კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზის ფილოსოფია

 

ასაკის მატებასთან ერთად, ყოველი ქალის კანი განიცდის ცვლილებას: ნელდება იმ ნივთიერებათა სინთეზი, რომლებიც პასუხს აგებენ კანის სიმკვრივეზე, ელასტიკურობასა და ტენიანობის შენარჩუნებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, აჩენს ნაოჭებს. როგორ მოვაბრუნოთ დრო უკან? ეს მართლაც შესაძლებელია, თუ აუხდენელ ოცნებად რჩება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ქალბატონებს რჩევებს აძლევს სილამაზის ცნობილი ექსპერტი, პეტერ კასპარი.

– თანამედროვე მეცნიერება გამოყოფს დაბერების უამრავ მიზეზს, რომლებსაც პირობითად ყოფს შინაგან (ადამიანის გენეტიკური სტრუქტურა) და გარეგან (ცუდი ეკოლოგია, სტრესი, არასწორი კვება და ასე შემდეგ) ჯგუფებად. დღეს ძნელია სტრესებისგან თავის არიდება, მაგრამ, თქვენს ხელშია, შეანელოთ დაბერების პროცესი, თუკი იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. ცხადია, ცხოვრების წესად უნდა აქციოთ კანის სისტემატური გაწმენდა შესაბამისი საშუალებებით, პილინგი, ნიღბები, მასაჟები და ასე შემდეგ, მაგრამ, ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ნაოჭებს დიდხანს არ „გაუღოთ კარი“. ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება დამხმარე საშუალებები, მაგალითად, შესანიშნავია, თუ თქვენ უკვე შეარჩიეთ სპორტის რომელიმე სახეობა, მაგრამ, ყოველდღიური ვარჯიში ტანჯვად არ უნდა გექცეთ, ანუ, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, თუ ვარჯიშებს ხალისითა და სიამოვნებით არ ასრულებთ. გარდა ამისა, აუცილებელია სწორი კვება და საჭირო რაოდენობის სითხის მიღება, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმს, ნორმალურად წარიმართოს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოწესრიგებული და საჭირო ხანგრძლივობის ძილი, რასაც, სამწუხაროდ, ქალბატონების უმრავლესობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ამის სავალალო შედეგს კი მოგვიანებით იმკის, მაგრამ, მერე უკვე ძნელი ხდება ამ შედეგის გამოსწორება. საქმე ისაა, რომ მოწესრიგებული ძილი ააქტიურებს როგორც სიმაღლეში ზრდისა და უჯრედების განახლების პროცესებს, ისე სისხლის ცირკულაციას, რაც ამცირებს თავისუფალი რადიკალების გამრავლებას. 

თავისუფალი რადიკალები ანგრევს უჯრედოვან მემბრანას, რითაც იწვევს უჯრედებში დაბერების პროცესს.

ანტიოქსიდანტები – ეს არის ნივთიერებები, რომლებიც შთანთქავენ თავისუფალ რადიკალებს. უპირველეს ყოვლისა, ესაა ვიტამინები A, E და C, რომელთა მიღებაც შესაძლებელია როგორც საკვებით, ისე მედიკამენტებით.

კოლაგენი – სპეციფიკური ცილაა, რომელიც უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს. ამ ტერმინების მნიშვნელობის ცოდნა ქალბატონებისთვის აუცილებელია – ასე უფრო გონივრულად მოუვლიან თავს, რათა მომავალში აღარ დასჭირდეთ გასაახალგაზრდავებლად რადიკალური მეთოდების გამოყენება, მაგრამ, როცა ეს აუცილებელი ხდება, უკან არ უნდა დაიხიოთ. რადიკალურ მეთოდში, ცხადია, ოპერაციას ვგულისხმობ, მაგრამ, სასურველია, მანამდე მიმართოთ გამოცდილ კოსმეტოლოგ-დერმატოლოგს და ჩაიტაროთ აქტიური მკურნალობის კურსი სპეციალურად ამ პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილი დღისა და ღამის კრემებითა და სხვა საშუალებებით. ოპერაცია კი ბოლოსთვის შემოინახეთ – იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაფერი სცადეთ, მაგრამ, სხვა გამოსავალი აღარ დაგრჩათ.

 

скачать dle 11.3