კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღირსება „უღირსოთა“

ალაგ-ალაგ გრიფიანი

როდესაც მინისტრი გახლდათ, არათუ სიტყვაძვირობდა, მისგან ოფიციალურ დოკუმენტაციას ისევე ვერ იხილავდი, როგორც ორთავ ყურს. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ვერსად მიაგნებდი ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც გაგარკვევდა, თუ რა ფასად ვყიდულობდით ბუნებრივ აირს, რამდენი გვერგებოდა უფასოდ შაჰ-დენიზის მილსადენიდან, რამდენი – შეღავათიან ფასად და რა მოცულობის აირს გვიტოვებდა სომხეთი ტრანზიტის საფასურად.

თუმცა, რაკი მინისტრის სავარძლიდან ჩამობრძანდა, ბ-ნმა ხეთაგურმაც ენაც ამოიდგა, მეტიც, ზემოხსენებული ინფორმაციაც სულ წვრილად ჩაგვიკაკლა (თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ გადამოწმება მაინც საჭიროა!). ერთი სიტყვით, ნამინისტრალი ბრძანებს, რომ ტარიფების გაიაფება გამორიცხულია იმ მიზეზით, რომ ეს ენერგოკრიზისს შექმნის.

მაგრამ, ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, რომ ბ-ნმა ხეთაგურმა საზოგადოებას ისიც კი მოახსენა, თუ რა მოგებაზე მუშაობს „თბილგაზი“ (წესითა და რიგით, ეს კომერციული საიდუმლოა). მომყავს ამონარიდი ციტატიდან: „თბილგაზს“ აქვს ფიქსირებული მოგება, რომელიც კომპანიის შემოსავლების 15 პროცენტამდეა, ანუ 15-პროცენტიან მოგებაზე მუშაობს. ანალოგიურად გამოიანგარიშება „რუსთავგაზის“ საფასურიც.“

თუ გავიხსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრობისას თვით სასამართლოს ძალითაც კი ვერ ამოვათქმევინეთ, რა ხდებოდა ენგურჰესის გარშემო, რასაც მაშინ ჯერ კიდევ მინისტრი ხეთაგური ხსნიდა ხელშეკრულებაზე დადებული გრიფით – „საიდუმლო“ და გვამუნათებდა, რომ კომერციულ საიდუმლოს ვერ გაამჟღავნებდა, სულაც რომ ინკვიზიციის საწამებელი იარაღებით დავდგომოდით თავს, სრულიად გაუგებარია, რატომ დაუფქვა იმავე საზოგადოებას „თბილგაზის“, რომლის ოფიციალური მფლობელიც ყაზახური კერძო კომპანიაა, კომერციული საიდუმლო?!

скачать dle 11.3