ქათმის სალათა ყველით და სოკოთი
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი ქამა სოკოს კონსერვი, 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი კიტრი, 100 გრამი მაგარი ყველი, 100 გრამი უკურკო ზეთისხილი, 100 გრამი მაიონეზი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 2 კბილი ნიორი, 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქამა სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად და დანამეთ ლიმონის წვენით. ზეთისხილი დაჭერით 2-3 ნაწილად. კვერცხი – წვრილად. მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით წვრილად და ხელით დაჩეჩეთ. კიტრი და ყველი დაჭერით კუბიკებად.
მაიონეზში ჩაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი, მდოგვი, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი და ამოურიეთ. ყველა ინგრედიენტი, სოკოს გარდა, მოათავსეთ დიდ ჯამში, მოასხით მაიონეზი და აურიეთ. აიღეთ ბრტყელძირიანი და მაღალკიდეებიანი ლანგარი და ძირზე დააწყვეთ სოკო ერთ ფენად, ზემოდან მოათავსეთ თქვენი სალათა. გააჩერეთ ნახევარი საათი და მიირთვით.