მარადონა – „ბლექბერნის” მაშველი
ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ ახლახან 52 წლის იუბილე აღნიშნა და მალევე მოუვიდა ახალი შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით. ინგლიური „ბლექბერნის” მფლობელმა, შები სინგჰმა, მარადონას ნახვა კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ისურვა. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, ახლო მომავალში მარადონა ჩაიბარებს ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე კლუბს, რომელსაც პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს. დიეგო მარადონა მანამდე ორჯერ იყო მთავარი მწვრთნელი – არგენტინის ნაკრებში და არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ „ალ ვასლიში”.