ლარისას უარი ეროტიკას
სამხრეთ ამერიკის ყველაზე სექსუალურმა ფეხბურთის ქომაგმა, პარაგვაელმა ლარისა რიკელმემ სენსაციური განცხადება გააკეთა: ამიერიდან ლამაზმანი აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას ეროტიკულ ფოტოსესიებში. „მინდა მშვიდი ცხოვრება ჩემს „ბოიფრენდთან“ ერთად, – განაცხადა ლარისა რიკელმემ. ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ლარისამ საყვარელი ადამიანის, ფეხბურთელ ჯონათან ფაბროს გამო გადადგა. ლარისა რიკელმე ცნობილი გახდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, როდესაც პარაგვაის ნაკრებს გულმხურვალედ ქომაგობდა და პრიალა ჟურნალებისთვის შიშვლდებოდა.