კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ყვებიან ქალები საკუთარ ღალატზე და რაში ეხმარება ეს მათ

საუბრის თემა მარადიულია – ღალატი! ამ მდგომარეობამდე თითქოს ყველა ინდივიდუალურად, სხვადასხვა გზით მიდის, მაგრამ, შედეგი ყოველთვის ერთნაირია. ნუთუ შესაძლებელია, ოდესმე ღალატს გამართლება მოეძებნოს?! თუ შევეკითხებით იმას, ვისაც უღალატეს, პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა, ადამიანები მაინც ცდილობენ არგუმენტების მოძებნას ღალატის გასამართლებლად. მაგრამ, მათი უმრავლესობა მაინც აღიარებს, რომ ღალატი ორივე მხრისთვის – როგორც მოღალატის, ისე იმისთვის, ვისაც უღალატეს, ერთნაირად არასასურველი და დამანგრეველია.

თეონა (31 წლის): სულ მაინტერესებდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ისეთი მძიმე ტვირთით ცხოვრება, როგორიც არის სინდისის ქენჯნა. ვფიქრობდი, თუ ოდესმე რამეს დავაშავებ, ტყუილს არ ვიტყვი და არ ვითვალთმაქცებ, რადგან, ვერ შევძლებ, ვითამაშო, თითქოს არაფერი მომხდარა-მეთქი. მიხვდით, ალბათ, რა დანაშაულსაც ვგულისხმობ.

– თითქმის. ცოლქმრულ ღალატს.

– ურთიერთობაში ღალატს, თორემ, უპირველესად, საკუთარ თავს ღალატობ ადამიანი. შეიძლება, ვინმე ფიქრობს, რომ მოღალატეს არაფერი, ნაღალატევს კი – სტრესი, მაგრამ, საბოლოოდ, მოღალატეს უფრო უჭირს – მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, თუ ქმარს ვუღალატებ, ვერასოდეს ვითვალთმაქცებ-მეთქი. თურმე ვცდებოდი. ახლა, ალბათ, სინანული გვიანაა, მაგრამ, მაინც მინდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაწუხებს.

– შეიძლება, გკითხოთ, რისთვის სჭირდება ქალს საკუთარ ღალატში გამოტყდომა?

– გამოტყდომაში რას გულისხმობთ? მე ჩემი ქმრისთვის ჯერ არაფერი მითქვამს. „ჯერ“-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ, არ ვიცი, ოდესმე მეყოფა თუ არა გამბედაობა, ვაღიარო, რაც ჩავიდინე. ძალიან მეეჭვება.

– იცით, რომ ქმარი ამას არ გაპატიებთ?

– არა, მთავარი პრობლემა ეს არ არის. შეიძლება, მაპატიოს კიდეც – მის მაგივრად მე ვერ ვუპასუხებ ამ შეკითხვას. საქმე ისაა, რომ ძალიან კარგი ადამიანია და მე მრცხვენია, ასე რომ მოვიქეცი. თუმცა, ახლავე მინდა გითხრათ, რომ მომხდარს არ ვნანობ.

– მიუხედავად იმისა, რომ სინდისი გაწუხებთ?

– დიახ, მიუხედავად ამისა. ეს სულ სხვა რამეა. სინდისი მაწუხებს და, ალბათ, უკვე ყოველთვის შემაწუხებს, მაგრამ, მომხდარის გამო სინანული არ მაქვს. ის კი არა, ჩემი ღალატის დამადასტურებელი ფოტოც კი არ გადამიგდია.

– როგორ?

– რანაირად ავხსნა, არ ვიცი. ეტყობა, არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც ღალატის მერე რაღაც აბსურდს თხზავენ და იწყებენ იმის მტკიცებას, რომ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მოხდა ის, რაც მოხდა. დიახ, მე მაქვს იმ ადამიანის ფოტო, მასზე ერთად ვართ გადაღებული და, ზოგჯერ სურვილიც მიჩნდება, რომ დავხედო. არ შემყვარებია, სიყვარული ჩემს შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია და მე მივხვდი, რომ ეს გრძნობა სულაც არ არის ის, რაც ჩვენ ზოგჯერ გვგონია. სენტიმენტალური ადამიანი არ ვარ, საკმაოდ პრაგმატულად ვაზროვნებ და, შეუძლებელია, გონებაც  არ ყოფილიყო ჩართული იმაში, რაც გავაკეთე... როცა „იმისი“ ხელი ჩემი ჯინსის უკანა ჯიბეში შევიგრძენი, ლამის მთელი ხმით ვიყვირე. არ ვიტყვი, სად მოხდა ეს, მაგრამ, მე იქ ქმართან ერთად ვიყავი და წუთის წინ ფოტოსურათიც კი გადავიღეთ ერთად. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი საღამო იყო და მეც ჩვეულებრივად გამოვიყურებოდი, მით უფრო, რომ ისედაც არ გამოვირჩევი გამომწვევი ჩაცმულობით. მაგრამ, უცებ – კაცის ხელი უკანა ჯიბეში... მოულოდნელობასთან ერთად, სასიამოვნო განცდაც შევიგრძენი... რადგან ამაზე ლაპარაკი დავიწყე, მინდა, ყველაფერი ვთქვა. ვერც ქმარს დავაბრალებ მომხდარს, ვერც სიტუაციას, ვერც იმას, რომ მეუღლესთან ურთიერთობაში რამე მაკლდა და ამ დეფიციტის შევსება მინდოდა. მე ახლა ჩემი ღალატის აღიარებას ვაპირებ. არ ვითხოვ არც სიბრალულს და არც რჩევა-დარიგებებს. მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება.

– მაშ, რატომ გაგიჩნდათ ღალატის აღიარების სურვილი?

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გამიჩნდა სურვილი და მორჩა. დაქალებთან მოყოლას ნეიტრალურ პიროვნებასთან მოსვლა ვამჯობინე. თქვენ უკეთ მომისმენთ – სხვა თუ არაფერი, ამის პროფესიული გამოცდილება გაქვთ. აღიარება საჭიროა. ამბობენ, რომ პროფესიონალი მკვლელიც კი, აუცილებლად ბრუნდება დანაშაულის ჩადენის ადგილას. ეტყობა, ეს ყველა ტიპის დანაშაულზე ვრცელდება.

– ანუ, ღალატი დანაშაულია?

– დიახ, დანაშაულია. ეს ხომ მარტო შენ არ გეხება, სხვის ცხოვრებასაც ურევ. სხვისი ან სხვების, ვთქვათ, როცა შვილებიც გყავს... ხომ მეთანხმებით?

– კაცის მხრიდანაც დანაშაულია?

– რა თქმა უნდა! ეს ის სიტუაციაა, როცა სქესს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, კაცის ღალატი არ არის დანაშაული?

– მე ვფიქრობ, რომ არის. თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

– ძალიან ბევრი ფიქრობს ასე და, სხვათა შორის, მამაკაცებიც, თუმცა, ნაკლებად აღიარებენ ამას... მაგრამ ეს ჩემი საქმის არსს არ ცვლის... მართალია, პირველი ნაბიჯი იმის მხრიდან გადმოიდგა, მაგრამ, ჩემი მზადყოფნა რომ არ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა. გიკვირთ, ალბათ, თავის გამართლებას რომ არ ვცდილობ. ეს უაზრობაა და, უპირველესად, მე არ მჭირდება. მოკლედ, მან მე ტელეფონის ნომერი ჩამიდო ჯიბეში. მე კი, იმის ნაცვლად, რომ ამომეღო და გადამეგდო, საგულდაგულოდ შევინახე, ოღონდ, უკვე სხვა ჯიბეში. ნომერთან ერთად წერილი იყო: „შენ მე დამატყვევე და, თუ ერთ შეხვედრას მაინც არ გაიმეტებ, ძალიან ვინანებ, რომ საერთოდ გნახე... მხოლოდ ერთი შეხვედრა... მეტი არაფერი!...“ ბანალური წერილია თუ გულახდილი?! ფაქტია, რომ ჩემზე ამან „იმუშავა“. როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ – მე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ, ფაქტი ფაქტად დარჩება – დავურეკე და შევხვდი.

– გათხოვილი ქალი, რომელსაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ქმართან, დასთანხმდა სრულიად უცხო მამაკაცს შეხვედრაზე. რით ახსნით ამას?

– ვერ ავხსნი. შეგიძლიათ, დამიჯეროთ?! ალბათ, ინტერესი. ზოგადად, აზარტული ადამიანი ვარ და, შესაძლოა, ამანაც იმოქმედა, რაღაც აზარტის მაგვარმა ამაფორიაქა და ადრენალინის დიდი დოზა მომინდა. ალბათ, ესეც მაკლდა. მოთხოვნილება მქონდა და ვერ ვხვდებოდი. ბუნებრივია, შიშის განცდა მქონდა, რომ ქმარს არ გაეგო, მაგრამ, თურმე, ესეც თავისებური სიამოვნება ყოფილა. ქმართან ყველაფერი კარგად, მშვიდად და სტაბილურად მქონდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში, გადახვევების გარეშე...

– ანუ, გერჩივნათ, სკანდალები გქონოდათ? ეღალატა თქვენთვის ქმარს და გენერვიულათ?

– ღალატის რა გითხრათ, მაგრამ, პატარ-პატარა სკანდალები ოჯახისთვის „ახალი სისხლივითაა“. მით უმეტეს, თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, როგორიც მე ვარ – ემოციური და მოუსვენარი. გულახდილად გეტყვით: არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ქმარს ვუღალატებდი, მაგრამ, როგორც კი „უკანა ნაწილზე“ სხვა კაცის ხელი ვიგრძენი და წერილი წავიკითხე, „მექანიზმი“ ჩაირთო. იმ ღამეს პირველად წარმოვიდგინე ჩემი ქმრის ადგილას სხვა კაცი, თანაც, ყველაზე თამამ სცენებში და ეს უკვე იყო ღალატი, თუმცა, შეხვედრაზე იმ „ლოგიკით“ წავედი, რომ მეთქვა, გათხოვილი ქალი ვარ და ჩვენი შეხვედრებიდან არაფერი გამოვა-მეთქი.

– საერთოდ რატომ წახვედით? თუ არ შეხვდებოდით, ის ამას უთქმელადაც მიხვდებოდა.

– გეთანხმებით. იმიტომაც ვთქვი, რომ, ვითომ რაღაც „ლოგიკას“ მოვებღაუჭე. რეალურად კი, მინდოდა იმ კაცთან შეხვედრა და შევხვდი. ადამიანი უცნაური არსებაა, მას თვითლიკვიდაციისკენ და თვითგანადგურებისკენ ლტოლვა ახასიათებს, სულერთია, ქალი იქნება ის თუ მამაკაცი. ჩემში ეს თვისება ცოტა ჭარბი დოზით აღმოჩნდა. ვერ მოვისვენე. არ შევხვდებოდი და, იქნებ, თავისით „გადაევლო“ ემოციის იმ ტალღას, რომელიც მოულოდნელად გამიჩნდა. ბევრი არც მიფიქრია და სწორედ ეს მაოცებს. არც კი მიყოყმანია. როგორც კი ჩემი ქმარი წავიდა, მაშინვე დავურეკე. თავიდან ვიმკაცრესავით, გუშინ ჯიბეში ხელი როგორ ჩამიყავით, ეს როგორ გააკეთეთ. ჩემი ქმარი იქვე იყო და, რომ შეენიშნა, ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი-მეთქი. მე იმიტომ წავედი ამ რისკზე, რომ შენი კიდევ ერთხელ ნახვა მიღირდა ამად. ვატყობ, შენც რაღაც იგრძენი, თორემ, არ დამირეკავდიო. მაშინვე უნდა გამეთიშა ყურმილი, მაგრამ, ამის ნაცვლად, შევხვდი და მასთან დავრჩი, თანაც დავრჩი ფიზიკურადაც... მეორე შეხვედრისთვის უკვე საგანგებოდ მოვემზადე. სტიმული გამიჩნდა, განსაკუთრებულ ფორმაში ვენახე, რომ საბოლოოდ მომეჯადოებინა. წარმოვიდგინე, რომ ჩემნაირი ქალი მას მართლა არ ენახა. ვერ მივხვდი, რომ ჩვეულ კაცურ ტრიუკს იყენებდა, ლოგინში რომ ჩავეწვინე; რომ ზუსტად ასე ელაპარაკებოდა ყველა შემხვედრ ქალს, ვისზედაც კი ხელი მიუწვდებოდა. ჩაცმა-მზადებაში რომ ვიყავი, ჩემი ქმარი მოვიდა. გაუკვირდა, ასეთი გამოპრანჭული რომ დავუხვდი. სად მიდიხარო. გოგოები ვქეიფობთ. არ ვიცოდი, მოულოდნელად დამირეკეს და უარი ვეღარ ვუთხარი. ვეცდები, მალე მოვიდე, არ მოიწყინო, საყვარელო-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასე ოსტატურად შემეძლო ტყუილის თქმა. საყვარელთან მივდიოდი და ქმარს ვუთხარი,  საყვარელო-მეთქი, თან, წარბიც არ შემიხრია. თურმე, საერთოდ არ მცნობია საკუთარი თავი. ძალიან ბევრი აღმოჩენა გავაკეთე ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.

– პირველივე შეხვედრაზე შედგა თქვენი ურთიერთობა? ინტიმს ვგულისხმობ...

– პირველივეზე. კაფეში ყავის დალევით დავიწყეთ და ლოგინში დავამთავრეთ... არ ვილაპარაკებ, როგორ და რანაირად მოხდა. მინდოდა და მოხდა.

– თამამი აღიარებაა...

– უბრალოდ, გულახდილი ვარ. აღმოვაჩინე, რომ თამაშიც შემიძლია და ეს ჩემს ქმართან ურთიერთობისას გამოჩნდა. მეორე შეხვედრა უკვე სხვანაირი იყო – სხვა გარემოში და სხვანაირი ტექსტებით. ამ შეხვედრამდე გამყვა ის ეიფორია, რომ არაბუნებრივად სასურველი ქალი ვიყავი, რომ ამ კაცმა ჩემში აღმოაჩინა ქალთა სქესის საუკეთესო თვისებები, რომ მე მასში სიყვარული და პირველყოფილი ვნება გავაღვიძე... სინამდვილე მწარე და მტკივნეული აღმოჩნდა. ურთიერთობის მერე მითხრა: იმედია, ილუზიას არ აჰყვები და არ იფიქრებ, რომ შენთან რამე სერიოზული გეგმები მაქვს. კარგია, რომ ქმარი გყავს. გეყოფა ჭკუა და არ ეტყვი მომხდარის შესახებ. შენნაირები თითო ქალაქში წყვილ-წყვილად მყავს, უბრალოდ, ვნება გამიჩნდა და შენც ამყევი. ორივემ მივიღეთ სიამოვნება და მოვრჩეთ ამითო.

– უკვე მეორე შეხვედრის მერე გითხრათ, მოვრჩეთო?

– დიახ. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაც არ დამიძრავს რაიმე ურთიერთობაზე. რატომ ეგონა, რომ კისერზე ჩამოვეკიდებოდი და ვეღარ მომიცილებდა, არ ვიცი. გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი. არ გაჩუმდა და უარესები თქვა: შენ გგონია, ასეთი წერილი მარტო შენთვის მაქვს დაწერილი? ტექსტს არასოდეს ვცვლი. რა საჭიროა? მშვენივრად მუშაობს – შენნაირი ქალები გადასარევად ებმებიანო. ცრემლები წამომივიდა.  ძალიან მეწყინა. თუმცა, რას ველოდებოდი, რისი იმედი მქონდა? სულელი აღმოვჩნდი, ძალიან სულელი, უჭკუო ქალი. ნუთუ ყველა ქალი ჩემნაირია?!

скачать dle 11.3