კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეროვნულ მუზეუმში გამართული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ცნობილი ექიმის, ქეთევან გეჯაძის მადლიერი პაციენტების თხოვნით დაიწერა

 

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ექიმის, თერაპევტისა და რეპროდუქტოლოგის, ქეთევან გეჯაძის წიგნის – „ასობით განკურნებული ადამიანის ექიმი, რომლის პროფესიონალიზმი ყველანაირ საზღვარს გასცდა“ – პრეზენტაცია გაიმართა. ეს წიგნი მადლიერი, განკურნებული პაციენტების თხოვნითა და მათი დიდი სურვილით დაიწერა. ასეთი ადამიანების რიცხვი კი ძალიან ბევრია. ქეთინო გეჯაძე ორ ათეულ წელზე მეტია‚ რაც საექიმო საქმიანობას ეწევა. მის ხელში არაერთმა პაციენტმა გაიარა. ბევრს სურდა‚ თავისი ისტორია ამ წიგნში მოეთხრო‚ თუმცა‚ წიგნისთვის განსაკუთრებული შემთხვევები შეირჩა, ისეთი‚ როგორიცაა: სისხლის დაავადება, განგრენა, სიმსივნე და ასე შემდეგ... ქალბატონი ქეთინოს საქმიანობით უცხოელი ექიმებიც აღფრთოვანებულები არიან და ამიტომაც მიიწვიეს ის საერთაშორისო კონფერენციაზე იმ მიღწევებისა და შედეგების შესახებ სასაუბროდ, რომელიც მან თავის პრაქტიკაში, მძიმე პაციენტების მკურნალობისას მიიღო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ქეთინო პირველი ექიმია, რომელმაც საქართველოში, თავის პრაქტიკაში დანერგა ბიორეზონანსული მეთოდი – მომავლის მედიცინა, რასაც მსოფლიოს წამყვანი კლინიკები დიდი ხანია‚ იყენებენ. 

წიგნის პრეზენტაციას ქალბატონი ქეთევანის პაციენტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. საღამომ, სადაც ექიმის მადლიერი პაციენტები თავის ისტორიებს ყვებოდნენ, საკმაოდ ამაღელვებლად და ემოციურად ჩაიარა.

 

скачать dle 11.3