კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანონიერი მეწილეები

მკვდარი მკვდარს აკიდებული

თუმცა ჩვენებური სეპარატისტები თურქეთში მცხოვრები აფხაზების დაბრუნებაზე იყვნენ გამეცადინებულნი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უფრო სირიელი აფხაზები შერჩებათ. ამას, ბუნებრივია, აქვს თავისი მიზეზები: ჯერ ერთი, სირიას რფ სწყალობს და, აქედან გამომდინარე, იქაურები პრორუსული ორიენტაციით ხასიათდებიან, მათ შორის, აფხაზების შთამომავლებიც, განსხვავებით თურქეთში მცხოვრებლებისგან.

ერთი სიტყვით, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის აფხაზეთში უკვე 103 სირიელი აფხაზია ჩასული. ჰოდა, რაკი ჩასულია, დე-ფაქტო ანქვაბი თვითონაც დაფაცურდა და ხელქვეითებიც დააფაცურა. კერძოდ, ბრძანა, რომ თითოეულ ზრდასრულ რეპატრიანტს ყოველთვიურად 10 000 რუბლი (დაახლოებით, 300 აშშ დოლარი) მიეცით, არასრულწლოვნებს კი – 3 000-3 000 რუბლიო. 

მეტიც, აღნიშნა, რომ რეპატრიანტების საცხოვრებელ პირობებზეც უნდა ვიზრუნოთ და დასაქმებაზეცო. სულ კი, აფხაზეთის „საგარეო უწყების“ ცნობით, სირიაში 8 000-10 000 აფხაზი ცხოვრობს და მათ აფხაზეთის მიწას დასასახლებლად სეპარატისტები მთელი გულითა და სულით სთავაზობენ. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რამდენი სირიელი აფხაზი მოისურვებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ, მაგალითად, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება აფხაზეთიდან დევნილებს ყოველთვიურად 28 ლარს უხდიდა. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სეპარატისტული ხელისუფლების მიერ სირიიდან დაბრუნებულთა მიმართ გამოჩენილი გულუხვობა ქართველი დევნილებისადმი გულგრილობის გამართლების საშუალებაცაა, ვფიქრობ, ზემონახსენები 300 აშშ დოლარიდან წილი მათაც ეკუთვნით!

скачать dle 11.3