კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ალტა“ საქართველოში Samsung-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი გახდა

 

კომპანია „ალტა“ საქართველოში Samsung-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი გახდა. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში,“ 7 ნოემბერს მოეწერა ხელი. საგანგებოდ, მემორანდუმის გასაფორმებლად საქართველოში Samsung-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი – სანგ პილ ჩანი  ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიება „ალტასთვის“ საიუბილეო თარიღს დაემთხვა, კომპანიას მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. 

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დღეიდან „ალტას“ მაღაზიათა ქსელში  შეძენილი Samsung-ის  სმარტფონები  უნიკალური სერვისებით იქნება აღჭურვილი. სწორედ ასეთი სერვისია „საქართველოს სანავიგაციო რუკა“. 

მსოფლიოში უკვე მრავალი წლის წინ აპრობირებული სანავიგაციო სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენთან კი დღემდე სიახლეა. პირველად საქართველოში „ალტაში“ შეძენილ მაღალი კლასის Samsung-ის სმარტფონებზე მომხმარებელი მიიღებს საქართველოს სანავიგაციო 3D რუკას ანდროიდის ბაზაზე. მასში იქნება დეტალური ინფორმაცია ქუჩების, შენობების, საგზაო ნიშნების, მნიშვნელოვანი ობიექტების, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ, როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია ზუსტი ადგილსამყოფლის მოძებნა და სასურველი დანიშნულების წერტილამდე ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა. „ალტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ Samsung-ის სმარტფონების 11 მოდელზე იქნება საქართველოს სანავიგაციო 3D რუკა. ერთ-ერთი ასეთი მოდელის სმარტფონი - Samsung I8160 Galaxy Ace 2-ია, რომელიც პრესკონფერენციის დროს მედიისთვის საჩუქრის გათამაშებისას საინფორმაციო სააგენტო „ჯიეიჩენის“  ჟურნალისტმა  მაია არაბიძემ მოიგო.

– Samsung-თან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ შევძელით მოგვეპოვებინა Samsung-ის ნდობა, რადგან, საქართველოსთვის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, არ გვითქვამს უარი აღებულ ვალდებულებებზე. ახლა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, რაც სიმბოლურად, ჩვენი 15 წლის იუბილეს დაემთხვა. Samsung-თან სმარტფონების მიმართულებით თანამშრომლობა კი, საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მომხმარებელი მუდმივად გავანებივროთ უნიკალური სერვისებით, ამასთან, ქართველი მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება Samsung-ის უახლესი სმარტფონების ყველაზე დიდი არჩევანი. პირველ ეტაპზე მომხმარებელს შევთავაზებთ 3D უნიკალურ სანავიგაციო სისტემას ანდროიდზე, სადაც იქნება საქართველოს დეტალური რუკა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურ სანავიგაციო რუკებს. ამ მომსახურებას მომხმარებელი მიიღებს ალტაში Samsung-ის სმარტფონების ახალ მოდელებზე, – განაცხადა პრესკონფერენციისას კომპანია „ალტას“ დირექტორმა ირაკლი კაკაბაძემ.

სანგ პილ ჩანის განცხადებით, Samsung-ისა და „ალტას“ თანამშრომლობა უკვე 8 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში, „ალტამ“  შეძლო მოეპოვებინა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველი გახდა. 

კომპიუტერებისა და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია „ალტა” უკვე მე-8 წელია, Samsung-ის IT პროდუქტების ოფიციალური დისტრიბუტორია და ამასთან, ოფიციალურ საგარანტიო სერვისსაც ახორციელებს. თანამშრომლობის ამ საფეხურზე კი „ალტას“ მაღაზიათა ქსელის საშუალებით, მომხმარებელს უკვე ჩვენს მიერ წარმოებულ სმარტფონებსაც შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი ჩვენს პროდუქტს და ერთობლივ შეთავაზებებს, ისევე მაღალ დონეზე შეაფასებს, როგორც ეს ადრე იყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოში, საიმედო პარტნიორების წყალობით, სულ უფრო მყარი და ფართომასშტაბიანი ხდება, – აღნიშნა  კომპანია „სამსუნგის“ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსმა, სანგ პილ ჩანმა.

„ალტა“ კომპიუტერული და გონიერი ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წელს შეიქმნა. „ალტას“ მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები. კომპანია დაფუძნების დღიდან  მაღალი ხარისხის ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, კარგად ორგანიზებული თანამედროვე მაღაზიათა ქსელით თბილისსა და რეგიონებში. „ალტას“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ, შეიძინოთ 30-მდე მსოფლიო მწარმოებლების ოფიციალური ტექნიკა. მათ შორისაა Samsung Electronics, რომლის IT პროდუქტების ოფიციალური დისტრიბუტორი და სერვისცენტრი საქართველოში  2005 წლიდან არის „ალტა“.

 

скачать dle 11.3