აზა დავითაშვილი – ნათელმხილველი, ვისზეც ლეგენდები ათეული წლების წინ შეიქმნა
აზა დავითაშვილის ფენომენალური უნარის შესახებ, მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაწერილა. მის ამოუცნობ ფენომენზე თბილისში ლეგენდები ათეული წლების წინ შეიქმნა და მასზე ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა კი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა აზა დავითაშვილის ნათელხილვის უნარი, ფილმიც გადაიღო. აზა დავითაშვილი არაერთხელ იყო ცნობილი და რეიტინგული გადაცემების სტუმარი, სადაც არა მხოლოდ გადაცემის სტუმრებისა და წამყვანების, დიდი აუდიტორიის გაოცებაც შეძლო. წლების განმავლობაში „აბანოთუბნელ აზას”, როგორც მას უწოდებდნენ, ჰქონდა მოწვევები რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან. ჩვენ ქალბატონ აზას იმ თემების შესახებ გავესაუბრეთ, რაც დღეს ბევრ ადამიანს აინტერესებს.
აზა დავითაშვილი: 40 წელია, ამ საქმეს ვემსახურები, ბებიაჩემი ცნობილი ნათელმხილველი იყო, საოცრებებს ახდენდა. ალბათ, მისგან მერგო ეს უნარი. თუმცა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან პირადი და ფინანსური პრობლემებით. ბევრი უმიზეზოდ გარბის ოჯახიდან და ანგრევს ყველაფერს, უამრავ ადამიანს კი, გაუსაძლისი ფინანსური პრობლემები აწუხებს. ეს ხშირად მხოლოდ გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. მიზეზი ჩაკეტილ წრეში ტრიალი, დაბინძურებული და დაკეტილი აურაა, რომლის გახსნა და გასუფთავებაც სხვადასხვა საშუალებით შეიძლება.
– ქალბატონო აზა, ძალიან ხშირად წარუმატებლობების მიზეზი ხდება ბოროტი ძალების ზემოქმედება, ჯადო. როგორც ვიცი, თქვენ ხატავთ იმ ადამიანის სახეს, ვინც ამგვარ საშუალებებს მიმართავს.
– ადამიანი ბევრ დეტალს არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ხშირად, თითქოს უმნიშვნელო რამ, შეიძლება წარუმატებლობებისა და „ნგრევის” მიზეზი გახდეს. ბევრს არ სჯერა ჯადოს ზემოქმედების. ზუსტად ასეთ ადამიანებზე ხდება ბოროტი ძალების ზემოქმედება. იცით, რამდენი ოჯახი ინგრევა სწორედ ამ გზით? რამდენ წარმატებულ ადამიანს მოეცარა ხელი ბიზნესში? მან, ვინც იოლად იღებს თვალს, სხვადასხვა თილისმით უნდა დაიცვას თავი. მინდა ვუთხრა ყველას, რომ არსებობს უამრავი მეთოდი, რომლითაც ბოროტი ძალების განეიტრალება შეიძლება.
– გველის წელიწადი მოდის, როგორი იქნება ეს წელი?
– მოგეხსენებათ, გველი მისტიკური ცხოველია, მისი როლი ადამიანთა ბედისწერაში ჯერ კიდევ ადამისა და ევას არსებობიდან მოდის. ყველას გსმენიათ ფუძის ანგელოზის შესახებ, სწორედაც რომ გველია ფუძის ანგელოზი – ეს არის მნიშვნელოვანი ფენომენი. ფუძის ანგელოზი ყველა ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რა ახასიათებს გველს? – სიბრძნე, გამჭრიახობა, სწრაფი რეაქცია, გარემოებების მიმართ განსაკუთრებული რეაქციები. ამიტომაც, როგორი იქნება მომავალი წელი, ეს თქვენზეცაა დამოკიდებული. მიენდეთ გველის სიბრძნეს, მიზანდასახულობას და აუცილებლად აისრულებთ გულისწადილს. ეს წელი განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია მეორე ნახევარი. იყავით გონიერი და გველის წელიწადი სიყვარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ!
აზა დავითაშვილთან უამრავ ადამიანს შეხვდებით, ისინი ქალბატონი აზას შესახებ საოცარ ისტორიებს ყვებიან.
დავით ნ. (თბილისი): 50 წლის კაცი ვარ და ის, რაც აზა დავითაშვილის წყალობით გადამხდა თავს, ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. მილიონერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, ბოლო წლებში განსაკუთრებით ცუდად წამივიდა საქმეები: ჯერ ჩემი პარტნიორი გარდაიცვალა, მერე ძალიან დიდი ფინანსური ზარალი განვიცადე, მოკლედ, გავკოტრდი. მეზობელმა მომასწავლა აზას მისამართი. იმ ოჯახს გაუთხოვარი გოგო ჰყავდა და სწორედ აზა დავითაშვილის წყალობით გაათხოვეს. ხომ იცით კაცების ამბავი, თავიდან არ მოვდიოდი, მერე ცოლმა ძალით გამომაგდო. ქალბატონმა აზამ თილისმა მომცა, რაღაცეები დამარიგა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ის დღე იყო და ჩემი საქმეებიც წინ წავიდა.
მარინა, 40 წლის (ქუთაისი): ერთ დღეს მოულოდნელად შეიცვალა ჩემი ცხოვრება – ჯერ სამსახური დავკარგე. ამას როგორმე გადავიტანდი, მაგრამ კიდევ ერთი უბედურება დამატყდა თავს. მეუღლემ ორი შვილით მიმატოვა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად. საშინელი დეპრესია დამეწყო, ფიზიკურადაც ძალიან ცუდად ვიყავი: მქონდა გულისრევა, თავბრუხვევა, ყოველწუთს გული მიმდიოდა. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოვძებნე ქალბატონი აზა დავითაშვილი. მან მომცა სპეციალური თილისმა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებები იყო ჩადებული. ღმერთის შემწეობითა და ქალბატონი აზას დახმარებით, მალე ყველა პრობლემა მოგვარდა. სამ თვეში სამსახურშიც აღმადგინეს და ჩემი გაქცეული მეუღლეც დაბრუნდა სახლში. ეს არის ქალბატონი აზას ფენომენალური უნარი, რომელიც სიტყვებით არ გადმოიცემა. ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც მას ერთხელ მაინც შეხვდება!
გსურთ, მოაგვაროთ თქვენი საქმიანი და პირადი პრობლემები?
ქალბატონ აზასთან დასაკავშირებლად დარეკეთ ტელეფონებზე: 2 74-63-08, 593 56-10-39 მისამართი: მეტროს სადგური „სამასი არაგველი”, გუთნის ¹ ¹42.