კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში შემიძლია, მივმართო სასამართლოს და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ჩემი, როგორც პაციენტის უფლებები დარღვეულად?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია თქვენი, როგორც პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით; სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით. იმ შემთხვევაში თუ პაციენტის უფლებები შეილახა და ის დაზიანდა სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით, პაციენტს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება; სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარიული სტანდარტების შეცვლა.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ამომრჩეველთა ხმების რა ოდენობაა საკმარისი იმისთვის, რომ საკრებულოებში მაჟორიტარად აირჩეს კანდიდატი და როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ორი კადიდატიდან ორივეს ხმების თანაბარი რაოდენობა ექნებათ? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. ხოლო, თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენი წევრისგან შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულო და რამდენი წევრისგან – ქალაქის საკრებულო?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისგან. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო კი შედგება: მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს;  ხოლო  მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს. 

კითხვა:  მაინტერესებს, როგორია არჩევნების დროს საარჩევნო პროცესში ჩაბმულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, საარჩევნო, სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე, ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან, ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე, ეძლევათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს ცესკო.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია, რომ შეძლოს ადგილობრივ დამკვირვებლად მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში და როგორ ხორციელდება ორგანიზაციის მიერ დაკვირვების პროცესი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს 1 წლისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი, წესდება ან დებულება, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან ადამიანის უფლებათა დაცვას და, რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურული საკითხები? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ მხარეს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. სასამართლოს ქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში. საჩივარი წერილობითი უნდა იყოს. ის უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა.  საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, იმ ახალი გარემოებებისა, რომლებიც არ იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას. საჩივრის გადაწყვეტამდე მის შემტან მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ცნობა დანაშაულის შესახებ, იყოს  გამოძიების დაწყების საფუძველი და, ზოგადად, რა შემთხვევებში იწყება გამოძიება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული; შესაბამისად, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ცნობა დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში და ზოგადად ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი, ასევე, უფლებამოსილია, ანონიმური ცნობის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება, მაგრამ, დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობის საფუძველზე.

скачать dle 11.3