კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენმა ქალმა მილიარდერმა შეინარჩუნა ადგილი „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში მისი დაარსებიდან 2012 წლამდე

პოზიციის შენარჩუნება რეიტინგში ამ ადამიანებისგან უნდა ისწავლო – ისინი 25 წლის განმავლობაში „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის დაარსების დღიდან, სტაბილურად ინარჩუნებენ თავის ადგილს და ყოველწლიურად ხვდებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში. გთავაზობთ შვიდი ქვეყნის 24 მილიარდერს, რომლებიც 1986 წლიდან მუდმივად ფიგურირებენ „ფორბსის” ყველაზე ცნობილ რეიტინგში.

ბილ გეითსი – ამერიკის შეერთებული შტატები 

კომპანია: „მაიკროსოფტი”; კაპიტალი 1987 წელს: 1,25 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 61 მილიარდი.

თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა ბილ გეითსმა 13 წლის ასაკში შექმნა და მას შემდეგ დაიწყო ბატონობა მსოფლიოს კომპიუტერულ სივრცეში. შედარებისთვის: 1987 წელს „მაიკროსოფტის” საბაზრო ღირებულება 3,12 მილიარდი დოლარი იყო, 2012 წელს კი მისი ფასი 254 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

უორენ ბაფეტი – ამერიკის შეერთებული შტატები

კომპანია: „ბერკშაირ ჰეტევეი”; კაპიტალი 1987 წელს: 2,1 მილიარდი; კაპიტალი 2012 წელს: 44 მილიარდი.

სანამ „ომაჰელი ორაკული” გახდებოდა, 1962 წელს უორენ ბაფეტმა  ფული დააბანდა, „ბერკშაირ ჰეტევეიში” – ტექსტილის კომპანიაში, რომელიც გაბანკროტების გზაზე იდგა. მოგვიანებით ბაფეტმა სხვა კომპანიებშიც დაიწყო ფულის ინვესტირება, იგივე „კოკა-კოლაში”, რომლის ფასიან ქაღალდებსაც ის (საერთო ღირებულებით – 1 მილიარდი დოლარი) ფლობს.

ლი კა-შინგი – ჰონკონგი

დივერსიფიცირებული ბიზნესი; კაპიტალი 1987 წელს: 1,6 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 25,5 მილიარდი.

აზიის უმდიდრესი ადამიანი 1940 წელს ჩინეთიდან გამოიქცა, ხოლო 12 წლის ასაკში სკოლის მიტოვება მოუწია, რათა მუშაობა დაეწყო და ოჯახი შეენახა. თავისი კარიერა მან სახელოსნოში მაჯის საათების ტყავის სამაჯურების დამზადებით დაიწყო, ხოლო პირველი დიდი ფული პლასტმასის ყვავილების გაყიდვით იშოვა.

ლილიან ბეტანკური – საფრანგეთი

კომპანია: „ლორეალი”; კაპიტალი 1987 წელს: 1 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 24 მილიარდი.

კომპანია „ლორეალი” ლილიანის მამამ, ეჟენ შულერმა 1907 წელს დააფუძნა და მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ლილიან ბეტანკური კომპანიას 1957 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში.

მარსების ოჯახი – ამერიკის შეერთებული შტატები

საკონდიტრო ბიზნესი; კაპიტალი 1987 წელს: 1,15 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 13,8 მილიარდი.

ფორესტ, ჟაკლინ და ჯონ მარსები კომპანია „მარს კოს“ მფლობელები არიან. კომპანია მათმა ბაბუამ, ფრენკ მარსმა, 1911 წელს დააარსა, როდესაც საკუთარ სამზარეულოში დაიწყო საკონდიტრო ნაწარმის წარმოება.

ენ კოქს ჩემბერსი – ამერიკის შეერთებული შტატები

მედია; კაპიტალი 1987 წელს: 1,8 მილიარდი, 2012 წელს: 12,5 მილიარდი.

კოქსების ოჯახის ბიზნესი 1898 წელს დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით, მათი წლიური შემოსავალი 15 მილიარდ დოლარს აღემატება.

დონალდ ბრენი – ამერიკის შეერთებული შტატები

უძრავი ქონება; კაპიტალი 1987 წელს: 1,25 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 12 მილიარდი.

ამერიკული უძრავი ქონების ყველაზე შეძლებული ბიზნესმენი. 1987 წელს ჟურნალი „ფორბსი” ამგვარად ახასიათებდა დონალდ ბრენს: „გარუჯული კლასიკური ფლეიბოი”.

სამუელ ირვინგ ნიუჰაუსი – ამერიკის შეერთებული შტატები

მედია; კაპიტალი 1987 წელს: 2,35 მილიარდი, 2012 წელს: 7,1 მილიარდი.

დონალდ ნიუჰაუსი – ამერიკის შეერთებული შტატები

მედია; კაპიტალი 1987 წელს: 2,35 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 6,4 მილიარდი.

რეი ლი ჰანტი – ამერიკის შეერთებული შტატები

ენერგეტიკა; კაპიტალი 1987 წელს: 1,3 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 5 მილიარდი.

1974 წელს რეი ჰანტმა მემკვიდრეობით მიიღო ნავთობკომპანია „ჰანტ ოილი” მამინაცვალ ჰ.ლ. ჰანტისგან. ამბობენ, რომ სწორედ რეი ჰანტი იყო ჯონ როს იუინგის  გახმაურებული ამერიკული ტელესერიალის – „დალასის” მთავარი გმირის პროტოტიპი.

ლესლი ვექსნერი – ამერიკის შეერთებული შტატები

საცალო ვაჭრობა; კაპიტალი 1987 წელს: 2,1 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 4,3 მილიარდი.

პირველი მაღაზიის გასახსნელად საჭირო ფული, 5 ათასი დოლარი, ლესლი ვექსნერმა დეიდისგან ისესხა 1963 წელს, ხოლო 1969 წელს თავისი კომპანიის აქციებით უკვე საფონდო ბირჟაზე ვაჭრობდა.

ერივან ჰაუბი – გერმანია

საცალო ვაჭრობა; კაპიტალი 1987 წელს: 1,3 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 4 მილიარდი,

1969 წელს ჰაუბი სათავეში ჩაუდგა საცალო ვაჭრობით დაკავებულ კომპანია „ტენგელმან გრუპს“. 80-იან წლებში მან ამერიკული საყოფაცხოვრებო პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიათა ქსელის – A&P-ის აქციათა 52 პროცენტის მფლობელი გახდა. 

რობერტ ბასი – ამერიკის შეერთებული შტატები

ენერგეტიკა; კაპიტალი 1987 წელს: 1,2 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 3,6 მილიარდი.

ლი ბასი – ამერიკის შეერთებული შტატები

ენერგეტიკა; კაპიტალი 1987 წელს: 1 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 2,1 მილიარდი.

1987 წელს 31 წლის ლი ბასი, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში,  გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი; მისი ძმა, რობერტიც, ასევე, მილიარდერია. ძმებმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღეს ნავთობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანია.

ჰენრი როს-პეროტ უფროსი – ამერიკის შეერთებული შტატები

ტექნიკა; კაპიტალი 1987 წელს: 2,9 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 3,5 მილიარდი,

1987 წელს ჰენრი როს-პეროტმა ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ნექსთში” – სტივ ჯობსის მაშინდელ კომპანიაში. 1992 და 1996 წლებში პეროტმა წარუმატებლად სცადა, კენჭი ეყარა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ეიტარო იტოიამა – იაპონია

უძრავი ქონება; კაპიტალი 1987 წელს: 3 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 2,9 მილიარდი.

სტეფან შმიდჰაინი – შვეიცარია

ინვესტიციები; კაპიტალი 1987 წელს: 1,5 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 2,7 მილიარდი.

მასატოში იტო – იაპონია

საცალო ვაჭრობა; კაპიტალი 1987 წელს: 2  მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 2,5 მილიარდი.

1974 წელს მასატოში იტომ გახსნა „7-ელევენის” პირველი მაღაზია იაპონიაში. დღევანდელი დღის მონაცემებით, იგი ფლობს 42 ათას მაღაზიას მთელი იაპონიის ტერიტორიაზე.

დევიდ როკფელერი – ამერიკის შეერთებული შტატები

უძრავი ქონება; კაპიტალი 1987 წელს: 1 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 2,5 მილიარდი.

100 წელს მიტანებული ჯონ როკფელერის ერთადერთი შვილთაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო „ჩეიზ მანჰეტენ ბანკის” ხელმძღვანელი, შემდგომში კი უძრავი ქონების დიდი მოთამაშე ამერიკაში.

ჰენრი ჰილმანი – ამერიკის შეერთებული შტატები

ინვესტიციები; კაპიტალი 1987 წელს: 1,5 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 2,2 მილიარდი.

როგორც 1987 წელს „ფორბსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავად აცხადებდა, ჰილმანის მთავარი სისუსტე ისაა, რომ იგი არ არის ხისტი ადამიანი.

დევიდ სეინსბერი – დიდი ბრიტანეთი

საცალო ვაჭრობა; კაპიტალი 1987 წელს: 1,6 მილიარდი, კაპიტალი 2012 წელს: 1,1 მილიარდი.

1997 წლამდე დევიდ სეინსბერი დიდი ბაბუის მიერ დაარსებული სუპერმარკეტების ქსელ „სეინსბერის” ხელმძღვანელობდა. ამჟამად დევიდი ლორდთა პალატის წევრი და თავისი სახელობის სტიპენდიის დამფუძნებელია წარმატებული ბრიტანელი სტუდენტებისთვის.

скачать dle 11.3