ჟუნინიოს „ეფენბერგის ჟესტი”
ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის” ყოფილმა ლიდერმა ჟუნინიო პერნამბუკანომ გადაწყვიტა, გერმანელი ფეხბურთელის შტეფან ეფენბერგის ჟესტის განმეორება და რესიფეს კლუბ „სპორტის” ქომაგებს შუა თითი აჩვენა. „ეფენბერგის ჟესტი” ცნობილი 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გახდა, როდესაც ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს შუა თითი აჩვენა და ამის გამო სამუდამოდ დაშორდა გერმანიის ნაკრებს. ჟუნინიომ მოგვიანებით, თავისი ჟესტი იმით ახსნა, რომ მატჩის დროს მეტოქე გუნდის ქომაგები მას გამუდმებით აყენებდნენ შეურაცხყოფას და აგინებდნენ.