალება კი ყველას შეგვიძლია. ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია თითქმის არსად გვხვდება. ამიტომაც, კომენტარი და რჩევები ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ქეთევანს.

 

 ქეთევანი: ეს მართალია და ვერავინ უარყოფს, რომ დღეს ძალიან მომრავლდნენ ბოროტი ადამიანები, რასაც გაჭირვებულ ყოფას, მოუწყობელ კარიერას თუ პირად ცხოვრებას აბრალებენ, მაგრამ, ეს ასე არ არის. აბა, მითხარით, თუ შენ ვერ გამოდექი ამ ცხოვრებაში, სხვისი რა ბრალია? ფაქტია, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ნეგატიური ენერგია დაგროვდა, იმატა ადამიანებს შორის შურმა და ღვარძლმა და ეს ათასგვარი ბოროტებისკენ უბიძგებს მათ. სხვათა შორის, ბოლო წლებია, ბევრი მეკითხება, სახლში ისეთი ნივთი ვიპოვე, რომელიც ადრე არასდროს გვქონია და საიდან აღმოჩნდა ის ჩვენს საცხოვრებელში, აზრზე ვერ მოვდივართო. ზოგს ბოქლომი მოაქვს, ზოგს ქინძისთავი, ზოგს რა და ზოგს რა... ვერ ხვდებიან, ვინ დადო ის მათ სახლში, ან, საერთოდ, რა ძალა გააჩნია ამ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ნივთებს. 

– და მაინც, რა ძალა აქვს ამ ნივთებს და რამდენად საშიშია მათი აღმოჩენა სახლში?

– თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ, ეს აღმოჩენილი ნივთები ძალიან საშიშია, რადგან, შესაძლოა, ისეთი ნეგატიური ძალით იყოს დამუხტული, ანუ – მოჯადოებული, რომ თქვენი ბედ-იღბალი თავდაყირა დააყენოს, სასოწარკვეთაში ჩაგაგდოთ და თავის მოკვლამდეც კი მიგიყვანოთ. რა არის ჯადო, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ და მაინც ბოლომდე ვერ ხვდებიან, რა შედეგები მოსდევს მას? მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ჯადო ეს არის წინასწარ განზრახული ბოროტება კონკრეტული პიროვნების მიმართ. რომელიმე საგანი გაჟღენთილია ცუდი ენერგიით და მიმართულია იმ ადამიანისკენ, ვისი ჯინიც სჭირთ და ვისი მისამართითაც კეთდება ის. რაც მეტია ბოღმა და შური, მით უფრო ძლიერია ჯადო.

– და, მისი ძალის განეიტრალება შესაძლებელია?

– რაც შეეხება მის განეიტრალებას, არსებობს უძველესი ხერხები, რომლებიც ამ ნეგატიურ ენერგიას ებრძვის და ახერხებს კიდეც მისი ზემოქმედების განეიტრალებას. მოკლედ, კარგი იქნება, თუ შეკერავთ ლურჯი ნაჭრის პატარა ტომსიკას, მასში ჩაყრით მარილს და ატარებთ თილისმად, რომ ნეგატიური ენერგია არ მოგეკაროთ და ზიანი არ მიაყენოს თქვენს ცხოვრებას. სახლში კი ჯადოს განეიტრალება ასე შეგიძლიათ: აიღეთ მარილი, დაყარეთ პატარა თეფშზე, მასზე დააწვეთეთ ლურჯი სანთლის წვეთები, მოუკიდეთ ცეცხლი და კვამლს რომ აუშვებს, ამ თეფშით შემოიარეთ ოთახი, საათის ისრის მიმართულებით. ეს რიტუალი უნდა ჩაატაროთ თვის ბოლო კვირაში, შაბათ დღეს, საღამოს საათებში. ეს კვამლი სახლს იცავს ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან. ამ რიტუალის გაკეთების დროს, სახლის კარ-ფანჯარა კარგად დაკეტეთ, შემდეგ კი, როცა კვამლი აღარ აუვა მარილს, კარ-ფანჯარა გახსენით. ამ კვამლს გარეთ გაჰყვება ის ცუდი ენერგია, რომელიც სახლში იყო დაგროვილი და ხელს გიშლიდათ წარმატებული და მშვიდი ცხოვრების მოწყობაში.

– თუ სახლში საეჭვო ნივთს აღმოვაჩენთ და მას ნაგავში მოვისვრით, ეს საშიშია?

– რასაკვირველია, საშიშია. რა მნიშვნელობა აქვს, მას მისაღებ ოთახში გამოჭიმავთ თვალშისაცემ ადგილას თუ ნაგვის ურნაში ჩააგდებთ, მისი ენერგია ხომ სახლში ტრიალებს და მოქმედებას მაინც განაგრძობს?! უმჯობესია, სახლში აღმოჩენილი საეჭვო ნივთი ღამით გზაჯვარედინზე გაიტანოთ და იქ დატოვოთ ან გამდინარე წყალში მოისროლოთ. რომ გაიგებენ, თილისმის ტარება ადამიანს იცავს ავისგანო, დაიკიდებენ ათასგვარ ჯინჯილას გულზე და დადიან, თითქოს ეს დაიცავთ. აბა, გეკითხებით, ეს ნორმალურია? ჯერ ხომ უნდა გაარკვიო, რისგან გჭირდება დაცვა და რა უნდა ატარო? ზღვაზე ვიყავი წელს დასასვენებლად და ერთი გოგონა გავიცანი, გულზე მაკრატლის ფორმის კულონი ეკიდა. რომ გაიგო, ეზოთერიკოსი ვიყავი, არც მიკითხავს, თავად მითხრა: იცით ეს, რა მაგარი თილისმაა? მითხრეს, თუ გეკეთება, ყველა საქმეს, პირადულსა თუ სამსახურებრივს, ადვილად გადაჭრიო. გამეცინა და ვუპასუხე: ჩემო საყვარელო, მხოლოდ ეს რომ შველოდეს პრობლემის მოგვარებას, მთელი საქართველო მაკრატლებს დაიკიდებდა და გვეშველებოდა-მეთქი (იცინის). მოკლედ, ამ გოგონამ თავად არ იცოდა, რისგან სჭირდებოდა დაცვა, რომელი თილისმა უნდა ეტარებინა და, საერთოდ, ჰქონდა თუ არა გულზე დაკიდებულ ნივთს მისი დაცვის უნარი.

– თუ ვერ ერკვევა ადამიანი მსგავს საკითხებში, ამის გაგება როგორ უნდა მოახერხოს?

– ძალიან მარტივად. უბრალოდ, ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ასეთ რამეებზე და გაერკვევა, რა უქმნის ცხოვრებაში წინააღმდეგობებს, რისგან უნდა დაიცვას თავი და როგორ აირიდოს პრობლემები თუ გაუგებრობები. საერთოდ, თილისმას დიდი ძალა აქვს და მას ლათინურად „ამულეტი“ ჰქვია, რაც „დაცვის საშუალებას“ ნიშნავს. თილისმის სამი სახეობა არსებობს: უბედურებისა და ხიფათისგან დამცავი, პროფილაქტიკური და დაავადებებისგან დამცავი. როგორც წესი, ადამიანი მათ უნდა ატარებდეს სხეულთან ახლოს, მაგალითად, ძაფით გულზე დაიკიდოს. ასეთი წესით გულზე დაკიდებულ, წითელ ნაჭერში გახვეულ სარკეს შეუძლია, ადამიანი მოსალოდნელ უბედურებასა და ხიფათს აარიდოს. ასევე, მას შესწევს უნარი, გახსნას ჩაკეტილი ბედ-იღბალი, უბედურებისგან იხსნას ადამიანი და წარმატებებისკენ უბიძგოს. ის თავის თავზე იღებს უარყოფითი ენერგიების შემოტევას და იმის ძალაც შესწევს, აქტიურად ებრძოლოს მას. ასეთი თილისმის ტარების ვადა სულ ორი-სამი თვეა, შემდეგ ის უნდა გააყოლოთ გამდინარე წყალს და ახალი თილისმით შეცვალოთ. თუ გინდათ, სექსთან დაკავშირებული პრობლემები მოიგვაროთ და გონება გაგინათდეთ, გულზე დაიკიდეთ გასაღების ფორმის სამკაული და ის ატარეთ თილისმად. ასევე, თუ შეყვარებულ წყვილს აქვს ასეთივე პრობლემები, ძველი გასაღები უნდა დაიდონ ლეიბის ქვეშ როგორც თილისმა, მალევე იმოქმედებს და ნელ-ნელა ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

– ბევრი ეზოთერიკოსი ამბობს, სარკე ბევრი უბედურებისგან გვიცავს და სიკეთის მოტანაც შეუძლიაო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– მართალია, სარკე, თუ მისი სწორი მართვა იცით, გათვალვისა და ჯადოსგან დაგიცავთ. სხვათა შორის, ნეგატიური ინფორმაციისა და ცუდი ხალხის ზრახვების განეიტრალება ყველაზე კარგად სარკეს შეუძლია. კარგად გაწმინდეთ სარკე წყალში გახსნილი ძმრით, დადექით მის წინ, დიდხანს უცქირეთ საკუთარ თავს, მოდუნდით და თან გონებაში იმეორეთ, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ. თუ ამას ყოველდღე გააკეთებთ, თქვენზე ვერ იმოქმედებს სხვა ადამიანის ფარული ზრახვები, შური და ბოღმა. მერე თვალები დახუჭეთ და იფიქრეთ კარგზე. გაახილეთ თვალები, ისევ დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში და, მიხვდებით, რომ უფრო გაძლიერდით, მეტად თავდაჯერებული და ძლიერი პიროვნება გახდით. სარკე თქვენგან ამ დროს იღებს უარყოფით ენერგიას და გმუხტავთ დადებითით. ეს რიტუალი საკუთარ ძალებში თვითრწმენას ბადებს, რაც ადამიანის წარმატებისთვის, დამეთანხმეთ, ნამდვილად აუცილებელია. ეს მეთოდი დაახლოებით თხუთმეტ-ოც წუთს წაგართმევთ დღეში, სამაგიეროდ, სასიკეთოდ წაგადგებათ. სხვათა შორის, ამით აურასაც გაიწმენდთ. თუ ხვდებით, რომ ხშირად ითვალებით, ჩასვით ჩარჩოში თქვენი ფოტო, რომელიც მოგწონთ და კარგად გიჩანთ სახე, დადეთ ისე რომ სარკეს უყურებდეს და ასე დატოვეთ. ეს ავ თვალსა და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ მოქმედებას აგარიდებთ. ხოლო, თუ დეპრესიული ადამიანი ხართ, ხშირად დადექით სარკესთან და იფიქრეთ წარსულში განცდილ სასიამოვნო დღეებზე, სასიამოვნო რომანტიკულ შეხვედრებზე და ასე შემდეგ – ეს დაგამშვიდებთ კიდეც და ოპტიმიზმისკენაც გიბიძგებთ. ოდითგანვე ცნობილია, რომ, თუ ადამიანს ხშირი კონტაქტი აქვს სარკესთან, ადვილად გაანეიტრალებს ჯადოს, გათვალვასა და საგვარეულო წყევლასაც კი.

– ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ მუცლად ყოფნის დროს ადამიანი გარკვეულ ვალდებულებას იღებსო. ანუ, მათი მოსაზრებით, ადამიანი კონკრეტული პროგრამით იბადება ამქვეყნად.

– ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ნებისმიერი ადამიანი გარკვეული კარმით, ანუ პროგრამით იბადება ამქვეყნად. ყველას აქვს ამ დროს თავისი სულიერი ენერგიის გარკვეული მარაგი, რომელსაც საკუთარი კარმული ამოცანისთვის იყენებს. ასეთი ენერგიის ნაწილი იხარჯება ოჯახის შექმნაზე, სიყვარულზე, პროფესიონალურ საქმიანობაზე და ასე შემდეგ. ანუ, ის ადამიანის თითქმის ყველა სფეროზე ნაწილდება. ის პროპორციები კი, რომლის მიხედვითაც ენერგია ნაწილდება სხვადასხვა სფეროზე, ინდივიდუალურია. ის ემორჩილება საერთო კანონებს და იწერება სულის მომავალი ცხოვრების სცენარი, რომელშიც მხოლოდ განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი მომენტებია დაფიქსირებული. როგორც კი სცენარი გამზადდება, სული მშობლების ძებნას იწყებს. ეს ცოტა გაუგებარი რომ არ იყოს, უფრო კარგად განგიმარტავთ: მოკლედ, შვილები მომავალ მშობლებს თავად ირჩევენ. მაგალითად, სული, რომელიც ხელოვნებისკენაა მიდრეკილი, ამავე მიდრეკილების მშობლებს ირჩევს. ყველა სული ცდილობს, იმ ოჯახში დაიმკვიდროს ადგილი, სადაც მის ინტერესებს გაითვალისწინებენ მომავალში.

 

 

скачать dle 11.3