ინდაურის ჩახრაკული ქოთანში
საჭირო ინგრედიენტები: 350-400 გრამი ინდაურის ფილე (კარგია ქათმის ხორციც), 3 ცალი კარტოფილი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1-2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი, ცოტა არაჟანი, ცოტა მდოგვი, 1 კონა კამა.
მომზადების წესი: ფილე დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, ჩაუმატეთ ცოტა მდოგვი, მოასხით რამდენიმე კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი და გააჩერეთ 20-25 წუთით. ხახვი დაჭერით და მოშუშეთ. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, სტაფილო და ბულგარული წიწაკა – დაჭერით წვრილად. ქოთნის ძირში მოათავსეთ მოშუშული ხახვი, მეორე ფენად – კარტოფილი, მერე ხორცი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, მონაცვლეობით. მოაყარეთ ცოტა მარილი და ზემოდან მოასხით ცოტა არაჟანი. ქოთანი ერთი საათით მოათავსეთ აირღუმელში.
უკვე მზა კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. ძალიან არომატულია.