შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 23 სექტემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვების ტარებას მირჩევთ?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ საკუთარ თავში განავითაროთ ლომის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთა საუკეთესო თვისებები, ანუ უნდა იყოთ „ლომივით“ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, წარმოაჩინოთ ლიდერული თვისებები. ამასთან ერთად, დაეყრდენით კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. „ქალწულივით“ უნდა იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყადრი და გადანაწილება უნდა შეძლოთ, ასევე, გაპიწკინებული, მოწესრიგებული, „უხალტურო“ მუშაკი უნდა იყოთ და, საქმეს ზედაპირულად არ მიუდგეთ. მარტოხელა მებრძოლს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეთ. ეს არის თქვენი კოსმიური მისია, რომლის შესრულების შემდეგ, წარმატებებს აშკარად მიაღწევთ. რაც შეეხება ქვებს, კარგია ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი. ეს ქვები წინ წამოწიეთ.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 13 ივნისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ სფეროში გამიმართლებს?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, ხასიათში განივითაროთ თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის გაერთიანებული სასიკეთო თვისებები. ორივე ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სტიქიას განეკუთვნება. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფული ყაირათიანად დახარჯეთ. იმავდროულად, იყავით მაქსიმალისტი, გამოავლინეთ ორგანიზატორული თვისებები, პატივი ეცით ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, იერარქიულ სისტემას. გამოიჩინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს თქვენი სწორი ევოლუციური გზა და კოსმიურ-კარმული მისიაა. რაც შეეხება თქვენთვის წარმატებულ პროფესიებს, ესენია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის სფერო, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე. ამ პროფესიებში წარმატების შანსი დიდია.