კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: აბორტის შემდეგ რამდენ ხანში უნდა აღდგეს ციკლი?

პასუხი: მენსტრუალური ციკლის აღდგენა აბორტის შემდეგ მოსალოდნელია დაახლოებით ერთ თვეში.  

კითხვა: არის თუ არა ხორცმეტის გაჩენა პაპილომა ვირუსით გამოწვეული და გადამდებია თუ არა ის სქესობრივი გზით?

პასუხი: ხორცმეტები შეიძლება  იყოს პაპილომა ვირუსით გამოწვეული, მაგრამ, სქესობრივი გზით ეს ფორმა არ გადადის.

კითხვა: რა იწვევს კუჭში სიცარიელის შეგრძნებას თუნდაც ახალ ნაჭამზე?

პასუხი: პირველ ყოვლისა, მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რათა განისაზღვროს ჰორმონული ცვლის სტატუსი. თუ ენდოკრინული პრობლემა გამოირიცხება, მიმართეთ გასტროენტეროლოგს.

კითხვა: ვარ 9 აპრილს მოწამლული. 7-8 წელია, მაქვს დიაბეტი. ბოლო დროს დამეწყო სხეულის გაყინვა – ხერხემლის, სახსრების, კუნთების, კიდურების. ჩავიტარე სხვადასხვა გამოკვლევა: გულსისხლძარღვთა, C-რეაქტიული, ანგიოლოგიური, თუმცა, დიაგნოზი ვერ დამისვეს. ასევე, გავიკეთე მასაჟები, მაგრამ უშედეგოდ. იქნებ, მირჩიოთ, რომელ სპეციალისტს მივმართო ან რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: ძალიან რთულია პაციენტის ნახვისა და გასინჯვების გარეშე რამეზე მსჯელობა, მაგრამ თუ რევმატოლოგიური და ანგიოლოგიური პრობლემები გამოირიცხა და ხართ დიაბეტიანი, შესაძლოა, საქმე დიაბეტურ ენცეფალოპათიასთან გვაქვს. უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ენდოკრინოლოგსა და ნევროპათოლოგს.

კითხვა: ერთი თვის წინ, ლოყის მოქავების შემდეგ, გამიჩნდა დაახლოებით 15-მილიმეტრიანი სველი წყლული, რომელიც ვერ მოვირჩინე. იქნებ რამე მირჩიოთ?

პასუხი: ასეთ სურათს ხშირ შემთხვევაში იძლევა პიოდერმია (კანის ბაქტერიული ინფექცია), დერმატომიკოზი (სოკოვანი ინფექცია), ეგზემა (კანის ინფექცია) და რამდენიმე სხვა დაავადება. ექიმი-დერმატოლოგი დაათვალიერებს ჭრილობას, საჭიროების შემთხვევაში აიღებს ანაფხეკს და ჩაატარებს ანაფხეკის ბაქტერიულ დათესვას, რითაც დაადგენს მიზეზს, ხოლო შემდეგ დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. 

კითხვა: მაქვს ქრონიკული პიელონეფრიტი, ხოლო ბოლო ექოსკოპიის დროს აღმომაჩნდა თირკმლის კისტა. ვის უნდა მივმართო – უროლოგს თუ ნეფროლოგს?

პასუხი: თირკმლის დიდი ზომის კისტების (დიამეტრში 5 სანტიმეტრზე მეტი) მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია და, როგორც წესი, ტარდება  ენდოსკოპიური ოპერაციები. გამოსაკვლევად მიმართეთ უროლოგს, ხოლო, პიელონეფრიტის გამო უროლოგს ან ნეფროლოგს. 

კითხვა: შეიძლება თუ არა, 1 თვის ბავშვს, 10-დღიანი შუალედით, მესამეჯერ გაუკეთონ რენტგენი ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ?

პასუხი: დროულად დასმული დიაგნოზი და მკურნალობის დინამიკის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია! თანამედროვე რენტგენის აპარატები იცავს ორგანიზმს გაბნეული დასხივებისგან და სხივური დატვირთვა მინიმალურია. 

კითხვა: არსებობს თუ არა „ფსიქოლოგიური უშვილობა“, როდესაც გინეკოლოგია ნორმაშია, მაგრამ, რაღაც შინაგანი შიშები და კონფლიქტები ხელს უშლის დაორსულებას?

პასუხი: „ფსიქოლოგიური უშვილობის“ ფენომენი საკმაოდ რეალურია. როდესაც ქალს აქვს უშვილობის შიში, საკმაოდ ხშირად, მართლაც ვერ ორსულდება. ხოლო, როდესაც „დამშვიდდება“ და „ხელს ჩაიქნევს“, სწორედ მაშინ  შეიძლება დაორსულდეს და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს. უმჯობესია, ამას არ დაელოდოთ და ფსიქოთერაპიის კურსი გაიაროთ კომპლექსების მოსახსნელად.

скачать dle 11.3