კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ზოგადად როგორია ჩვენი ქვეყნის – საქართველოს სამართლებრივი სტატუსი და დღეის მდგომარეობით როგორ არის ქვეყნის ტერიტორია განსაზღვრული?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა საქართველო. რაც შეეხება ტერიტორიას, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია, ხოლო სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.

კითხვა: გთხოვთ, გამაცნოთ საქართველოს პარლამენტის ფუნქციები, შემადგენლობა  და ის საფუძველი, რომლითაც ხორციელდება პარლამენტის დაკომპლექტება.

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისგან. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, ქვეყნის პრეზიდენტი გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პარლამენტს, კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით, შეუძლია, თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, კერძოდ, თუ: კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით; სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტს შეუძლია, კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით, თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი.

კითხვა:  მაინტერესებს, რამდენია საპარლამენტო ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საპარლამენტო ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როდის არ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, დაითხოვოს საქართველოს პარლამენტი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  არ შეიძლება, პარლამენტი დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ: პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თავად ახორციელებს იმპიჩმენტის პროცედურებს პრეზიდენტის მიმართ; საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ასევე, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა სასუნთქი გზების დაავადებები თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველი და, დადებით შემთხვევაში, სასუნთქი გზების რა სახის დაავადება შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ პატიმარი ავადმყოფობის გამო გაათავისუფლონ საპატიმრო დაწესებულებიდან?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასუნთქი გზების დაავადებები წარმოადგენს  თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლების საფუძველს. კერძოდ, ესენია: ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებანი დიფუზური პნევმოსკლეროზით, ფილტვების ემფიზემით, ქრონიკული ფილტვისმიერი გულით დეკომპენსაციის სტადიაში, სუნთქვითი უკმარისობის მესამე ხარისხით რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი; ბრონქული ასთმა; ბრონქოექტაზიური დაავადება; ფილტვის ქრონიკული გიგანტური აბსცესი; პლევრის ტოტალური ან სუბტოტალური ემპიემა; სხვადასხვა ეტიოლოგიის პნევმოკონიოზები; იდიოპათიური ფიბროზირებადი ალვეოლიტი; სარკოიდოზი და პირველადი ემფიზემა.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ გადაწყდება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების  საკითხი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა, თავიდან აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, ანუ, უკიდურესი აუცილებლობის დროს მიყენებული ზიანი, უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი. მისი ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა, მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელიც.

კითხვა: ჩემმა მეზობელმა თავის  მეგობართან დადო გარიგება, რომელიც შინაარსობრივად აშკარად ამორალურია და აღნიშნული გარიგების შესახებ ჩემთვის გახდა ცნობილი. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ წყდება სამართლებრივად მსგავსი გარიგებების საკითხი და შეუძლია თუ არა პირს, გარიგების საფუძველზე მოითხოვოს ამორალური პირობის შესრულება?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა, შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია. შესაბამისად, ამორალური პირობით დადებული გარიგება ბათილი გარიგებაა.

скачать dle 11.3