კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესიონალი გირჩევთ

– გამიგია, რომ პლაზმოლიფტინგი არის გაახალგაზრდავების საშუალება, რომელიც თმის ცვენის შეჩერებას უწყობს ხელს. იქნებ, უფრო კონკრეტულად განმიმარტოთ, რა არის ეს?

– პლაზმოლიფტინგი, იგივე PRP-ტექნოლოგია – ეს არის პაციენტისთვის თრომბოციტებით მდიდარი საკუთარი პლაზმის შეყვანის მეთოდი. ვინაიდან თრომბოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაზიანებული ქსოვილის შეხორცებასა და რეგენერაციის პროცესებში, შესაბამისად, მისი მაღალი კონცენტრაცია უფრო ინტენსიურად ახდენს ქსოვილების აღდგენას. თრომბოციტები გამოყოფს განსაკუთრებულ ცილოვან ნივთიერებას – ეგრეთ წოდებულ ზრდის ფაქტორებს, რომელთაც აქვთ ღეროვანი უჯრედის სტიმულაციის უნარი, რაც, თავის მხრივ, იწვევს უჯრედების გაყოფასა და ზრდას. კანში შეყვანილი მაღალი კონცენტრაციის ტრომბოციტები აიძულებს თმის ფოლიკულის ნორმალურ ფუნქციონირებას. საინტერესოა, რომ თმის ფოლიკულის არე წარმოადგენს ღეროვანი უჯრედების ლოკალიზაციის ადგილს. გარდა ამისა, პლაზმის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მიკროელემენტები და ამინომჟავები. პლაზმოლიფტინგის პროცედურის შედეგად, თმა მომენტალურად იღებს სრულფასოვან „კოქტეილს“, ამიტომაც, ტრიქოლოგიაში მან დამსახურებულად დაიკავა ერთ-ერთი ღირსეული ადგილი ალოპეციების მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს შორის. თმის ცვენა იკლებს პირველი პროცედურის შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში და სრულიად წყდება მკურნალობის პროცესში. გარდა რეგენერაციული თვისებებისა, თრომბოციტებით მდიდარ პლაზმას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას. პლაზმაში თრომბოციტების მაღალი კონცენტრაცია ააქტიურებს თმის ზრდას, თმის ღერის გასქელებასა და ბზინვარებას. პლაზმოლიფტინგის პროცედურის ჩატარებისას უმჯობესდება კანის მიკროცირკულაცია, ძლიერდება საკუთარი სისხლის მიდინება და კვების გაუმჯობესება. გამოხატული დადებითი ეფექტი აღენიშნება თმის დაბერების (გაჭაღარავების) საპრევენციოდაც.

პლაზმოლიფტინგი, ასევე, წარმატებით გამოიყენება სახის ასაკობრივი ცვლილებების საწინააღმდეგო პროგრამაშიც, ვინაიდან, თრომბოციტების მაღალი კონცენტრაცია აჩქარებს ახალი კოლაგენისა და ელასტინის, ასევე ჰიალურონის მჟავის მოლეკულების წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების გასწორებას. 

– რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურები? 

– პლაზმოლიფტინგის პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ვინაიდან, გამოიყენება პაციენტის საკუთარი სისხლი და, შესაბამისად, არ არის ალერგიული და ტოქსიკური, მაგრამ, პროცედურის უსაფრთხოებასა და მის ეფექტურობაში პაციენტი იქნება დარწმუნებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს სპეციალური ლიცენზია, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები. უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც დაადგენს, კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა ჩვენებები და უკუჩვენებები პლაზმოლიფტინგის პროცედურის ჩატარებისთვის.

კლინიკის ცხელი ხაზი: 2 30-00-30

კონსულტაცია უფასოა.

скачать dle 11.3