ხაჭოსა და ყავის დიეტური დესერტი
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი მშრალი ხაჭო, 50 მილილიტრი რძე, 50 მილილიტრი ყავის ლიქიორი, 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, 1 პატარა შეფუთვა შაქრიანი ვანილი, 0,5 ჭიქა შაქარი, 2 ცალი კვერცხის ცილა.
მომზადების წესი: ხაჭო გახეხეთ წვრილნასვრეტებიან საწურზე. თბილ რძეში გახსენით ყავა. ხაჭო ათქვიფეთ შაქართან, ვანილთან და ყავასთან ერთად. ცალკე კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და თანდათანობით შეურიეთ ხაჭოს მასას. დაუმატეთ ყავის ლიქიორი. დესერტი 40-50 წუთის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ და სანამ სუფრაზე მიიტანთ, ზემოდან მორთეთ ბურბუშელასავით დათლილი შოკოლადის ნაჭრებითა და კაკაოს ფხვნილით.