კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გამიგონია, რომ სარკის გადაგდება არ ვარგა. სად წავიღო სარკეები, რომლებიც არ მჭირდება?

პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა და სარკეს ისე უნდა მოექცეთ, როგორც ჩვეულებრივ ნივთს. საეკლესიო წესებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სარკეს შეინახავთ თუ გაასხვისებთ. გირჩევთ, ამგვარ ცრურწმენებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა იმ მასალის ხარისხს, რომლისგანაც ჯვარია დამზადებული?

პასუხი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მასალას, თუ რისგან არის დამზადებული ჯვარი. სადა და უბრალო ჯვარი იმავე შემწეობას მოგანიჭებთ, რასაც ძვირფასი მასალისგან დამზადებული.

კითხვა: ჩემს მეზობელს უფლის ხატი გავატანე ეკლესიაში საკურთხებლად. მან ჩემი ხატიც თავის ხატებთან ერთად აკურთხებინა  მოძღვარს თავის სახელზე. მაინტერესებს, ამის შემდეგ ეს ხატი მე მეკუთვნის თუ მას?

პასუხი: ხატის კურთხევა არ ხდება ვინმეს სახელზე. ხატის კურთხევის ლოცვაში მისი მფლობელის სახელი არ იხსენიება. ამდენად, ხატი თქვენ გეკუთვნით.

კითხვა: გარდაცვლილი მეუღლის ფოტოები დღემდე მიკიდია ოთახებში. ახლობლები მირჩევენ, ჩამოვხსნა და შევინახო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენი ახლობელი, საყვარელი გარდაცვლილი ადამიანის ფოტო უნდა შეინახოთ, მაგრამ, არა იმ ფორმით, რომ უხერხულობა შეუქმნათ ახლობლებსა და საკუთარ თავს. იქონიეთ ეს ფოტოები ალბომებში ან მოათავსეთ სახლის რომელიმე მოკრძალებულ ადგილას.

скачать dle 11.3