კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოევლინენ დედამიწას ახალი ეპოქის „ინდიგო ბავშვები“ და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი

ტერმინი „ინდიგო ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში. მისი და ასევე, სხვა ექსტრასენსების მტკიცებით, ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ „ინდიგო ბავშვები”. თუმცა, ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან. „ინდიგო ბავშვებს” უწოდებენ ასევე „ახალი ცნობიერების ადამიანებს”, „იისფერი რასის წარმომადგენლებს”, „ზეციურ მოციქულებს”, „ათასწლეულის ბავშვებს“. ზოგი მეცნიერი კი მათ „ახალ ეპოქის ადამიანებს“ უწოდებს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს, რათა უკეთ გავერკვეთ, რისთვის იყო საჭირო დედამიწაზე ცისფერი რასის მოვლენა და რისგან იცავენ 2002 წლის შემდგომ დაბადებული ბავშვები სამყაროს.

– რომელ წლებში გამოჩნდნენ „ინდიგო ბავშვები“ და ზოგადად, ვინ არიან ისინი?

– „ინდიგო ბავშვები“, ძირითადად, 1979-1990 წლებში გამოჩნდნენ. 1995 წლიდან კი მოხდა მათი მასიური დაბადება. ფაქტობრივად, 2002 წლიდან დაბადებული ყველა ბავშვი კი უკვე ინდიგო რასას მიეკუთვნება. კითხვაზე, თუ ვინ არიან „ინდიგო ბავშვები“, პასუხი  არაერთმნიშვნელოვანია. „ინდიგო ბავშვები“ გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი „ინდიგო ბავშვების“ დაბადებას ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას უკავშირებს, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს. 

– არსებობს ვერსია, თითქოს „ინდიგო ბავშვები“ ადამიანის ბენებრივი მუტაციის შედეგად მოვლენილი თაობაა. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– იისფერი ბავშვების დაბადების მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია სამი მათგანი: „ინდიგო ბავშვი“ უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარი და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა. „ინდიგო ბავშვები“ ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ, ხასიათი განსხვავებული და ამავდროულად, საკმაოდ პრინციპულიცაა. მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რაც მრავალი ათასი კილომეტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ. მათ არ სჭირდებათ „ცდისა და შეცდომის“ გზის გავლა – ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა, უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს. ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. ბევრად განვითარებულები არიან და პოტენციალი მათ ჩვენზე მაღალი აქვთ. 

– პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ ისინი თეთრი რასის გადასარჩენად მოვიდნენო. სიმართლე გითხრათ, ეს რთული გასაგებია. 

– მართალია, რთულად აღსაქმელია, რადგან არავინ საუბრობს იმაზე, თუ რისთვის მოვიდნენ „ინდიგო ბავშვები“ ამქვეყნად. ისინი, სწორედაც რომ თეთრი რასის გადასარჩენად მოევლინენ ქვეყანას. 2012 წელი, ძველი ბიბლიური პრინციპით არის აპოკალიფსის წელიწადი, ანუ საყოველთაო ნგრევის და ბუნებრივი  კატაკლიზმების წელიწადი. პანიკა წლის დასაწყისშივე შეიმჩნეოდა და მეც ბევრი მეკითხებოდა, რა გველისო. მართლაც, 2012 წლის 21 დეკემბერი საკმაოდ რთული ზონაა ენერგეტიკული კუთხით. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო 12 წელიწადია, კაცობრიობა არმაგედონის მათრახის ზონაში ცხოვრობს. ამ პერიოდში მივიწყებული იყო კოსმიური კანონები და ადამიანმა წინ წამოწია მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამან კი გამოიწვია კონფლიქტები და დაპირისპირებები. უაზრო მოქმედებებით ბევრმა დაარღვია კოსმიური კანონები და სამყაროსგან  დაისაჯა კიდეც. „ინდიგო ბავშვები“ კი სწორედ იმისთვის გაჩნდნენ, რომ ეს დისბალანსი აღადგინონ კაცობრიობასა და კოსმიურ ძალებს შორის. 

– არმაგედონის ზონიდან როდის გათავისუფლდება დედამიწა?

– 2012 წლის 21 დეკემბერს არმაგედონის ზონა ტოვებს დედამიწას და უთმობს ადგილს ნათელ ძალებს. ამიტომ, სამყაროში თანდათან დაიწყება განვითარების ნათელი პერიოდი. ამ მტკივნეული პროცესის, ანუ დედამიწის არმაგედონის მათრახისგან გათავისუფლების და ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდში, ჩვენ მოგვიწია ცხოვრება და მისი თვითმხილველებიც ვართ. სწორედ არმაგედონის მათრახის ბრალია ის საშინელებები, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ეს პროცესი რომ უმტკივნეულოდ წარმართულიყო და ადამიანის აპოკალიფსური ზონა არ ყოფილიყო დამანგრეველი, სამყარომ გადაწყვიტა, თეთრი რასის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მან მოავლინა ინდიგო რასა, ანუ ეს არის მთელი რასა ჩვენი შვილებისა, რომლებიც სუფთა ენერგიის მატარებლები არიან. მათთან ერთად უნდა განვითარდეს და გადავიდეს ჩვენი ცნობიერება 21 დეკემბრის შემდგომ მესამე დონიდან, ცნობიერების მეოთხე დონეზე. აი, ეს როლი აკისრიათ „ინდიგო ბავშვებს“. ისინი განვითარებული რასაა და ეცდებიან, თეთრი რასა გადაშენებისგან დაიცვან.

– კონკრეტულად, რა ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან 2002 წლის შემდეგ დაბადებული „ინდიგო ბავშვები“?

– ისინი იმით განსხვავდებიან, რომ თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია, მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემო მყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსოლუტური აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არცთუ იშვიათად, განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულნი. არიან ასევე, მეოცნებეები. არცთუ იშვიათად, ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ. გარდა ამისა, „ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებლები იყვნენ და ამასთან, მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით „ინდიგო ბავშვების“ კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა, საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

– რა არის „ინდიგო ბავშვების“ საერთო თავისებურებანი?

– მათი საერთო თავისებურებაა ის, რომ ისინი ამ სამყაროში მოდიან, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით და ხშირად თავს ასევე ავლენენ. ანუ, მათ კარგად იციან, რა უნდათ. კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს შეაქვთ. არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევნის თავისუფლების სჯერათ. საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არ აქვს და უნდა, იმოქმედო ადრე შემუშავებული მეთოდებით. რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგოგები წესის დარღვევად აღიქვამენ. თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათი არავის ესმის. ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით.  მაგალითად, ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს – „მოვა მამაშენი და ნახავ, რასაც გიზამს“. „ბავშვი-ინდიგო“ მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი. როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ. გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება. საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვადასხვა სახის ტექნიკას – სულერთია, ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.

скачать dle 11.3