კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სახელით იცნობდნენ ინდონეზიაში მცხოვრებ ბარაკ ობამას და ვინ იყვნენ მისი წინაპრები, გენეალოგიის სპეციალისტების კვლევებზე დაყრდნობით

„ეს მოხდა თქვენი დახმარებით. დიდი მადლობა ყველას. კიდევ ოთხი წელი” – ასეთი შინაარსის ტექსტი განათავსა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ამერიკის მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც მძიმე საარჩევნო მარათონში მით რომნის სახით ძლიერი კონკურენტი დაამარცხა. ამრიგად, 2016 წლამდე ბარაკ ობამა კვლავ თეთრ სახლში დაიდებს ბინას და მსოფლიოს ზესახელმწიფოდ და საქართველოს უმთავრეს პარტნიორად წოდებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებს როგორც საშინაო ისე საგარეო ასპარეზზე.

* ბარაკ ობამას კენიელი მამა მუსლიმანი იყო და ისლამის რელიგიის მიხედვით, მუსლიმანობა შვილზე მამით გადაეცემა. ამას ისიც მოწმობს, რომ მამამ შვილს ჰუსეინი დაარქვა. სახელი ჰუსეინი კი, მხოლოდ მუსლიმანებშია გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ბარაკის მამამ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა როგორც ათეისტმა. ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში ბარაკი, რომელსაც ბარის უწოდებდნენ ახლობლები, ასევე, მუსლიმანების გარემოცვაში იზრდებოდა. მისი მამინაცვალი, ლოლო სოეტეროც ისლამის მიმდევარი იყო და, როგორც ბარაკის ყოფილი თანაკლასელი რონი ამირი იხსენებდა ინდონეზიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, „ბარის მამინაცვლის უკლებლივ ყველა ნათესავი რელიგიით მუსლიმანი იყო და ბარიც ამ წრეში იზრდებოდა”. არსებობს ვერსია, რომ ბარაკ ჰუსეინ ობამა 1968 წლის 1 იანვარს ფრანცისკანულ დაწყებით სკოლაში მიიყვანეს მშობლებმა და ბარი სოეტეროს სახელით დაარეგისტრირეს, ხოლო გრაფაში „რელიგია“ მას ისლამი ეწერა. ბარაკის ნახევარდა, მაია სოეტერო, აცხადებდა, რომ ბარაკი მამინაცვალთან ერთად მეჩეთში დადიოდა და მუსლიმანების სამოსელს, სარონგსაც კი ატარებდა. 

* ბარაკ ობამას დედა, სტენლი ენ დანჰემი (1942-1995) უძველესი ამერიკული ოჯახიდან იყო წარმოშობით. მამამისი ბაპტისტი იყო, ხოლო დედა მეთოდისტების სწავლებას იზიარებდა. 1959 წელს ენის ოჯახი ჰავაის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც, რუსული ენის კურსებზე სიარულისას, გაიცნო კიდეც ბარაკის მამა. 18 წლის ენი მუდამ ელოდებოდა ბარაკ უფროსს, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა გაკვეთილზე. 1961 წელს, მოკრძალებული ქორწილის გადახდის შემდეგ, ობამას მშობლები ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ოჯახად. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდის ამერიკაში სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა ქორწინება აკრძალული იყო რიგ შტატებში, ჰავაის კუნძულების გარდა. ქორწილში ენ დანჰემი სამი თვის ფეხმძიმე იყო. ცნობილია, რომ ბარაკის კენიელი ბაბუა წინააღმდეგი იყო შვილის ქორწინების – იგი უკმაყოფილო იყო, რომ მისმა შვილმა მიატოვა პირველი ცოლი კენიაში და ევროპული რასის წარმომადგენელზე იქორწინა. აღსანიშნავია, რომ ბარაკის დედის წინაპრები მონათმფლობელები იყვნენ, თუმცა, ამის შესახებ ბარაკ უფროსის მშობლებმა იმ მომენტისთვის არაფერი იცოდნენ. ცნობისთვის, ბარაკ ობამას მამა სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი: 1 წლის ასაკში, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და, ბოლოს – 1985 წელს, მამის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე. 

* ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში ბარაკ ობამა ძაღლისა და გველის ხორცით და კალიებით იკვებებოდა, რაც იქაურ სამზარეულოში მიღებულია. ბავშვობაში ბარაკს ჰყავდა მოშინაურებული მაიმუნი, მეტსახელად „ტატა“, ხოლო მისი სახლის ეზოში ბინადრობდნენ ბატები, ქათმები და ალიგატორები. ბარაკმა პირველად ინდონეზიაში ნახა კეთრით დაავადებული ადამიანები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ.

* ბარაკ ობამას ბაბუა მამის მხრიდან, ჰუსინ ონიანგო ობამა, პირველი მსოფლიო ომის დროს კენიის ბრიტანულ კოლონიურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. მისი ერთ-ერთი ცოლის მოგონებებიდან ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ის კენიურ რევოლუციაში მონაწილეობის გამო ციხეში იჯდა. მოგვიანებით ბარაკის ბაბუა ქრისტიანობიდან ისლამში გადავიდა. იგი კარგი ფერმერი, თემის უხუცესი და სახალხო მკურნალი იყო. 

* გენეალოგიის საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, უილიამ ადამს რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას წინაპრები, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დასახლებული ერთ-ერთი პირველი რეგისტრირებული მოსახლეები, ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689) იყვნენ, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული დიდი ბრიტანელი მეფეების: ვილჰელმ (ლომი) პირველი შოტლანდიელისა (ფიცრანდოლფის მხრიდან) და ედუარდ პირველი ინგლისელის (ელტონჰედის) შთამომავლები გახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი და ედუარდი რიურიკოვიჩების სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლის, რუსეთის მეფის, იაროსლავ ბრძენის ქალიშვილების  შთამომავლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა, შესაძლოა, რუსეთის სამეფო ოჯახის შორეული შთამომავალი იყოს. ასევე, რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას შესაძლო წინაპარია ბრეტონელი ჰერცოგი – ედ პირველი, რომელიც მეფეების – კარლ დიდისა და ალფრედ დიდის შთამომავალია. გარდა ამისა, ახალი ინგლისის ისტორიული გენეალოგიის საბჭოს პროფესორი კრისტოფერ ჩაილდსი სამი წლის განმავლობაში იკვლევდა ობამას გენეალოგიას და  გამოკვლებებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ბარაკ ობამა და ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი შორეული ნათესავები არიან: ბარაკის კანზასელი დედა და ბრედ პიტის მამა ნათესავები იყვნენ მეცხრე თაობაში.

* 1998 წელს ბარაკ ობამამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ოცნებები მამაჩემზე,” სადაც დაფიქსირებული აქვს, რომ სკოლაში სწავლის წლებში რთული პერიოდები ჰქონდა – ამ დროს ის მარიხუანის, კოკაინისა და ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი იყო. გაპრეზიდენტების შემდეგ ბარაკ ობამამ სიგარეტის მოწევას თავი დაანება, თუმცა, ეს ფაქტი საზოგადოებისთვის ამ მოვლენიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი – მიშელ ობამამ ბარაკის მიერ მავნე ჩვევის გადაგდების შესახებ 2011 წლის თებერვალში განაცხადა, ხოლო თავად გადაგდების ფაქტი 2010 წლის მარტში შედგა. როგორც მიშელმა განაცხადა, იგი ამაყობს, რომ მისმა მეუღლემ მოახერხა და დაძლია სიგარეტზე დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა დუაიტ ეიზენჰაუერის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.

* ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობის პერიოდში ინტერნეტის ქსელში გაჩნდა 60-იან წლებში გადაღებული ეროტიკული ფოტოსურათები. შავ-თეთრ ფოტოებზე აღბეჭდილი იყო შიშველი ქალბატონი, რომელიც სავარძლის ფონზე პოზირებდა. საზოგადოების დაინტერესება კი ამ ფაქტმა იმიტომ გამოიწვია, რომ, გავრცელებული აზრით, ფოტოებზე ბარაკ ობამას დედა – ენ დანჰემი იყო აღბეჭდილი. ფოტოსურათების სინამდვილე არ დამტკიცებულა.

* ცნობილია, რომ ბარაკ ობამა არის ადამიან-ობობაზე შექმნილი კომიქსების დიდი თაყვანისმცემელი და ბავშვობაში აგროვებდა კიდეც ამ სუპერგმირზე დაბეჭდილ კომიქსებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „მარველმა”, რომელიც ფლობს კომიქსის გამოცემის ექსკლუზიურ უფლებას, გამოსცა კომიქსის სპეციალური ნომერი რომელიც ბარაკ ობამას მისი პირველი ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს მიუძღვნა. ახალ კომიქსში სპაიდერმენი და ბარაკ ობამა ერთად უმკლავდებოდნენ ბოროტ ძალებს. გარდა ამისა, ობამა ჰარი პოტერზე დაწერილი რომანების თაყვანისმცემელიც არის და პატარა ჯადოქრის თავგადასავლების შვიდივე წიგნი აქვს წაკითხული.

* მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2009 წელს შექმნეს ახალი პროექტი – „ნანოობამა”. ინჟინრებმა ნანოლითოგრაფიისა და ნახშირბადის ნანომილების უნიკალური მეთოდის გამოყენებით შექმნეს ბარაკ ობამას მიკროსკოპული პორტრეტი. ის 150 მილიონი  ნახშირბადის ნანომილის ნაწილაკისგან შედგება და მისი ფართობი 0,4 კვადრატულ მილიმეტრს შეადგენს.

* ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამა, ქმრის გაპრეზიდენტების შემდეგ, მოდის კრიტიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მსოფლიო მოდის ფოკუსში მყოფი მიშელი მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, ძირითადად კი: „კელვინ კლაინს”, „იზაბელ ტოლედოს”, „ნარცისო როდრიგესსა” და „დონა რიჩის”. ხოლო სამკაულებიდან, ბოლო ხანებში, ჩინურ საიუველირო ბრენდს – YEWN-ს ირჩევს. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან შეხვედრის დროს მიშელ ობამას სწორედ ჩინური ბრილიანტებითა და ჟადეიტით მორთული ბეჭედი ეკეთა.

* ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა კატეგორიულ უარს აცხადებს იმ ფაქტზე, რომ მისი მეუღლე თმას იღებავს. ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, თმის გაჭაღარავება მას შემდეგ დაეწყო, რაც მან თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში დაიდო ბინა. პრეზიდენტობის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებზე  ობამას ხშირად ეცვლებოდა ვარცხნილობა; გარდა ამისა, იგი ხან ჭაღარაშეპარული, ხან კი სრულიად შავი თმით ჩნდებოდა. თმის შეღებვის ფაქტს თავად ობამაც უარყოფს, თუმცა, ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი თმის საღებავს იყენებს. საინტერესოა, რომ, ობამას მსგავსად, თმის შეღებვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა რონალდ რეიგანი, რომელიც ასევე განიცდიდა ჭაღარა თმის გაჩენას.

* 2006 წელს ბარაკ ობამა „გრემის” მფლობელი გახდა წიგნის – „ოცნებები მამაჩემზე” –  აუდიო-ვერსიის გამოცემისთვის. ცნობისთვის ობამას გარდა, „გრემის” მფლობელია ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტი – ბილ კლინტონი. რაც შეეხება ობამას მუსიკალურ გემოვნებას, პრეზიდენტი „ფუჯისს”, მაილზ დეივისს, ბობ დილანს, კლასიკური მუსიკიდან კი – იოჰან სებასტიან ბახს უსმენს.

скачать dle 11.3