ფაბრეგასის რომანი მილიონერთან
ესპანურმა ბულვარულმა პრესამ რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომ ნაკრების და „ბარსელონას” ლიდერს, ფრანსესკ ფაბრეგასს რომანი ჰქონდა მავან ლამაზმანთან, რომელთან ერთად გადაღებულმა პიკანტურმა ფოტოებმა ინტერნეტი და პრესის ფურცლები მოიარა. აღმოჩნდა, რომ ფაბრეგასის ვნების ობიექტი 36 წლის დანიელა სემაანია, ლიბანელი მილიონერის, ელი ტაკტუტის ცოლი. სესკისა და დანიელას რომანი ამ ზაფხულს იბიცაზე დაიწყო. დანიელას 2 შვილი ჰყავს და ის 12 წლით უფროსია ფაბრეგასზე. თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დანიელას გამო მან ლამაზმანი „გერლფრენდი“, კარლა გარსიაც კი მიატოვა.