კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე დავდგათ ალოკაზია?

პასუხი: ეს მცენარე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ, არ მოაკლოთ გაბნეული შუქი. ზამთარში ტემპერატურა 15-18 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს, ზაფხულში კი იდეალურია 20-25 გრადუსი. მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. მოზრდილ ალოკაზიას სიგრილეში ფოთლები სცვივა, თუმცა, თუ ოთახის ტემპერატურა მოიმატებს, ფესურიდან ახალი ფოთლები ამოუვა. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: როგორ და რა პირობებში მოვუარო ქლოროფიტუმს?

პასუხი: გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ამ დროს ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული, თხევადი სასუქით მიწის განოყიერება მცენარეს სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს. ზამთარში, დასვენების პერიოდში, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზამთარში კი – მინიმუმ 8 გრადუსი. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად მცენარე დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ, მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუციელბლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავისფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.

კითხვა: ექევერიამ ფორმა დაკარგა და თითქოს მოიწყინა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: შესაძლოა, როზეტების გადახსნა და დეფორმაცია სინათლის ნაკლებობამ გამოიწვიოს. თუ ფოთლები დაურბილდა და მოუჭკნა, ეს იმის ნიშანია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით წყალში ჩადგით და შემდეგ დაწრიტეთ – ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. ზოგ სახეობას ფოთლებზე მოცისფრო-მორუხო ცვილისებრი ფენა აქვს, რომელიც ფოთოლზე ხელის გადასმისთანავე მოსცილდება, ამიტომ ფრთხილად გაწმინდეთ.

კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ალოე და არის თუ არა ის პრეტეზიული მცენარე?

პასუხი: ალოეს მრავალი სახეობა არსებობს და ყველა იოლი მოსავლელია. მას სინათლე მუდმივად სჭირდება. მზეს იტანს, თუმცა, ზაფხულობით მოარიდეთ შუადღის მწველ მზეს. იდეალურია 18-24 გრადუსი. ყვავილობისთვის, ზამთარში რამდენიმე კვირით დაახლოებით 10 გრადუსზე დადგით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ, მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ. ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ ალოეს სინათლეს არ მოაკლებთ და ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ, არანაირი პრეტეზია არ ექნება. ეცადეთ, დადგათ მზიანი ფანჯრის რაფაზე.

კითხვა: რა ზომის იზრდება ანანასი და ხშირად მოვრწყა თუ არა?

პასუხი: ეს ეფექტური მცენარე იმხელა იზრდება, რომ, შეიძლება, თქვენი ბინა მისთვის ვიწრო აღმოჩნდეს. თუმცა, თუ საკმარისი ფართი გაქვთ, ინტერიერს დიდი ხნით გაგილამაზებთ. ანანასი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, ამიტომ, ზაფხულობით ხშირად მორწყეთ, ზამთრობით კი მიწა ტენიანი უნდა იყოს. რაც უფრო ცივია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ, განათებაც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. მისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა.

კითხვა: ჩემს ბეგონიას ფოთლები მოულპა. ხომ ვერ ამიხსნით, რამ გამოიწვია ეს?

პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალს ფოთლებზე ასხამდით და ამის შედეგად დაიწყო ლპობა. გახსოვდეთ, თუ მცენარე ქოთანს მთლიანად იკავებს ან ბუსუსებიანი ღეროები აქვს, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხით.

скачать dle 11.3