კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„Huawei Technologies Go“ სამომხმარებლო ბაზარზე ბიზნესს აფართოებს

მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო  კომპანია „Huawei Technologies Go“ ქართულ ბაზარზე  ბიზნესს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქციას – მაღალი ხარისხის მობილურ ტელეფონებს სთავაზობს. კომპანიის პროდუქცია საცალო ბაზარზე ნოემბრის ბოლოს შემოვა, სადაც მას პარტნიორობას „ალტა“ გაუწევს.

„Huawei Technologies Go“- ს საქართველოში მოღვაწეობის 11-წლიანი გამოცდილება გააჩნია და საკმაოდ წარმატებულიც. 

„იყო პრობლემები, დაუღალავი შრომა, რომელსაც მუდამ თან სდევდა წარმატებები და პროგრესი. კომპანია მიისწრაფის განვითარებისკენ, რაც გვაძლევს იმის შანსს, რომ ბაზარზე  ჩვენ ვიყოთ მუდამ ლიდერები!“ – ასე აფასებს საქართველოში განვლილ 11 წელს კომპანია „Tbilisi Huawei Technologies Go“-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი. 

– ბატონო ვახტანგ, რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოს ბაზარზე 11 წლის წინ შემოსვლა, მაშინ ხომ ქვეყნაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობა იყო ბიზნესის განვითარების კუთხით?

– ცნობილია, რომ კომპანიამ უცხოეთის ბაზრების ათვისება 90-იან წლებში დაიწყო, შესაბამისად Huawei  საქართველოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, ის თანამშრომლობს თითქმის ყველა ქართულ მობილურ ოპერატორებთან. ვფიქრობ, 11-წლიანმა გამოცდილებამ გაამართლა და ქართულ ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიმკვიდრეთ. 

კომპანიამ, დაარსების პირველი დღიდან, ტელეკომუნიკაციების ადგილობრივი ბაზრის განვითარება PSTN ქსელების მონტაჟით დაიწყო, 2002 წელს „ჰუავეიმ” „სილქნეტში” (ყოფილი „გაერთიანებული ტელეკომი”)  ავტომატური სატელეფონო სადგურები დანერგა. 2007 წელს შემდეგი თაობის მულტიმედიური ქსელის, NGN ტექნოლოგიის, „სილქნეტში” კი მონაცემთა გადაცემის მინიმალურ სტრანდარტზე დაყრდნობილი FTTH ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყო. 2010 წელს „სილქნეტთან” დაწყებული პროექტი პირველი ოფიციალური FTTH პროექტია საქართველოში, რომლის გაფართოებაც სამომავლოდ იგეგმება. პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით მუშაობა დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ყველაზე დიდი პროექტი ფიქსირებული ქსელის ტექნოლოგიიდან, რომელიც ამჟამად განვითარების სტადიაშია. კომპანია, Huawei ასევე, თანამშრომლობს მობილურ ოპერატორებთან. კომპანია „ჯეოსელთან” განხორციელებული პროექტი არის HSPA მოდელების დანერგვა, რომელიც მესამე თაობის განვითარების მომდევნო ნაბიჯია. კომპანია „მაგთიკომთან” კი „ჰუავეის” თანამშრომლობის შედეგია ქსელი „მაგთიფიქსი” CDMA ტექნოლოგიის მიმართულებით.

– დღეს Huawei მსოფლიო  ბაზარზე ბიზნესს კიდევ უფრო აფართოებს. რამ გადაგაწყვეტინათ, საცალო ბაზარზეც გასულიყავით?

– ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა: მათ შორის, Huawei -ს გლობალური სტრატეგია ბიზნესის გაფართოებას მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ბაზრებზეც გულისხმობს და მეორეც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი მომხმარებელი არის მგრძნობიარე და მომთხოვნი მაღალი ხარისხის მობილური ტელეფონების მიმართ, რომელიც მისაღები იქნება ფასითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შემოსვლა სამომხმარებლო ბაზარზე რამდენიმე სახის მობილური ტელეფონით, იქნება წარმატებული და ნაყოფიერი.  

– რას გეგმავთ, რომ საცალო ბაზარზეც დაიმკვიდროთ თავი?

– ჩვენ გვექნება ბრენდის მხარდამჭერი პერიოდული ღონისძიებები, გათამაშებები; ვგეგმავთ „აგრესიული ფასის“ პოლიტიკის განხორციელებას; რაც შეეხება ხარისხსა და ფასს, ეს საკითხი გადაწყვეტილია და ჩვენ მასთან დაკავშირებით დამაჯერებლები ვიქნებით. ჩვენი პირველი კამპანიის დროს მომხმარებელს შევთავაზებთ ანდროიდის ტიპის 5 ყველა საფასო სეგმენტისთვის, 7-ინჩიანი და 10-ინჩიანი PC „ტაბლეტის“ ორ სახეობას: USB 3G მოდელებს და ასე შემდეგ.

– როგორ და სად წარმოგიდგენიათ თავი თუნდაც კიდევ 11 წლის შემდეგ?

– საბაზრო პროგრესი და საერთო დარგობრივი მიმართულებები გვიჩვენებს გზას, მაგრამ Huawei -ს გეგმებისა და რუკის თანახმად, ძირითად სატელეკომუნიკაციო სფეროებში ჩვენ წამყვან პოზიციას დავიკავებთ და გავაფართოებთ ბიზნესს სხვა  დაკავშირებულ სფეროებში, მაგალითად, 2010 წელს Huawei შევიდა საწარმოო ბიზნესსფეროში და ორი წლის შემდეგ გარკვეულ წარმატებას მიაღწია; აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ბევრი საინტერესო შესაძლებლობა გველოდება წინ მომავალი 11 წლის განმავლობაში.

скачать dle 11.3