სხეულით უკმაყოფილო ნიკოლ მაკლინი
„ბრისტოლ სიტის” ფეხბურთელის, ტომ უილიამსის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნიკოლ მაკლინი, საკუთარი სხეულით არის უკმაყოფილო. ლამაზმანის თქმით, მას არ მოსწონს, რომ გრძელი ფეხები და დიდი მკერდი აქვს. 28 წლის მოდელი აცხადებს, რომ, დროა, ის შეაფასონ როგორც ადამიანი და არა როგორც უბრალოდ, ლამაზი ქალი, რადგან, მიაჩნია, რომ მაგალითი უნდა მისცეს თავის ორ შვილს, თუ როგორები უნდა გახდნენ ისინი მომავალში. მაკლინმა უკვე გადაწყვიტა, რომ ბიკინიში გადაღებულ ფოტოებს დროებით გადადებს და წიგნების კითხვას დაიწყებს, ხოლო საფეხბურთო მატჩებზე დასწრება, რასაც ის ახლო წარსულში ყოველ უიქენდზე აკეთებდა, აღარ განმეორდება.