კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაუჩოქა ცოლს მამუკა ლომაშვილმა და ვინ დაიჭირა ქორწილში მისი ნასროლი ჰალსტუხი

 

პაროდისტი, მსახიობი და ყველასთვის ცნობილი სახე – მამუკა ლომაშვილი მცირე ხნის წინ, ნინო რევაზიშვილზე დაქორწინდა. წყვილი ჩვენი სტუმარია და ქორწილის პერიპეტიებს თავად გვიამბობენ.

– მამუკა, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მამუკა: მე და ნინოს გვყავს საერთო მეგობარი, ლიკა ოყროშიძე. ვიყავი ჩემს საბავშვო თეატრალურ სტუდიაში, როცა ლიკამ დამირეკა და მითხრა, ჩემი მეგობარია იტალიიდან ჩამოსული, ძალიან კარგი გოგოა და გამოდი, იქნებ, რა თვალით შეხედოო. სიმართლე გითხრა, თავიდან დამეზარა – ასეთ ფორმაში სად უნდა გამოვიდე-მეთქი, მაგრამ, მაინც წავედი – ჰოდა, შემოვრჩით დიდხანს ლიკასთან მე და ნინო (იცინის). ეს რაღაც მოწონებაზე მეტი იყო – ფიქრობ, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი შეხედვით შეგიყვარდესო, მაგრამ ფაქტია, ძალიან მომეწონა. ნინო 10 წელი იტალიაში ცხოვრობდა, რომ დავინახე, ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად ჩემი იყო.

– ნინო, შენც ასეთი განცდა გქონდა?

ნინო: სხვათა შორის, კი. მეც ასე ვიფიქრე და ამიტომ დიდხანს შემოვრჩით ლიკასთან.

მამუკა: ლიკამ მითხრა, არ შეიმჩნიო, ვითომც არაფერი იციო. რომ იცოდეს, რას ვაპირებ, საერთოდ აღარ მოვაო (იცინის). მოკლედ, ჩააწყო კარტები. წუნია ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები – თმის ფერი, თვალის ფერი, წონა, წინასწარ ჩამოყალიბებული არ მქონია. შენთან ხომ უნდა მოვიდეს ახლოს რაღაცით – თან, პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ვიფლირტაო და არასერიოზულად მივუდგე საქმეს. რა თქმა უნდა, გარეგნობასაც ჰქონდა მნიშვნელობა. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ადამიანურ დამოკიდებულებებსა და შეხედულებებში.

– ნინო, მამუკა ინიციატივას იჩენდა შენთან ურთიერთობაში თუ მორცხვი იყო?

ნინო: ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც აქტიურობდა და ინიციატივას იჩენდა. თუმცა, არც მორცხვობდა. ზედმეტად არ გამოუჩენია თავი... ზომიერად. მეც მომეწონა, მაგრამ ისეთ ფრაზებს ამბობდა, ვიბნეოდი. ვერ ვხვდებოდი, მართლა მოვწონდი თუ არა, ეჭვებში მაგდებდა (იცინის).

მამუკა: კი არ ვაბნევდი, ვცდილობდი, მისი აზრი გამომეცნო, მაინტერესებდა მისი რეაქცია, დამოკიდებულება. ერთია, ადამიანი მოგეწონოს და მეორე – კარგად გაიცნო. მე ამ გზით კარგად გავიცანი. ვცდილობდი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიმეღო. თუმცა, ყველა ისე იყო ჩემი დაქორწინებით დაინტერესებული (იცინის)...

– რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები?

– 4 აპრილს გავიცანით ერთმანეთი და ოქტომბერში დავქორწინდით. 10 დღის შემდეგ ნინო უნდა გაფრენილიყო მილანში და იმდენად კარგი ჯეელი ვარ, იმდენად შევუყვარდი, რეისის დღე შეეშალა, გაასწრო თვითმფრინავმა და დარჩა თბილისში (იცინის). ბინდი გადაეკრა, რა, გონებაზე. მერე წავიდა იტალიაში და იქიდან დამირეკა ტელეფონით. მერე დაიწყო ღამის თენებები საუბარში – 2 საათია დროში სხვაობა – მე ვიძინებდი 6-ზე, ის – 4-ზე.

– მშობლები რას ამბობდნენ, დილამდე რომ იჯექი?

– ოღონდაც ვინმეს დავლაპარაკებოდი და ვინმე მომწონებოდა, რას მეტყოდნენ?! ჩვენ ახლა ცალკე ვცხოვრობთ და ჩემს გადაწყვეტილებებშიც დიდად არ ერეოდნენ. მშვენივრად მიიღეს რძალი, ძალიან მოეწონათ.

– ნინო, იტალიაში ხომ არ ფიქრობთ ერთად წასვლას?

ნინო: არა, ნამდვილად. იქ სამუდამოდ წასვლა არც არასდროს მიფიქრია. არც ევროპელზე გათხოვება მომსვლია აზრად. ბედი იყო, ჩამოვედი და გავყევი. იმდენად კარგად ვარ, არანაირი ნოსტალგია არ მაქვს იქაურობის.

მამუკა: უცხოელს ვგავარ, პრინციპში, მარცხენა მხრიდან... რაღაცით (იცინის). მე არ მინდა უცხოეთში ცხოვრება.

– მამუკა, ნინოს მშობლები როგორ გაიცანი?

– „ნანუკას შოუს“ შემდეგ ავედი და გავიცანი, სპონტანურად.

– ქორწილი სად გქონდათ?

– ქორწილი გვქონდა რესტორან „ჰარალეში“, ვიწრო წრეში. ძალიან კარგი ქორწილი გამოვიდა, მხიარული, არავინ დამჯდარა საერთოდ. დიდი ქორწილები ისედაც არ მიყვარს და არც გამოდიოდა. ნინო 8 აგვისტოს ჩამოფრინდა იტალიიდან და 10-ში უკვე შევუღლდით (იცინის). 80 კაცამდე გვყავდა დაპატიჟებული. კი გაგვინაწყენდნენ ვიღაცები, მაგრამ, რა ვქნა, ასე გამოვიდა. სამების ეზოში სულიწმიდის სახელობის პატარა ტაძარში დავიწერეთ ჯვარი – არ მინდოდა დიდ სამებაში, ბევრ წყვილთან ერთად პომპეზური ჯვრისწერა. ჩემმა მოძღვარმა, მამა გაბრიელმა დაგვწერა ჯვარი. ნიშნობა არ გვქონდა, პირდაპირ დავქორწინდით, ცივილიზებულად და ლამაზად.

– ხელი სთხოვე?

– განსაკუთრებული დაჩოქებები, სიყვარულის ახსნები და ხელის თხოვნა არ ყოფილა. დავქორწინდით და გაბედნიერებას გვილოცავდნენ. ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი – საქმე ლაპარაკის ნაცვლად, გენაცვალე (იცინის). მთავარია, საქმით დაამტკიცო, რომ გიყვარს.

– როგორ დაიგეგმა ქორწილი, ეგეც მითხარი?

– ქორწილი გვინდოდა 6 ოქტომბერს ან 7-ში. ჩემი და, მარიკა ცხოვრობს  ლას-ვეგასში და გვინდოდა, მისი შვებულებისთვის დაგვემთხვია. მოკლედ, პირველშია არჩევნები – როგორია? ისეთი სიტუაციაა, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს! ხალხი გვეუბნებოდა, რა იცით, რა ხდება, რა გექორწილებათო! ერთი თვით ადრე არ დაგვიწყია მზადება – ორი დღით ადრე დავურეკეთ და დავპატიჟეთ ხალხი.

– ჩოხა არ გცმია?

– არა, მიშას „ნარიადში“ ვიყავი – ჰალსტუხით. მერე მოვიხსენი, ვიქნიე-ვატრიალე და ბოლოს ზურგს უკან ვისროლე (იცინის). ერთი ზედახორა იყო დაჭერაზე. თაიგული ერთმა ახლობელმა ბიჭმა დაიჭირა და მერე ქალბატონს გადასცა. ბევრი ვიცეკვეთ, გასმით არ გამისვია, მაგრამ ჩამეთვალა ცეკვაში. ჩემი მეჯვარე „ჩელე“ იყო – დათო გელაძე, ნინოსი – ლიკა ოყროშიძე.

– ნინო, კაბა შეიკერე თუ მზა შეიძინე?

ნინო: „მარი გოლდში“ ვიყიდე არაჩვეულებრივი კრემისფერი კაბა, კორსეტი არ ყოფილა, არც გაშლილი – უფრო დავარდნილი და შედარებით სადა. ვარცხნილობაზეც „მარი გოლდმა“ იზრუნა.

– არ დალიეთ ცოტა მხნეობისთვის?

მამუკა: დალევა რად მინდა, შემომხედე? მე სულ კარგ ხასიათზე ვარ! ან ადგილზე ვცეკვავდით ან აქეთ-იქით დავდიოდით.

 

скачать dle 11.3