კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი ფეხბურთელები ითვლებიან ყველაზე ხარბ ადამიანებად თანამედროვე ფეხბურთში

ფეხბურთის ვარსკვლავები ცნობილები არიან თავიანთი ზღაპრული ხელფასებით, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავების ჰონორარებს. ამბობენ, რომ სწორედ ხელფასია ის მთავარი პირობა, რომლის მეშვეობითაც კლუბები კონკრეტული ფეხბურთელების გადაბირებას ახერხებენ. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებმაც კარიერა ფულის გამო გაიფუჭეს.

პიერ ვან ჰოიდონკი

შოტლანდიურ „სელტიკში” ასპარეზობის დროს ჰოლანდიელი პიერ ვან ჰოიდონკი კლუბის სული და გული, საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რამაც კლუბს ნანატრი ტიტულები მოუტანა. თუმცა, ერთხელ პიერი კლუბის პრეზიდენტს წაეჩხუბა და სუბორდინაციის დარღვევის გამო ხანგრძლივი დროით დაჯდა სათადარიგო სკამზე. ვან ჰოიდონკის უთამაშებლობით შეწუხებული იყო ჰოლანდიის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი, რეალური მიზეზი კი, თუ რის გამო იჩხუბა მან კლუბის პრეზიდენტთან, ხელფასის მომატების თემა იყო. ვან ჰოიდონკი არსებული ხელფასისთვის 7 ათასი ფუნტი სტერლინგის დამატების ნაცვლად, გაცილებით დიდ თანხას ითხოვდა კვირაში, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა „სელტიკი”. მოგვიანებით ვან ჰოიდონკს კლუბის დატოვება მოუხდა, ხოლო „სელტიკს” თავისი ისტორიული ფრაზა დაუტოვა: „შესაძლოა, რომელიმე მათხოვრისთვის 7 ათასი ფუნტი საკმარისია სრული ბედნიერებისთვის, ჩემნაირი მსოფლიო დონის ფეხბურთელისთვის კი ეს არასაკმარისია”. 

ბერნდ შუსტერი

ბერნდ შუსტერი 1980-იანი წლების გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რომელსაც პატრიოტული გრძნობები, სამწუხაროდ, არ გააჩნდა. 1984 წელს მას კონფლიქტი მოუვიდა „ბუნდესთიმის“ მაშინდელ მწვრთნელთან, იუპ დერვალთან და მას შემდეგ ნაკრების მაისური აღარ ჩაუცვამს. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ფრანც ბეკენბაუერი და გერმანიის საფეხბურთო კავშირი შუსტერს ნაკრებში დაბრუნებისთვის სტიმულის სახით 300 ათას მარკას სთავაზობდნენ, თუმცა, ფეხბურთელმა ცოლის საშუალებით აცნობა კავშირს, რომ ნაკრებში მხოლოდ 1 მილიონი მარკის სანაცვლოდ დაბრუნდებოდა. 1986 წელს გერმანიის ფედერაციული ნაკრები შუსტერის გარეშე მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 1990 წელს სულაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ასამოა გიანი

2010 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა განელი თავდამსხმელის, ასამოა გიანის კარიერაში. მან წარმატებით იასპარეზა აფრიკის თასზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მეოთხედფინალამდე მიაღწია და გახდა მესამე აფრიკული ქვეყანა კამერუნისა და სენეგალის შემდეგ, რომელმაც ეს მიღწევა გაიმეორა. გიანის მიმართ დაინტერესება გამოთქვეს წამყვანმა ბრიტანულმა კლუბებმა და ფრანგული „რენიდან” იგი „სანდერლენდმა” 17 მილიონ ევროდ გადაიბირა. კლუბში გადასვლის შემდეგ გიანმა ხელმძღვანელობის ტერორი დაიწყო და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა. საბოლოოდ, ერთი წლის შემდეგ, ასამოა გიანი უკეთესი ხელფასის საძიებლად გაერთიანებული ემირატების კლუბ „ალ-აინში” გადავიდა, სადაც მას კვირაში 140 ათას ფუნტ სტერლინგს უხდიან, თუმცა, დონით, რა თქმა უნდა, ემირატების ჩემპიონატი ბევრად ჩამოუვარდება ინგლისურ პრემიერლიგას.

ჰარი კიუელი

ყველა დროის საუკეთესო ავსტრალიელ ფეხბურთელად წოდებული ჰარი კიუელი თავისი სიხარბითაა ცნობილი. კარიერის განმავლობაში მას არაერთი კლუბი აქვს გამოცვლილი და ყველგან მხოლოდ ფინანსებზე ფიქრობდა. „ლიდსის” ქომაგები დღემდე ვერ პატიობენ კიუელს იმ ფაქტს, რომ ის „გალათასარაის” წევრი გახდა, მაშინ, როცა „ლიდსში” თამაშის პერიოდში თურქული კლუბის ქომაგებმა ინგლისელების ორი ქომაგი მოკლეს 2000 წელს „უეფას” თასის ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. ბოლოს კიუელმა სახელი გაითქვა მშობლიურ ავსტრალიაში, როდესაც „მელბურნ ვიქტორიას” პირობების მთელი ნუსხა წაუყენა: წლიური ხელფასი – სუფთა 2,5 მილიონი დოლარი, სტადიონიდან შემოსული თანხის პროცენტები, სასახლე ოკეანის სანაპიროზე, ორი მაღალი დონის ავტომობილი, კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელების შერჩევის უფლება და, ასევე, იმის გარანტიები, რომ მისი მეუღლე, მსახიობი შირი მერფი, მთავარ როლებს მიიღებს ავსტრალიურ ტელესერიალებში. ამბობენ, რომ ამ ზაფხულს კიუელი მსგავსი პირობებით ინგლისურ „სტოკ სიტიში” მივიდა, საიდანაც იგი იმავე დღეს გამოაბუნძულეს.

ბენი მაკარტი

სამხრეთაფრიკელმა ბენი მაკარტიმ სახელი 2004 წელს „პორტუში” გაითქვა, როდესაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე იზეიმა გამარჯვება. მას შემდეგ მისით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ და მიზანს „ბლექბერნმა” მიაღწია, სადაც მაკარტიმ 140 მატჩში 52 გოლი გაიტანა და იქაური ქომაგების კერპი გახდა. ამის შემდეგ უკეთესი ფინანსური წინადადებით მაკარტი „ვესტჰემში” გადავიდა, სადაც ძირითადად ტრავმებით და უხეირო თამაშით დაამახსოვრა თავი მაყურებელს. საერთო ჯამში, მაკარტიმ ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა და კლუბმა მას კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა, თუმცა, მაკარტიმ  სრულად მოითხოვა კონტრაქტის პირობების შესრულება და განაცხადა, რომ, სანამ კუთვნილ 2,7 მილიონ ფუნტს არ მიიღებდა, ფეხს არ მოიცვლიდა კლუბიდან. საბოლოოდ, „ვესტჰემმა” მაკარტის 1,5 მილიონი გადაუხადა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა. მოგვიანებით „ვესტჰემმა” მაკარტის თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა, რის საპასუხოდაც სამხრეთაფრიკელმა ფეხბურთელმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კარენ ბრეიდი ეშმაკს შეადარა.

ჯიმი ბულარდი

„უიგანში” და „ფულემში” ჩატარებული რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ ინგლისელი ჯიმი ბულარდი „ჰალ სიტის” თვალთახედვის არეში მოხვდა. მოკრძალებულმა კლუბმა ბულარდს თავისი წლიური ბიუჯეტის 21 პროცენტი დაუნიშნა ხელფასად, თუმცა, ფეხბურთელი აშკარად ვერ ამართლებდა დაკისრებულ მოთხოვნებს და უფრო ხშირად სათადარიგო სკამზე იჯდა. სამაგიეროდ, ბულარდს მადა ჰქონდა გახსნილი და განუწყვეტლივ ხელფასის მომატებას ითხოვდა. მან „სელტიკის” შემოთავაზებაც კი უარყო – როდესაც შოტლანდიელები მას საინტერესო კონტრაქტს სთავაზობდნენ, ბულარდი კვირაში 20 ათას ფუნტს მოითხოვდა ხელფასის სახით. საბოლოოდ ბულარდი „ჰალში” დარჩა, თუმცა, კლუბი მალევე გამოიცვალა და „იფსვიჩ თაუნში” გადავიდა, საიდანაც ლოთობის გამო ამ ზაფხულს გამოაგდეს.

ლუკას ნაილი

 კიდევ ერთი ავსტრალიელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა ფულის გამო დაინგრია. „ბლექბერნში” ჩატარებული რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ ნაილით „ლივერპული”, „ჩელსი” და თვით „ბარსელონა” დაინტერესდნენ, თუმცა ნაილმა მოკრძალებულ „ვესტჰემში” გადაწყვიტა გადასვლა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ მას მეტი შესთავაზეს ხელფასის სახით, ვიდრე „ლივერპულში”. „ვესტჰემში” გადასული ნაილი მუდმივად  ხელფასის გაზრდას მოითხოვდა, საბოლოოდ კი იგი „ევერტონში“ გაასხვისეს, სადაც იგივე კარუსელი დატრიალდა ხელფასის თემაზე. ამჟამად ნაილი „გალათასარაის” გავლით არაბულ „ალ ჯაზირაში” თამაშობს, სადაც ნავთობით მდიდარი კლუბი მას სასურველ ხელფასს უხდის.

უინსტონ ბოჰარდი

ჰოლანდიელი უინსტონ ბოჰარდი „აიაქსში”, „ბარსელონასა” და „მილანში” ჩატარებული წარმატებული სეზონების შემდეგ „ჩელსის” რიგებში ჩაირიცხა 2000 წელს, სადაც მალევე ახალი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მოვიდა, რომელმაც აღარ მოისურვა ბოჰარდის გუნდში დატოვება. ფეხბურთელი ხელფასის სახით კვირაში 42 ათას ფუნტ სტერლინგს იღებდა და არ აპირებდა რანიერის გამო გუნდის გამოცვლას. საერთო ჯამში, ბოჰარდი სულ ოთხჯერ გავიდა სათამაშო მოედანზე ოთხი წლის განმავლობაში და ბოლომდე შეასრულებინა კლუბს დაკისრებული ვალდებულებები. 2004 წელს ბოჰარდს კონტრაქტი დაუმთავრდა, ხოლო 2005 წელს მან კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც რეალურად 2000 წელს დასრულდა.

скачать dle 11.3