კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებდა ბორის ელცინი ვაშინგტონში ტრუსების ამარა და რამდენჯერ არის გადასვენებული ამერიკის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ნეშტი

მეფეებს, პრეზიდენტებს, იმპერატორებს, დედოფლებს, პრემიერ-მინისტრებსა და სახელმწიფოების სხვა პირველ პირებს მუდამ აკვირდება  საზოგადოება და მათ მიერ გადადგმული ერთი არასწორი ნაბიჯიც კი, დიდ გამოხმაურებას იწვევს ჟურნალისტების წრეში. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ნაკრებს მსოფლიოს უზენაესი მმართველების შესახებ.

* 1989-1996 წლებში ლიბერიაში სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება იდგა ორ, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ დაჯგუფებას შორის. ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი იყო  მოქმედი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი. 1997 წელს, მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ამოიწურა დასავლელი სამშვიდობოების დახმარებით,  ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ტეილორი კენჭს იყრიდა და  ჰქონდა ასეთი საარჩევნო სლოგანი: „მან მოკლა დედაჩემი. მან მოკლა მამაჩემი. მე ხმას მას ვაძლევ”. არჩევნების შემდეგ ხმათა 75 პროცენტით ჩარლზ ტეილორმა გაიმარჯვა.

* 1995 წელს რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, ბორის ელცინი, ოფიციალური ვიზიტით  ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ბილ ქლინთონთან შესახვედრად. ჩასვლიდან რამდენიმე საათში, გვიან საღამოს, ამერიკის საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა შეზარხოშებული ელცინი რეზიდენციიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, პენსილვანია-ავენიუზე, ტრუსების ამარა აღმოაჩინეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნასვამი ელცინი ტაქსის გაჩერებას ლამობდა, რათა ამერიკული პიცის საჭმელად წასულიყო.

* რომის იმპერიის პირველი თხუთმეტი იმპერატორიდან მხოლოდ კლავდიუსს არ ჰქონდა ინტიმური კავშირი მამაკაცებთან. ეს ფაქტი კლავდიუსის სისუსტედ მიაჩნდათ მაშინდელ რომში მოღვაწე მწერლებსა და პოეტებს; მათი თქმით, ქალების სიყვარულმა კლავდიუსი ქალად აქცია.

* 1912 წელს თეოდორ რუზველტი ამომრჩევლების წინაშე გამოდიოდა სიტყვით, რა დროსაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ტყვია მას მკერდში მოხვდა, გახეთქა ფუტლარი, რომელშიც სქელყდიანი რვეული იდო ნაწერებით, მაგრამ, იგი მაინც დაიჭრა. გასროლიდან საათ-ნახევრის განმავლობაში რუზველტი სცენაზე იდგა და სიტყვა არ შეუწყვეტია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტყვია პრეზიდენტის მკერდში 76 მილიმეტრით შევიდა, თუმცა, არაფერი დაუზიანებია, მაგრამ, მისი ამოღება სარისკო იყო და დარჩენილი ცხოვრება რუზველტმა ამ ტყვიით გაატარა. 

* ჟან ბატისტ ბერნადოტმა თავისი კარიერა საფრანგეთის სამეფო არმიაში ჯარისკაცობით დაიწყო. რევოლუციის პერიოდში იგი მალევე დაწინაურდა და ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში მარშალი გახდა. მისი კარიერის შემდგომი ეტაპი შვედეთის სამეფო ტახტის დაკავება იყო – იგი ოფიციალურად გახდა შვედეთის მეფე, კარლ მეთოთხმეტე იუჰანის სახელით. ბერნადოტების დინასტია დღემდე მართავს შვედეთს. საინტერესოა, რომ 1844 წელს, როდესაც ჟან ბატისტი გარდაიცვალა, ბალზამირების დროს მის ხელზე აღმოაჩინეს სვირინგი: „სიკვდილი მეფეებს”.

* პეტრე პირველი, რუსეთის იმპერატორი, გამოირჩეოდა სიმაღლით – იგი  ზუსტად 2 მეტრი იყო, თუმცა, ამავე დროს, 38 ზომის ფეხსაცმელს ატარებდა.

* აფრიკული სახელმწიფოს – სვაზილენდის მეფეს, მსვატი მესამეს, ჯერჯერობით (ბოლო მონაცემებით) 14 ცოლი და 23 შვილი ჰყავს. ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება ათიათასობით ქალიშვილის ფესტივალი, რომელზეც მეფე საცოლეს ირჩევს. მეფის წინაშე ქალიშვილები რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ შიშველ მდგომარეობაში და  მსვატი მესამე მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევს ცოლს.

* ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია იმ პერიოდში იღებდა ცნობილ კომედიას – „კინ-ძა-ძას”, როცა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად კონსტანტინ ჩერნენკო დაინიშნა. ფილმში ევგენი ლეონოვის გმირი ხშირად გამოთქვამდა სიტყვას „კუ”, რაც ჩერნენკოს სახელისა და გვარის აბრევიატურას ჰგავდა და, ცენზურის დაკვეთით დანელიას ეს ფრაზა უნდა შეეცვალა „კო” ან „კა” სიტყვით, მაგრამ, ხელახალი გახმოვანების პროცესში, ჩერნენკო მოულოდნელად გარდაიცვალა და დანელიამ ფილმს პირველადი გახმოვანება დაუბრუნა. 

* 1825 წელს რუსეთის სამეფო ტახტზე ავიდა იმპერატორი ნიკოლოზ პირველი, რომელიც არ გამოირჩეოდა ორიგინალური ვარცხნილობით, რადგან, მელოტი იყო. მას შემდეგ, რუსეთის პირველი პირების ჩანაცვლების დროს, მოქმედებს არაოფიციალური კანონი, რომლის თანახმად, მელოტ მმართველს თმის ცვენის პრობლემის არმქონე პირი ცვლის. ეს „კანონი“ მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც ანდროპოვი ჩერნენკომ შეცვალა – ორივეს თმის ცვენის დაწყებითი სტადია ჰქონდათ. 

* 1974 წელს ეგვიპტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ფარაონ რამზეს მეორის მუმია ფუჭდებოდა და აუცილებელი იყო მისი ექსპერტიზაზე გადატანა საფრანგეთში. მუმიის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი გახდა ნამდვილი პასპორტის გაკეთება რამზეს მეორისთვის და, ასევე, ფრანგული ვიზის გაფორმება, სადაც გრაფაში – „საქმიანობა” ეწერა, „მეფე” და ფრჩხილებში – „გარდაიცვალა“. პარიზში „ჩასულ“ მუმიას ისე დახვდნენ აეროპორტში, როგორც ხვდებიან ცოცხალ პრეზიდენტებსა და მონარქებს სამხედრო ორკესტრითა და აღლუმით.

* 2002 წლის აპრილში, იაპონიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ძუნიტირო კოიძუმის კაბინეტიდან დარტყმების ხმა გამოვიდა და სამთავრობო დაცვა სასწრაფოდ შევარდა კაბინეტში სიტუაციის გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრი საფეხბურთო ბურთზე დარტყმას სწავლობდა, რისთვისაც კედელს იყენებდა. პრემიერმა დაცვას აუხსნა, რომ ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო იაპონიაში და გახსნის ცერემონიალზე მას სიმბოლურად უნდა დაერტყა ბურთისთვის ფეხი, რისი გაკეთებაც მას არ სცოდნია და ამიტომ ვარჯიშობდა თავის კაბინეტში.

* ამერიკის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ნეშტი 17-ჯერ იყო გადასვენებული, ხან საფლავის რეკონსტრუქციის, ხან კი უსაფრთხოების ზომების მიღების გამო. პრეზიდენტის კუბო სულ ექვსჯერ გაიხსნა და მისი ნეშტი ახალ კუბოში  იქნა გადასვენებული.  ლინკოლნის სხეულმა საბოლოოდ მხოლოდ 1901 წელს იგრძნო შვება.

* 1994 წლის ზაფხულში ბორის ელცინი კაბინეტის წევრებთან ერთად კრასნოიარსკში იმყოფებოდა, სადაც ის მდინარე ენისეიზე თბომავლით გაასეირნეს. გასეირნების დროს ელცინის პრეს-სამსახურის უფროსი კოსტიკოვი, რომელიც ნასვამი იყო, ექსკურსიის სხვა წევრებს ეხუმრებოდა, რომ ენისეიში გადახტებოდა; ამის გამგონე ელცინმა თავის დაცვას ბრძანება მისცა, რომ პრეს-მდივანი წყალში ჩაეგდოთ, რაც იმწუთასვე შესრულდა.

* 1998 წელს ფილიპინებში გაიმართა პუნქტუალურობის ნაციონალური კვირეული, რომლის მიზანი ფილიპინელების საქმიან შეხვედრებზე ან სამსახურში დროულად მისვლის შეჩვევა იყო. ერთადერთი ფილიპინელი, რომელმაც დააგვიანა ცერემონიის გახსნაზე მისვლა, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ფიდელ რამოსი იყო, რომელმაც დათქმულ დროს მთელი ერთი საათით გადააცილა.

* 2003 წლის 16 აპრილს CNN-ზე მომხდარმა ტექნიკურმა შეცდომამ  ჩვეულებრივ მოქალაქეებს გზა გაუხსნა დაკეტილი ინფორმაციისკენ; კერძოდ, მათ ხელი მიუწვდებოდათ იმ დროისთვის ცოცხალი მსოფლიო ლიდერების წინასწარ გამზადებულ ნეკროლოგებზე. მაგალითად, ცნობილი გახდა: ფიდელ კასტროს, რონალდ რეიგანის, დიკ ჩეინის, ნელსონ მანდელასა და სხვათა ნეკროლოგების ტექსტები. 

* 1986 წლის 31 დეკემბერს, გერმანულმა ტელეარხმა ARD-მა შეცდომით ეთერში გაუშვა კანცლერ ჰელმუტ კოლის წინა წლის საახალწლო მილოცვა. 

* 1991 წლის 31 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურ არხზე საახალწლო მილოცვის გაკეთება იუმორისტ მიხეილ ზადორნოვს მოუწია, რადგან ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, დამოუკიდებელ რუსეთს კი ჯერ არ ჰყავდა ოფიციალური პრეზიდენტი. რამდენიმე საათში მილოცვის ტექსტი წარმოთქვა ბორის ელცინმა, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის დე-ფაქტო მმართველი იყო. 

* 1974 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა საბერძნეთის მეფე გეორგ მეორე. როდესაც გაზეთებში გამოქვეყნდა მეფის გარდაცვალების ცნობა, ბერძნების უმეტესობამ ეს ამბავი საპირველაპრილო ხუმრობად ჩათვალა.

скачать dle 11.3