ჰალკის და სახლშია
ბრაზილიელი ფორვარდის ჰალკის და, ანჯელიკა ვიეირა, რომელიც გატაცებულად ითვლებოდა, პოლიციამ მეორე დღეს უვნებელი იპოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ანჯელიკა ქუჩაში მიმავალი აღმოუჩენიათ პოლიციელებს და სახლში წაუყვანიათ. მეორე ვერსიით კი ანჟელიკა ოქროსფერი ავტომობილის ძარაზე იყო დაბმული და პოლიციელებმა მისი გათავისუფლება მოახერხეს. სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის” წევრის, ჰალკის და გატაცებულად ითვლებოდა და ოჯახის წევრები გამტაცებლებისგან კონტაქტზე გამოსვლას ელოდნენ. თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ფეხბურთელის ოჯახის წევრი სახლში დაბრუნდა.