კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კმაყოფილი სტუმრები და რესტორან „ფესვების” წარმატების საიდუმლო

 

როცა გსურთ, საღამო კარგად გაატაროთ და მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად შეიქმნათ კარგი განწყობა, მიირთვათ უგემრიელესი კერძები და მოუსმინოთ გემოვნებიან მუსიკას, ამაში რესტორანი „ფესვები” აუცილებლად დაგეხმარებათ. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რესტორნის მართვის დიდი გამოცდილება აქვთ.  ქალბატონი მარინა მარუქაშვილი და ბატონი გია ყარალაშვილი ნამდვილად არიან იმის გარანტები, რომ იქ მისული ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება. მათ ამის ნიჭი და უნარი ნამდვილად აქვთ, უფრო მეტიც, სადაც საქმე წამოიწყეს, დღემდე წარმატებით მუშაობს ყველა რესტორანი: „კოსმოსი”, „ურმული” და „ჰერეთი“, დღეს კი რესტორანი „ფესვებია” მათ განკარგულებაში და საქმეს თავს უდავოდ კარგად ართმევენ. 

მარინა მარუქაშვილი: რადგან მე და გია ყარალაშვილს ერთად მუშაობის განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს, გადავწყვიტეთ, ერთობლივად გაგვეკეთებინა რესტორანი „ფესვები.” ერთად ვმართავთ მუსიკალურ მხარესაც, მენეჯმენტსაც და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. შედეგიც სახეზეა – ჩვენთან მოსული სტუმარი ყოველთვის კმაყოფილია.

გია ყარალაშვილი: ჩვენთან პროფესიონალი მუსიკოსები მუშაობენ, რომლებიც სტუმრებს ცოცხალ მუსიკას სთავაზობენ. დაწყებული გვაქვს ახალი პროგრამა, რომელშიც იქნება იუმორისტული ნომრებიც. 

მარინა: ჩვენთან ძალიან ბევრი ინსტრუმენტი შეიძლება ნახოს სტუმარმა, მაგალითად: ფანდური, გიტარა, სალამური, გარმონი, ტამტამი, კლავიში, დრამი. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ძალიან კმაყოფილები მიდიან ჩვენგან, მუსიკალურ პროგრამას მუდმივად ვაახლებთ, რადგან, ერთი და იმავე მუსიკალური პროგრამის მოსმენა სტუმრებისთვის მოსაბეზრებელია. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ სტუმარს რეპერტუარს, გააჩნია, რა ასაკის არიან ისინი. 

გია: მუსიკოსებს კონკრეტული ანაზღაურება აქვთ და არ ელოდებიან იმ მომენტს, რომ ვიღაცამ ფული აჩუქოს და მერე დაუკრან. „ფესვებში” პროგრამა საკონცერტო სახით მიდის მთელი საღამოს განმავლობაში, რაც ჩვენს სტუმრებს ძალიან მოსწონთ. 

– პრეტენზიული სტუმრები თუ გყავთ?

მარინა: როცა რესტორანში პრეტენზიული სტუმარი შემოდის, ყოველთვის ვცდილობთ, მივიდეთ, მოვეფეროთ, გამოვუსწოროთ გუნება-განწყობა. თითოეულ მათგანზე ვზრუნავთ, რადგან, გვინდა, რომ ის სტუმარი კიდევ მოვიდეს ჩვენთან. ანალოგიურად ხდება სამზარეულოს მხრივაც. ყოველთვის ამას ვეუბნებით სტუმარს: რაც არ მოგეწონებათ, ჩვენ გვითხარით, ხოლო, რაც მოგეწონებათ – სხვებს უთხარით. რაც შეეხება პროდუქტს, ყველაფერი ცოცხალი გვაქვს და  არავითარ შემთხვევაში არ შემოგვაქვს გაყინული პროდუქტი. შეფ-მზარეულიც საუკეთესო გვყავს – ზაზა დეისაძე. 

– რა მისამართზე მდებარეობს რესტორანი „ფესვები?”

– რესტორანი „ფესვები” ფეიქრების ქუჩის ბოლოში მდებარეობს. ადრე ჩვენს რესტორანს „ბალადა” ერქვა, რომელსაც სახელი გადავარქვით და ძველი სახელი – „ფესვები” დავუბრუნეთ. ველოდებით ყველა მსურველს, ვისაც უნდა, რომ მიირთვას გემრიელი საჭმელი, მოისმინოს გემოვნებიანი მუსიკა და შეიქმნას ძალიან კარგი განწყობა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ორი ქორწილი გვქონდა შეკვეთილი უცხოეთიდან. მათი ოჯახები საქართველოში ცხოვრობენ და უნდოდათ ქორწილი თბილისში გადაეხადათ. „ინფო თბილისის“ საიტზე ნახეს ჩვენ შესახებ ინფორმაცია და უცხოეთიდანვე შეგვიკვეთეს საქორწილო სუფრა. ასე რომ, ველოდებით ყველას, ვინც ჩვენი სტუმართმოყვარეობით კმაყოფილია და ვთავაზობთ ძალიან ბევრ სიახლეს. 

– რაც შეეხება ფასებს?

– ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ფასები გვაქვს. ამიტომაც, ჩვენთან მოსული ყველა სტუმარი კმაყოფილი მიდის. 

– რამდენ კაცზეა გათვალისწინებული სადღესასწაულო ან სამგლოვიარო სუფრები?

– საქორწილო სუფრა 450 კაცზე, ხოლო სამგლოვიარო რიტუალის სუფრა – 600-ზე. 

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– წარმატების საიდუმლო მარტივია – ვზრუნავთ ჩვენთან მოსულ თითოეულ  სტუმარზე.

P.S. რესტორანი მუშაობს ყოველდღე, ბოლო სტუმრამდე.

 

скачать dle 11.3