რომარიოს ახალი ფავორიტი
ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი, სკანდალური რომარიო ცოლს დაშორდა. მოდელ იზაბელ ბეტანკურთან ფეხბურთელმა 12 წელი იცხოვრა და როგორც ჩანს, ერთფეროვნება მოჰბეზრდა და სიყვარულის ახალი ობიექტი გაიჩინა – 19 წლით უმცროსი კიბელა რიბეირო, რომელმაც წელს „მის უკანალის” კონკურსში გაიმარჯვა. როგორც ჩანს, ლამაზმანმა სწორედ თავისი ლამაზი სხეულის ნაწილით მიიპყრო ექსფეხბურთელის გული. ლეგენდარული ფეხბურთელი ამჟამად რიო-დე-ჟანეიროს საკრებულოს წევრია სოციალისტური პარტიიდან და მკაცრად აკრიტიკებს მთავრობას იმის გამო, რომ მოახლოებული მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტი კორუფციის ბუდედ იქცა.