კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროტოკოლსაც დაცვა უნდა

„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“

მართალია, ქართული სატელევიზიო არხებიდან, როგორც იქნა, გაქრა თვალებსა და ნერვებზე მოთამაშე ქართულტიტრებიანი ინგლისურენოვანი კინოფილმები და აწ უკვე მშობლიურ ენაზე ვტკბებით უცხოური კინოპროდუქციით, მაგრამ, აი, ჩვენი პრეზიდენტი თავის მეორე ვადაშიც კი ვერ გადაეჩვია არასახელმწიფო ენაზე ლაპარაკს, განსაკუთრებით, მაღალ-მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან. თუ მის გამონათქვამს გავიხსენებთ, რომ ქართული ამ 7-მილიარდიან დედამიწაზე მხოლოდ კინკილა 3-მა მილიონმა იცისო (თუმცა, მე რომ მკითხოთ, ერთი შოთაც საკმარისია, მთელი დანარჩენი დედამიწა რომ გადაწონოს, მაგრამ, კაცია და გუნება), საპრეზიდენტო მოტივები გასაგებია.

მაგრამ, მეორე მხრივ, პროტოკოლის მიხედვით, ოფიციალურ შეხვედრებზე ყველა თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს და ამ აკრძალვას მეტად მარტივი მიზეზი აქვს: ითვლება, რომ ადამიანი ყველაზე უკეთ აზრს მშობლიურზე გადმოსცემს და, ამიტომაც, აზრის დამახინჯების ალბათობა მინიმალურია (ბუნებრივია, ამავდროულად, იგულისხმება, რომ თარჯიმანი პროფესიონალია).

მაგრამ, რასაც უნდა ითხოვდეს პროტოკოლი, გასულ კვირას ევროპაში სტუმრობისას, პირველმა პირმა ევროპელებს ინგლისურად განუცხადა, რომ ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტია. რაკი ამ განცხადებამ მის სამშობლოში, ანუ ჩვენთან, მთლად ისეთიც ვერა, როგორიც რასმუსენის პირველმა შეშფოთებამ, მაგრამ, მაინც ვნებათაღელვა გამოიწვია, აქ, ადგილზე, გიორგი ბარამიძემ ინსტრუქცია მოაყოლა და დაგვარწმუნა, რომ პრეზიდენტს მსგავსი რამ არ უთქვამს და ეს მხოლოდ თარგმანის ცდომილებაა. აქედან – დასკვნა: დაეცვა პროტოკოლი და ასახსნელიც არაფერი იქნებოდა! ამდენად, იქნებ, ამ იაღლიშის  ხათრით მაინც მიეძღვნა მეორე ვადის დარჩენილი დრო ქართულად მეტყველებისთვის?! 

скачать dle 11.3