კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მისი უფლებები დაირღვა და ვის უნდა მიმართოს ექიმთან და კლინიკასთან დავისას

პაციენტები ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, ითქვას, კრავივით დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან და ამ სამწუხარო რეალობას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევა ადასტურებს, თუმცა არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს იცავს და ეს საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციაა. მისი თავმჯდომარეა მამუკა ცუხიშვილი, რომელსაც, მართალია, არ აქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად შექმნა პრეცედენტი და სამედიცინო დაწესებულებას მისთვის მიყენებული ზიანი თეთრ-თეთრ აანაზღაურებინა. ამჟამად ის სხვა პაციენტების უფლებებს იცავს, თუ როგორ, ამას თავად მოგვიყვება.

 

– თქვენთან შეხვედრამდე ორი პაციენტი მოვინახულე. ერთ-ერთს თბილისის მერიამ შეუწყვიტა სადაზღვევო პროგრამის დაფინანსება და დაზღვევის გარეშე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც პაციენტის, უფლება მკვეთრად დაირღვა. მეორე პაციენტი გახლავთ 54 წლის პროფესორი, რომელსაც აქვს 180-ლარიანი ხელფასი, არ აქვს სადაზღვევო პოლისი და ამიტომ ექიმთან ვერ მიდის, რაც, ასევე, პაციენტის უფლებების მკვეთრი დარღვევაა.

– მკითხველისთვის განვმარტოთ: 54 წელი არ არის საპენსიო ასაკი, რომ ისარგებლოს პენსიონერთა დაზღვევით და არც უმწეოთა კატეგორიაშია, რადგან 180-ლარიანი ხელფასი აქვს, რაც მისთვის, როგორც პაციენტისთვის, განაჩენია.

– რა თქმა უნდა. ის არ არის დაზღვეული, მასზე არ მოქმედებს ასაკობრივი დაზღვევა და 180 ლარით მან უნდა ჩაიტაროს გამოკვლვები, შეიძინოს წამლები და იმკურნალოს, რაც გამორიცხულია. საქართველოში მხოლოდ  ერთადერთი ორგანული კანონი არსებობს პაციენტის უფლებების შესახებ, ხაზს ვუსვამ, უფლებების და არა –  უფლებების დაცვის შესახებ. რაც შეეხება პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის შექმნა გადამაწყვეტინა პირადად ჩემმა მდგომარეობამ, როდესაც ექიმებისა და სასამართლოს წინაშე მარტო, ადვოკატის გარეშე აღმოვჩნდი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობისას C ჰეპატიტი შემეყარა, სისხლის გადასხმის დროს დამაინფიცირეს, რის გამოც დამჭირდა ძვირად ღირებული მკურნალობა, რაც 16 000-17 000-ლარამდე დამიჯდა. მაგრამ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში უადვოკატოდ მოვიგე. 

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– გახლავართ სამედიცინო ფსიქოლოგი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, ანუ არანაირი შეხება არ მქონია იურისპრუდენციასთან. პროცესი მოვიგე და საავადმყოფომ ამინაზღაურა 15 000 ლარი, რაც წარდგენილი მქონდა.

– მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითხოვდით, მხოლოდ მატერიალური მოითხოვეთ?

– მორალურ ზიანად 2 000 ლარი ამინაზღაურეს, 13 000 ლარი კი იყო ჩემ მიერ მკურნალობისთვის დახარჯული თანხა, უბრალოდ ყველა ქვითარი არ მქონდა შენახული. ეს 2010 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე მოხდა. ამის შემდეგ შევხვდი მოქმედ ექიმებს, დათხოვნილ ექიმს, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, იურისტებს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად  მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო ამ პროფილის გაერთიანება, რომ დაგვეცვა იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც ჰქვიათ პაციენტები. აღიარებული განმარტებით, პაციენტი არის ნებისმიერი პირი, რომელიც, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს ან აპირებს, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით.

– ანუ ყველა.

– 5 წუთის ახალშობილი, ვიდრე 100 წლის გახდება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიმართავს კლინიკას და ერთხელ მაინც გახდება პაციენტი. შესაბამისად, ჩვენ ვიცავთ ექიმების, მოსამართლეების, პრეზიდენტების, ნებისმიერი ადამიანის უფლებებს. საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია არის ყველაზე მასშტაბური ასოციაცია, რომელიც დაიცავს ყველა დაზარალებული ადამიანის ინტერესს, ვისაც ერთხელ მაინც ერქვა პაციენტი.

– ყველა თანხმდება, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პაციენტების უფლებების დაცვის კანონმდებლობა, ერთადერთი გზა სასამართლოა. თქვენ რას ეფუძნებით თქვენს მუშაობაში?

– ჯერ კიდევ 2002 წლის მაშინდელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს პაციენტის უფლებების შესახებ. ეს არის უნიკალური კანონი, რომელიც 11 თავისგან შედგება, მაგრამ, რომელიც დღემდე, ფაქტობრივად, არ მოქმედებს.

– არავინ იყენებს თუ უბრალოდ არ არსებობს აღსრულების მექანიზმი?

– ამ კანონის გამოყენებას უნდა ნიჭი, უნარი და სურვილი იმისა, რომ ეს კანონი დამკვიდრდეს ცხოვრებაში. ამ კანონში ყველაფერია ჩამოყალიბებული. სხვათა შორის, არსებობს პაციენტთა უფლებების ევროპული ქარტია, რომელიც 2002 წელს მომზადდა, თუმცა საქართველო მას არ შეერთებია. ამ ქარტიას ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში. ერთ-ერთ მუხლს წაგიკითხავთ: თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, რომელსაც იგი საჭიროებს. სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს თითოეულ ადამიანს თანასწორად,  ფინანსური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილისა და მიმართვის დროის მიუხედავად. ჩვენთან ეს პრინციპი არ მოქმედებს, რადგან, თუ ფინანსები გაქვს, მიხვალ ექიმთან, თუ არ გაქვს –  მოკვდები.

– თუმცა ჩვენ ამ ქარტიას არ ვართ მიერთებული, ჩვენს კანონში რა წერია?

– ჩვენს კანონში ნათლადაა განსაზღვრული ასეთი რამ: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, ფინანსური მდგომარეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეთნიკური, ეროვნული და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

– ანუ ჩვენი კანონიც აღიარებს, რომ არ არის აუცილებელი პაციენტი ფულიანი იყოს?

– რასაკვირველია. ამასთანავე, მერვე მუხლში ვკითხულობთ, რომ პაციენტს შეუძლია, აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი, რაც საქართველოში არ ხორციელდება.

– ალბათ, ამას გულისხმობთ, რომ სადაზღვევო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ პროვაიდერ კლინიკებში უწევენ მომსახურებას დაზღვეულებს. თუმცა კონკრეტულად ჩვენი კორპორატიული დაზღვევა გვაძლევს კლინიკისა და ექიმის არჩევის საშუალებას. 

– აქ არ არის საუბარი კორპორატიულ დაზღვევაზე, იმიტომ რომ ამ სახით საქართველოში მცირე სეგმენტია დაზღვეული. მე ვლაპარაკობ მილიონ-ნახევარ სოციალურად დაუცველ ადამიანზე, რომლებსაც სახელმწიფო უხდის სადაზღვევო პრემიას. ასეთი დაზღვევით სარგებლობენ პენსიონრები და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა. საერთოდ, სიტყვა „სიღარიბეს“ უკიდურესად ღარიბ ქვეყნებშიც აღარ იყენებენ დღეს და აქვე გავიხსენებ, რომ სულხან-საბას „ღარიბი“ განმარტებული აქვს, როგორც „დაგლახებული“.

– როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მისი უფლებები დაირღვა. რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ თქვენ?

– ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავს პაციენტად თვლის და მიაჩნია, რომ მისი, როგორც პაციენტის, უფლება დაირღვა, შეუძლია, მოგვმართოს ჩვენ. ჩვენ ჩავხედავთ ამ პაციენტის ისტორიას, შევხვდებით მკურნალ ექიმებს, საქმეში ჩართული იქნებიან ექიმები, ჟურნალისტები, იურისტები და, თუ ამ ადამიანის უფლება მართლაც დაირღვა და ეს დაარღვია ექიმმა თუ კლინიკამ, მას ყველანაირად გვერდში დავუდგებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავიცავთ იმ ადამიანის ინტერესს, ვინც შანტაჟით ან დებოშით აპირებს ვინმეს დამცირებას ან ფულის გამოძალვას.

– თქვენი გამოცდილებით, პაციენტის რა უფლებები ირღვევა ყველაზე ხშირად?

– პაციენტის უფლებები ირღვევა ექიმთან შესვლისთანავე: პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა არის კონფიდენციალური, მაგრამ, როგორც წესი, ეს ხდება კარღია ოთახში. ამას გარდა, ექიმს არ ჰყოფნის დრო, რადგან 50 პაციენტს ემსახურება. მეორე დარღვევაა, რომ კლინიკა ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას პაციენტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქრონიკულ დაავადებებს: ტუბერკულოზი, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები, C და B ჰეპატიტი და არაფერი კეთდება პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. პაციენტის უფლება ირღვევა, როდესაც მას ან მისი ოჯახის წევრს არ აფრთხილებენ ოპერაციის მოსალოდნელი გართულებების შესახებ. არავინ იცის, რაზე აწერინებენ ხოლმე ხელს.

– რაც მთავარია, თანხმობის დოკუმენტზე ხელმოწერა ხდება ექსტრემალურ პირობებში: თან ამბობენ, თუ ახლავე არ გავუკეთეთ ოპერაცია, დაიღუპებაო და თან გიცხადებენ, თუ ხელს არ მოაწერ, ოპერაციას არ გავუკეთებთო. ამიტომ გიწევს, ხელი ისე მოაწერო, რომ არც წაიკითხო, რადგან ამის დრო არ არის.

– არც ერთ ქვეყანაში, სადაც მე კონსულტაციები გავიარე, ისე არ ირღვევა პაციენტის უფლებები, არსად ისე არ არის შეურაცხყოფილი პაციენტი, როგორც საქართველოში, თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც. ამას გარდა, პაციენტების უფლებები ირღვევა, როდესაც ექიმი არ უწერს მას ალტერნატიულ მედიკამენტს და მას არ უტოვებს არჩევნის უფლებას. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ პაციენტს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ექიმთან და კონკრეტულ კლინიკაში მისვლის უფლება აქვს. მით უმეტეს, ძალიან მძიმეა იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც არ აქვთ საპენსიო ასაკი, არ აქვთ სამუშაო ან მცირე ანაზღაურებას იღებენ და ამიტომ ისინი ვერ სარგებლობენ ვერანაირი დაზღვევით. აღარაფერს ვიტყვი პატიმარ პაციენტებზე, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

– გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს, იქნებიან ეს პენსიონრები თუ სოციალურად დაუცველები, „სასწრაფოს“ განზრახ მიჰყავს არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფ კლინიკებში, სადაც თავისი ფეხით პაციენტი არასდროს მივა, იქ არსებული პირობების გამო.

– 112-ის პაციენტი ვერ ხვდება წამყვან და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში. ასეთ კლინიკებში პაციენტებს, რომლებიც თავიანთი ჯიბიდან ვერ იხდიან, ნაკლებად უშვებენ, რომ ის პაციენტები არ შეწუხდნენ, რომლებიც თავიანთი ჯიბიდან იხდიან ფულს. პაციენტის ოჯახის წევრიც ვერაფერს ამბობს, რადგან ეშინია, რომ პაციენტი არ მოუკლან.

– მაგრამ ეს ხომ აბსურდია?! პაციენტების ინფორმირებაა უბრალოდ საჭირო.  და კიდევ ერთი უცნაური პრობლემა: ყველა კლინიკას აქვს თავისი ფასი.

– ეს მიუღებელია. ყველა კლინიკაში ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე პაციენტს ერთი და იგივე მედიკამენტები სჭირდება, მაგრამ რატომღაც ფასი მაინც განსხვავებულია. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი თვითონ აფასებენ სტანდარტებს: თითქოს იქ საწოლი უფრო მოსახერხებელია, პერსონალი უფრო მომხიბვლელია და ასე შემდეგ. ამის მოსაწესრიგებლად აუცილებელია, დაწესდეს ერთიანი სტანდარტი. მე მირჩევნია, რომ პაციენტს ანგარიშზე ჰქონდეს თანხა და ამ თანხით მიდიოდეს კლინიკაში, რადგან საქართველოში სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე გამართულად მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ქართუ“, რომელსაც მისტირის ექიმებისა და კლინიკების უმეტესობა. ამ სადაზღვევო კომპანიამ შექმნა ახალი სადაზღვევო კომპანიის მოდელი. მე არაფერი მაქვს სადავო სადაზღვევო კომპანიებთან, მათ კანონი რის საშუალებასაც აძლევს, ისე მოქმედებენ. მთელ მსოფლიოში, ცივილიზებულსა თუ არაცივილიზებულში, ტუბერკულოზის, C და B ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული დააადებების მკურნალობა არის უფასო. ჩვენს თანამემამულეებსაც კი, რომლებიც მძიმე სოციალური პირობების გამო წავიდნენ ევროპაში, ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც, მკურნალობენ, თუ სჭირდებათ B და C ჰეპატიტს და შიდსს.

– ჩვენს კორპორატიულ სადაზღვევო პაკეტში წერია ჩემთვის სრულიად მიუღებელი რამ: თუკი საომარი მოქმედებები დაიწყება და მე ომში მოხალისედ წავალ და დავიჭრები, დაზღვევა არ ამინაზღაურებს საომარ მოქმედებებში მიღებული ჭრილობების მკურნალობის ხარჯებს. მე რომ მკითხოთ, ეს ანტისახელმწიფოებრივი ჩანაწერია.

– იმიტომ რომ შესაძლოა, ძვირად ღირებული მკურნალობა დაგჭირდეთ.  ერთ ასეთ მაგალითს მოვიტან: მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გადართულია გამრავლებაზე, ჩვენთან უშვილობის მკურნალობას არ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია, ისევე, როგორც ორგანოთა ტრანსპლანტაციას, მხედველობასთან და სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ერთი სიტყვით, ბევრი რამაა შესაცვლელი და დასახვეწი. ამას გარდა, ჩვენთან, ძირითადად, კლინიკებს არ აინტერესებთ, ეყოლებათ თუ არა მადლიერი პაციენტი, მათთვის საკმარისია, ოღონდ პაციენტმა ფული გადაიხადოს.

– გამართული დაზღვევა ჯდება ფული: აქვს ჩვენს სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომ ეს ტვირთი ასწიოს?

– შეუძლებელია ოცდამეერთე საუკუნეში ვილაპარაკოთ იმაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საშუალება, იმიტომ რომ მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი უფლება მინიმალურად მაინც უნდა იყოს დაცული ორი მიმართულებით: რომ მან შეძლოს სამედიცინო მომსახურების მიღება და მედიკამენტების შეძენა. ეს უკანასკნელი უფრო რთულია, რადგან შესაძლოა, ნაცნობ ექიმთან მიხვიდე, მაგრამ არც ერთი აფთიაქი არ მოგცემს ნაცნობობით წამალს.

 

скачать dle 11.3