მიუღწეველი არაფერია – სასურველი შვილი არასდროს არ არის გვიან!
In vitro განაყოფიერების გახმაურებული ისტორია ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკაში
ამ ისტორიის შესახებ ქართულ პრესასა და ტელევიზიაში ბევრს საუბრობდნენ, ახლა კი – ამ ისტორიის ფინალი...
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკას, რომელსაც უშვილობის მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მიმართა ცოლქმარმა, მათ სამი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ჰყავდათ. ქალბატონს, ბუნებრივი გზით შვილის გაჩენა აღარ შეეძლო. ცოლ-ქმრის სურვილი, ოჯახს ჰყოლოდა ვაჟი, მემკვიდრე, მხოლოდ IN VITRO განაყოფიერების თანამედროვე ტექნოლოგიით იყო შესაძლებელი. ქალბატონს ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ჩაუტარდა IN VITRO განაყოფიერების პროცედურა, ეს კლინიკისთვის პირველი IN VITRO განაყოფიერება იყო. ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი ტყუპების დედა უნდა გამხდარიყო. ოჯახისა და ექიმთა დიდი სიხარულის მიუხედავად, სიტუაცია მაინც დრამატულად წარიმართა. იმ შემთხვევაში, თუ ტყუპი ნაყოფიდან ერთ-ერთი ვაჟი არ იქნებოდა, ოჯახს აბორტის გაკეთება ჰქონდა გადაწყვეტილი. დაიწყო მოლოდინით სავსე დღეები... საბედნიეროდ, ტყუპი ნაყოფიდან ერთ-ერთი ვაჟი, სასურველი მემკვიდრე იყო, რომელმაც გოგონას სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. ტყუპები სულ ახლახან დაიბადნენ, დედა და ბავშვები თავს შესანიშნავად გრძნობენ...
ეს ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიუღწეველი არაფერია, მით უმეტეს, მაშინ, როცა არსებობს შანსი. შანსს კი თანამედროვე მედიცინა და მის ოქროს სტანდარტად აღიარებული IN VITRO განაყოფიერება ნამდვილად იძლევა.
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკას, სადაც ეს ისტორია დაიწყო, ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. მრავალფეროვანია კლინიკის საქმიანობის სპექტრი, უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გინეკოლოგიური და ესთეტიკური ენდოკრინოლოგია, თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიები: ფერტილოსკოპია, ქირურგიული ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია, სიმულტანური ოპერაციები. კლინიკის წარმატებული საქმიანობა ეფუძნება, ერთი მხრივ – მსოფლიოს წამყვანი ცენტრებისა და ევროპული გაიდლაინების სტანდარტებს, მეორე მხრივ – კლინიკის დამფუძნებლების, საქართველოში რეპროდუქციული, გინეკოლოგიური და ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ზურაბ საბახტარაშვილისა და საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ არსენ გვენეტაძის მრავალწლიან გამოცდილებას ამ დარგში. დაარსებიდან დღემდე კლინიკას მრავალი მადლიერი პაციენტი ჰყავს და პაციენტებს უცხოეთიდანაც იღებს. კლინიკაში ყოველთვიურად 12-14 ახალი ორსულობა ფიქსირდება, თუმცა, აქ სტატისტიკა ბევრს არაფერს ნიშნავს – აქ მთავარი პაციენტია, ვისთვისაც პროფესიონალების გუნდი მუშაობს.
პროფესორი არსენ გვენეტაძე: სამშვილიანი ოჯახის ისტორია ჩვენთვის მხოლოდ ერთი კონკრეტული წარმატებული სამედიცინო პროცედურა არ ყოფილა. ექიმთა გუნდმა, რომელიც ჩვენს კლინიკაში მუშაობს ბატონი ზურაბ საბახტარაშვილის ხელმძღვანელობით, ბევრი იშრომა, რომ კლინიკაში IN VITRO განაყოფიერების ტექნოლოგია დანერგილიყო. საბედნიეროდ, პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. დღეს ეს ოჯახი ბედნიერია, ჰყავთ ლამაზი შვილები და სასურველი მემკვიდრე, რაც მათი დიდი ოცნება იყო.
– როგორც ცნობილია, სულ ახლახან თქვენს კლინიკაში ჩატარდა IN VITRO განაყოფიერების კიდევ ერთი წარმატებული პროცედურა განსხვავებული მეთოდით.
– ეს იყო In vitro განაყოფიერება დონაცია სუროგაციის მეთოდით. ნაყოფის ჩასახვის მომენტში მისი დედა და ბიოლოგიური მამა სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ. კლინიკის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა ბიოლოგიური მამის სპერმის წინასწარი კრიოპრეზერვაცია (სპერმის გაყინვა), პარალელურად მიმდინარეობდა კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატი დედის მომზადება. წყვილმა სასურველი შედეგის მიღება შეძლო. ეს ისტორია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასურველი შვილი არასდროს არ არის გვიან და, თუკი გაქვს სურვილი, გყავდეს შვილი, აუცილებლად უნდა სცადო!