კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თადარიგიანები

ანუ, „რატომ არა ვარ მეფე გიორგი?!“

მართალია, ეს ჩვენი ბედკრული, ოღონდაც, დემოკრატიასთან წილნაყარი სამშობლო, ბოლო წლებია, მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზეა პატიმრების რაოდენობით, ხოლო ევროპაში კი პირველობას ვერავინ ეცილება, მაგრამ, ის პოლიტიკური ძალა, რომლის ანგარიშზეცაა ზემოხსენებული რეკორდი, მხოლოდ მაშინ აღშფოთდა, როდესაც გისოსებს მიღმა (ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში) თანაგუნდელი ბ-ნი ახალაია იხილა.

უფრო მეტიც, გარდა მომხდარის პოლიტიკური შეფასებისა (ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ ღრმად დარწმუნებულია, რომ ოდესღაც ქურდთა რისხვა პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს, ოღონდ, ისიცაა, რომ დამპატიმრებლები ამ არგუმენტს არ იზიარებენ), თანაგუნდელებმა დაკავებულის მიმართ არც ისტორიულ-ლიტერატურული შედარებები დაიშურეს. ასე, მაგალითად, ხალხის რჩეული ნუგზარ წიკლაური ბ-ნ  ახალაიას „საზოგადო მოღვაწედ“ მიიჩნევს (ხოლო, თუ მის პათოსს გავითვალისწინებთ, არც ისაა გამორიცხული, სულ მალე თვით ილია ჭავჭავაძეზე ღვაწლმოსილადაც აღიაროს), სიმონ მასხარაშვილი კი ბრძანებს, რომ, რაღა – ცოტნე დადიანი და რაღა – ახალაიაო. მეტი დამაჯერებლობისთვის თავად ბ-ნი მასხარაშვილის ციტატას მოვიხმობ: „მან (იგულისხმება ბაჩანა ახალაია) თავისი ქმედებებით და წარმოებული საქმეებით, ჩვენი მომავალი თაობა გაათავისუფლა იმ სიბინძურისაგან, რომელსაც „ქურდული მენტალიტეტი“ ერქვა. ამიტომ, ის არის უდიდესი მოღვაწე და სახელმწიფო ფიგურა, მისი ჩამოსვლა კი არის დიადი მაგალითი, მომავალი საქართველოს ყველა გმირისათვის. ის ისტორიის უეჭველი კუთვნილებაა, რაც უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.“

ბუნებრივია, ვინ ვინ არის, ისტორია გადაწყვეტს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი თადარიგის დაჭერა უცხო არ არის ჩვენი დემოკრატიასთან წილნაყარი რეალობისთვის (მაგალითად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ მიანიშნა, რომ, ისეთი აღმშენებლობა, როგორიც მის ორ ვადაშია, თვით აღმაშენებლის დროსაც არ ყოფილაო) და იმასაც დავამატებთ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა, მინდა, აქვე განვაცხადო,  რომ კლეოპატრას არავის დავუთმობ, ეგ ქალი ჩემთვის მინდა!

скачать dle 11.3