კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ბრავო რეკორდსმა„ დათო არჩვაძის სიმღერების ვარსკვლავური ალბომი შექმნა

ქართველი მსმენელი კარგად იცნობს დათო არჩვაძეს, როგორც „ქართული ხმების“ წევრს, ასევე, ულამაზესი ქალაქური სიმღერების ავტორსა და შემსრულებელს. დათოსთვის, როგორც ავტორისთვის, „ეს ქალაქია“ პირველი ალბომი, რომლისთვისაც ის დიდხანს ემზადებოდა. ალბომში შესულ თხუთმეტივე სიმღერას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ. დათოს პროექტი კი „ბრავო რეკორდსის“ მეორე პროექტია, თუმცა, პირველი ვარსკვლავური ალბომი. „ბრავო რეკორდსის“ გუნდი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა დათო არჩვაძის პროექტზე მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით. „ბრავო რეკორდსმა“ უზრუნველყო რეპერტუარის შერჩევა, ალბომის ჩაწერა, დიზაინის კონცეფციის შექმნა, პრომოუშენი, ალბომის პრეზენტაცია და დისტრიბუცია. ალბომის პრეზენტაცია სექტემბერში სიღნაღში, სასტუმრო „კაბადონში“ გაიმართა, 9 ნოემბერს კი თბილისში, ბარ-რესტორან „ვივენდოში“ მოეწყო ავტოგრაფის დარიგების ცერემონია (ეგრეთ წოდებული‚ Signing Party). მოწვეულ სტუმრებს, დათოს მიერ ხელმოწერილ ალბომთან ერთად, საჩუქრად გადაეცათ სპეციალურად დათოსთვის შექმნილი ღვინო – „საფერავი“, რომლის ეტიკეტიც დათოს ალბომის დიზაინით არის დამზადებული. ღვინო დათომ საჩუქრის სახით მიიღო მეგობრისგან – დავით სონღულაშვილისგან და ის შეზღუდული რაოდენობით, სპეციალურად დათოსთვის გაკეთდა. ალბომში შევიდა 15 სიმღერა, აქედან 9 ახალი და 6 ყველასთვის კარგად ნაცნობი ჰიტი. პროექტის სპონსორები არიან: ბარ-რესტორანი „ვივენდო“ და ბუტიკ-სასტუმრო „კაბადონი“, ხოლო პროექტის პარტნიორი – თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

скачать dle 11.3