კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროავარია

„გეხუმრე, არისტოფან, კაცო!“

ზენაარის ნებითა თუ უბრალო შემთხვევითობით, ისე მოხდა, რომ ამ ჩვენი ოპოზიციონერი პრეზიდენტისა (როგორც თავად უბნობს) და აწ უკვე პოზიციონერი პრემიერ-მინისტრის გზები ევროპაში გადაიკვეთა. მეტიც, არათუ გადაიკვეთა, ლამის ავარიაც მოხდა, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო კეთილი აღმოჩნდა. მაგრამ, ისიცაა, ვისთვის – კეთილი, ვისთვის კი, შესაძლოა, არც ისე.

მოკლედ, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: რაკი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ჩაასწრო, შესაბამისად, „ნატოს“ გენმდივან ბ-ნ რასმუსენსაც პირველი ეახლა. ეახლა და იმ შეხვედრიდან გამოსული „ნატოს“ გენმდივანიც შემოგვიწყრა, საქართველოდან პოლიტიკური ანგარიშსწორების სუნი მცემსო, თან, ჩვეულებისამებრ, დასძინა, რომ ამის გამო მეტად შეშფოთებულია იმ მარტივი მიზეზით, რომ მათი შეშფოთება „ჩვენი თანამდევი, უკვდავი სულია“. 

რაკი მარად შეშფოთება ამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლამის ბუნებრივი მდგომარეობაა, ბ-ნი რასმუსენის განცხადების ეს ნაწილი ქართველმა საზოგადოებამ სავსებით ბუნებრივად მიიღო, თუმცა, აი, პოლიტიკური სუნის ამბავმა კი ნაწილი ისე აღაშფოთა, რომ თავად ბ-ნი რასმუსენის შეშფოთება უკან მოიტოვა (გენმდივნის „ფეისბუქის“ გვერდი გვარიანად „დაიბომბა“). ამ თუ სხვა მიზეზით, ან, იქნებ, იმის გამო, რომ აწ უკვე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გონება გაუნათდა, გენმდივანმა მეორე დღესვე ბრძანა, რომ სრულად ენდობა საქართველოს ახალ ხელისუფლებას.

ბუნებრივია, მე ვერ დავდებ თავს, რომ ბ-ნი რასმუსენი „მიმინოს“ ფანია, მაგრამ, აშკარად უგრძნია, რომ „ყველას უნდა ეფეროს“, ანუ, „გეხუმრე, არისტოფან, კაცო“!

скачать dle 11.3