სათადარიგო სკამზე ჩაძინებული
ტელევიზორში არაერთხელ გვინახავს საპარლამენტო სხდომაზე ჩაძინებული დეპუტატები ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაძინებული უბრალო მოქალაქეები, მაგრამ, საფეხბურთო მატჩის დროს ჩაძინებული ფეხბურთელი, ალბათ, მანამდე არავის უნახავს, სანამ პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩი – „სპორტინგი”-„აკადემიკა” არ ჩატარდა. სათადარიგო სკამზე მჯდარმა სპორტინგელმა ჟეფრენმა იმდენად მოიწყინა და ისე ჩათვლიმა, რომ მის მეზობლად მსხდარ ფეხბურთელებს აზრადაც არ მოსვლიათ მისი გაღვიძება. როგორც ჩანს, ჟეფრენისთვის პორტუგალიაში თამაში მოსაწყენი აღმოჩნდა, რადგან, წარსულში „ბარსელონის” ფეხბურთელს არავინ მისცემდა იმის უფლებას, რომ საფეხბურთო მოედანზე ენახა სიზმრები.