კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დრონი მეფობენ“

„ღამით გზები გამინათე, მთვარეო“

იმ მარტივი მიზეზით, რომ სახელმწიფო უწყებებს, სულაც რომ ყურებით გევლო, საჯარო ინფორმაციას ვერ დასტყუებდი, სავსებით ბუნებრივია, არაფერი ვუწყოდით არც პრეზიდენტის და არც მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან კი მხოლოდ ზოგად ციფრებს თუ ამოიკითხავდი.

ასეა თუ ისე, რაკი იქ, ზემოთ მსხდომნი შეიცვალნენ, ინფორმაცია შედარებით გაიხსნა (იმედია, ეს ტენდენცია მხოლოდ წინა ხელისუფლების ნამოქმედარის მიმართ არ შენარჩუნდება და საკუთარ ხარჯებსაც, ასევე, გულღიად გაგვიხსნიან). ხოლო, რაკი გაიხსნა და შეიცვალა, შევიტყვეთ, რომ, მაგალითად, პრეზიდენტის სასახლის განათება ყოველთვიურად 800 000 ლარი გვიჯდებოდა (ადვილი წარმოსადგენია, რა ფასი ღირს იქიდან ნაგვის გატანა?!).  შესაბამისად, ამ თუ სხვა მიზეზით, 2013 წლის ბიუჯეტში ახალმა მინისტრებმა ძველ პრეზიდენტს ადმინისტრაციის ხარჯიც შეუმცირეს და ზედ სარეზერვო ფონდიც მიუყოლეს (50-დან ჩამოუ-10-მილიონეს).

მართალია, ცვლილებები ძალაში 2013 წლიდან შევა (ჯერჯერობით პრეზიდენტი კვლავაც 2012 წლის ბიუჯეტით ნათდება), მაგრამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თადარიგი დაიჭირა და, ეკონომიის მიზნით, გარე განათება უკვე გამორთო. თუმცა, პრესმდივანმა ქ-ნმა მანჯგალაძემ, იქვე მოგვამადლა, ღამის თბილისს რომ ამშვენებდა, თორემ, გარე განათება პრეზიდენტის სასახლეს, თავისთავად, არც არაფერში სჭირდებაო. 

სჭირდება თუ არ სჭირდება, ამ გადაწყვეტილების ოპონენტები მომხდარს პრეზიდენტისადმი უპატივცემულობად აფასებენ. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ოფიციალური მონაცემებით, თბილისელ აბონენტთა 47 პროცენტი ყოველთვიურად 100 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს (და არა იმიტომ, რომ განათების ფასი არ იცის, არამედ, იმ მიზეზით, რომ 100-მდე კილოვატ-საათის ღირებულება 13 თეთრია), რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისური ოჯახების 47 პროცენტი უკიდურესად შეჭირვებულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის სასახლისთვის გარე განათების გამორთვა ხალხისა და პრეზიდენტის დაახლოებისკენ („ერის წყლული მაჩნდეს წყლულად“) გადადგმული მცირე, მაგრამ, მაინც ნაბიჯია.

скачать dle 11.3