კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადილზე უპირატესობა ახალ ხილს და ბოსტნეულს მიანიჭეთ

 

ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობის, სიმხნევისა და ხალისიანი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია სწორად იკვებოთ.

ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილსა და ბოსტნეულს, იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან ისინი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს.

სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ, ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.

თუ ადამიანი მოინდომებს, იოლად შეძლებს უარი თქვას პურზე, ძროხის ან ღორის ხორცზე და მათ გარეშე გაძლოს. ეს მის ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.

ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.

იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ადამიანი, რომელიც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი, ორგანიზმისთვის არ ვარგა.

რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე ბოსტნეულს, თევზსა და ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.

საუზმეზე, სადილობასა თუ ვახშამზე სუპების ჭამაც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან სუპის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ.

კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ, ლანჩზე, შეგიძლიათ, უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ, ზედ ერთი ჭიქა კეფირიც მიაყოლოთ.

სადილად შეგიძლიათ, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი მიირთვათ; ვახშმის დროს კი ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. ეს ტკბილ ძილს მოგგვრით.

ასევე, ბევრი იმოძრავეთ. ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ.

მსხალი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისთვის

მსხალი ძალიან სასარგებლო ხილია. ის უხვად შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, უჯრედისებს, B, C, D და PP ვიტამინებს, A პროვიტამინს, მიკროელემენტებს, იოდსა და ნახშირწყლებს.

ნუ შეჭამთ მსხალს უზმოზე და წყალსაც ნუ მიაყოლებთ. ასევე, არ გირჩევთ ხორცის შემდეგ მის მირთმევას.

მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. ასევე, სასურველია მისი ჭამა 45 წლის ასაკის შემდეგ. კარგია, თუ კვირაში ერთი დღე ორგანიზმს განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ მსხალს მიირთმევთ.

ეს ხილი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისთვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. ასევე, მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.

მსხალი, აგრეთვე, აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტა აღიზიანებს. მიუხედავად მისი დადებითი და სასარგებლო თვისებებისა, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ მის ჭამას. მოხარშული ან შემწვარი მსხალი კი, ძვლების საუკეთესო წამალია; ასევე, ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანმა ყოველ დილას, ცოტა წახემსების შემდეგ, ერთი მსხალი უნდა შეჭამოს. ეს ხილი მას მუცლის ტკივილს დაუამებს და მტანჯველ წვასაც მოუხსნის.

საოცარი თვისებების მქონე ეს ხილი, დაავადების დაძლევასთან ერთად, ხასიათის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს – მსხლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა.

მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.

 

მოერიდეთ საკვებით კუჭის გადატვირთვას

ხორციანი, მსუყე კერძების ხშირად და გადამეტებულად ჭამა ნიკრისის ქარით დაავადებას უწყობს ხელს. სტატისტიკურად, ამით ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ნიკრისის ქარი არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული, ამიტომ მისი კონტროლი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

ცხოველური ცილებისა და ალკოჰოლის ზედმეტად მიღება არღვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. 

სანამ ნიკრისის ქარი იჩენს თავს, რამდენიმე წელი ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. დაავადების მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას დონის მომატებაა, რომელიც თავისი სტრუქტურით კოფეინს ჰგავს. ეს უკანასკნელი კი სტიმულს აძლევს გონებას. ამიტომ, მედიკოსები აზროვნების გაუმჯობესებას შარდმჟავას მიაწერენ ხოლმე. ზოგიერთი მეცნიერი კი ამტკიცებს, რომ ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ადამიანს დამატებით შანსს აძლევს, რომ მეტად გამოავლინოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები. 

ორგანიზმში შარდმჟავას სიჭარბეს იწვევს პურინებით მდიდარი საკვები. ზედმეტი ალკოჰოლის სმა კი ანელებს და ართულებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას თირკმელების საშუალებით. მემკვიდრეობითი ფაქტორი რისკს უფრო მეტად ზრდის. დროთა განმავლობაში ჭარბი შარდმჟავა კრისტალდება და ილექება კანქვეშა ჯირკვლებსა და კვანძებში, ძირითადად კი, სახსრებში. დაგროვილი კრისტალები იწვევს ანთებით პროცესს, ზღუდავს მოძრაობას და ადამიანი სივდება. ერთი ან რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესით, მაგალითად, ართრიტით, ვლინდება ნიკრისის ქარი. 

გაცილებით საშიშია შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ მიმდინარე შარდმჟავას დალექვა თირკმელებში, რაც დროთა განმავლობაში ქვების წარმოქმნას და თირკმლის უკმარისობას იწვევს. 

ნიკრისის ქარი არ ექვემდებარება განკურნებას, მაგრამ მისი კონტროლი ნამდვილად შესაძლებელია. მკურნალობა პრობლემური მაშინ ხდება, თუ თირკმელებიც ჩათრეული და დაზიანებულია. მათი ფუნქციის მოშლა იწვევს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას. გართულებებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა შარდმჟავის დონის კონტროლია. ამიტომ, ადამიანმა ამ დროს უნდა შეამციროს პურინებით მდიდარი საკვების მიღება. იშვიათად მიირთვით ღვიძლი, ტვინი, ენა, ხორცი, თევზი, შებოლილი პროდუქტი, სოკო, თალგამი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი და პრობლემაც ადვილად გადაწყდება. კარგია, თუ კვირაში ერთხელ კუჭს დაასვენებთ და განტვირთვის დღეს მოაწყობთ. ამ დღეს ჭამეთ მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ხაჭო, ასევე, მიაყოლეთ მინერალური წყალი.

 

იწვევს თუ არა მლაშე საკვები სახსრებში მარილების დაგროვებას

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული ანუ გადაგვარებითი დაავადების – ართროზის დროს. ეს დაავადება გავრცელებულია ხანში შესულებში, მაგრამ, ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.

ართროზი ხშირად უვითარდებათ იმათ, ვისაც ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი აქვს. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა და სიმსუქნე. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. გარკვეული როლი აკისრია მემკვიდრეობით ფაქტორსაც. 

ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი – კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილსა და სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენები. ხშირად ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.

დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ცვლილება. ხშირად მარილის დაგროვებასა და ძვლოვან წანაზარდებს რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ნახულობენ, თუმცა ადამიანს არაფერი აწუხებს. თუ ცვლილებები ხერხემალშია, ეგრეთ წოდებული სპონდილოართროზის ან ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი კისრის, ზურგის, გულმკერდის, წელის არეში. შესაძლოა, ამ დროს თავის ტკივილიც იგრძნოთ.

სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს სათანადო არის – მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების და ასე შემდეგ ტკივილს. შორს წასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია, დამახინჯება, მოძრაობის შეზღუდვა. მძიმე შედეგია სახსართა დარღვევა და კიდურის დამოკლება, რაც მოჰყვება ბარძაყის სახსრის დაზიანების მძიმე ფორმას. განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ადამიანები ცივ და ნესტიან ამინდში. მათ ტკივილი უძლიერდებათ მუშაობის, სიარულის, დაღლილობის დროს.

ამ დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობითი აქტივობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.

იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი, სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში უნდა წარიმართოს მკურნალი სპეციალისტის რჩევით.

ადამიანი, რომელსაც გამოაჩნდა ართროზის პირველი ნიშნები, ბევრს უნდა მოძრაობდეს, დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას; კვება კი ჩვეულებრივი უნდა იყოს – საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული დიეტა. მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის სახით, უნდა შეიზღუდოს საკვები, კერძოდ, პურეული, ტკბილეული, ცხიმი.

არ არის სწორი, თითქოს მლაშე საჭმელი აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. სუფრის მარილი ქლორნატრიუმია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები – კალციუმი და ფოსფორი ლაგდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 

скачать dle 11.3